საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა მოლდოვასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილმა მოლდოვასთან მატჩში ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

"ჯერ ვიტყვი, რომ ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა. ორი წელი არ მიძახებდნენ და არც ახლა ველოდი. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მინდოდა, ორივე მატჩში მიმეღო მონაწილეობა და ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილიც შემეტანა.

არ მეგონა, თუ სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებთან ძირითადში დამაყენებდნენ. როცა გავიგე, რომ სასტარტო თერთმეტეულში ვიყავი, ძალიან დავიძაბე, რადგან ნაკრების მაისურით მოედანზე დიდი ხანი არ ვიყავი გასული და თანაც, გულშემატკივრების, მეგობრების მხრიდან ჩემზე დიდი ზეწოლა იყო - არ მქონდა უფლება, მათი იმედები გამეცრუებინა.

იმ მატჩში ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ დაძაბულობას, რომელსაც ვგრძნობდი, ჩემს გარჯას მაინც დადებითად შევაფასებდი. მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ვიყავი: რამდენიმე კარგი გადაცემა გავაკეთე, თავადაც შემეძლო გოლის გატანა, ასე რომ, მთლად ცუდად არ მითამაშია.

მოლდოვასთან შეხვედრა კი უკვე პრინციპული იყო. მოსამზადებელ პერიოდში, ვარჯიშებზე ძირითად თერთმეტეულში ვიყავი და მჯეროდა, რომ მოლდოვასთან მატჩს პირველივე წუთიდან დავიწყებდი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მწვრთნელმა ტაქტიკა შეცვალა და მეც სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ამაზე გული ძალიან დამწყდა - პირველი მატჩის შემდეგ იმედი მქონდა, რომ ძირითადში ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, ყოველთვის მწვრთნელი წყვეტს, ვინ ითამაშებს და ახლაც ასე იყო...

საბედნიეროდ, გამიმართლა და შესვლისას, ძალიან რთულ სიტუაციაში გავიჩერე ბურთი და წამის მეასედებში დარტყმაც მოვასწარი. ვფიქრობ, ამ გოლმა გამოგვაფხიზლა, ვირწმუნეთ, რომ მატჩის გადარჩენა შეგვეძლო, უფრო გავაქტიურდით, უპირატესობა ხელთ ვიგდეთ და მეორე გოლიც გავიტანეთ. შეგვეძლო მესამის გატანაც, მაგრამ არ გამოვიდა.

მთლიანობაში, ალბათ, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ჩვენთვის ფრე დასანანია, რადგან ყველა მოგებას ვგეგმავდით, თუმცა პირველი ტაიმიდან გამომდინარე, ნამდვილად სასიხარულოა, რომ ნაკრებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სულაც არ წააგო თამაში.

ნაკრებში სადებიუტო გოლით ძალიან გახარებული ვარ. იმედია, მომავალში თუ ისევ მომეცემა ნაკრების მაისურის მორგების შანსი, კვლავ წარმატებით ვითამაშებ და გავიტან", - გვითხრა მერებაშვილმა.

kkkk
აქ ფეხბურთელები თავისთავზე წერენ სხვადასხვა ნიკით.გაიშიფრა უკვე ერთი
optimisti
ზხადადზე არ უნდა გაესჰვატ
ნიკალა
ნუ ხართ დაბოღმილები! მერებაშვილმა დაგიმტკიცათ თქვენც, ფედერაციასაც და ვაისსაც, რომ სანაკრებო დონეა. ნახევარი ტაიმი ითამაშა და გოლი გაიტანა. მჭედლიძეს 1 გოლი გასულ საუკუნეში აქ გატანილი, მეორე ამ საუკუნეში და მერებაშვილზე მეტი ითამაშა!
futbol umer v gruzii
აკ მცჰედლიდზე ახსენეს ჯერ მაგით დავიცკებ ეგ რო გვყოლოდა რა? ან როცა გვყავდა რა??? მაგას გაუმართლა რო გაასცრო თავის დროზე აქაურობას თორე რის ფეხბურთელი ეგარის ... და კიდევ რაც მაგიზიანებს ამ ჩვენს ნაკრებში რო ან ვიგაც აკლიათ ან და არიან მაგრამ უთამაშებელი ან დეპრესიაში!!!!
პეტროსი
აუ,ეს სულ როგორ აბიჟნიკობს და დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე.მასე წინ ვერ წახვალ ბიძია...
fani
ვინც აკლია ნაკრებს, ჯანოს, ლორიას და მჭედლიძის მეტი, ძირითადის ღირსი არცერთი არაა.დანარჩენები დიდი დიდი სკამზე დასვა.
basketa
რა იყო შეცდომა? მერებას არ გამოძახება? რამდენი შანსი მიეცა და ვერ გამოიყენა, ფეხები უკანკალებდა თამაშებისას, მერე წუსწუნებდა ჩემ პოზიციაზე არ ვთამაშობო და ა.შ. თანამედროვე ფეხბურთში შენი ჩემი პოზიცია არ არსებობს, სადაც გუნდს და მითუმეტეს ნაკრებს ჭირდები იქ უნდა ითამაშო. ისე დღეის მდგომარეობით მერება ფორმაშია და შეუძლია რაღაც სარგებელი მოუტანოს ნაკრებს.ძირითადის ფეხბურთელად მე მას ვერ ვხედავ, მაგრამ შეცვლებიდან შეიზლება რამე სარგებელი ნახოს ნაკრებმა მისი გამოსვლით.
achi
მერაბაშვილი? რათქმაუნდა როცა 7 ფეხბურტელი არარის სასტავის მაშინ კი. თავიდან ვაისი შეცდა მერე კი მიხვდა მაგრამ გვიანი იხო 2-0 ვაგებდით. ისე ხოჩახ 2 ტაიმი ამ პორმაცისს ნაკრებისტვის იხო 99% სჰესრულებული
lexo
ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე არ ეძახდნენ ნაკრებში, თუმცა ქართულ ფეხბურთში აღარაფერი მიკვირს.ვისაც ეჭვი ეპარება არის თუ არა ღირსი ნაკრებში თამაშის, უსაფუძვლო ღვარძლის ნთხევას, ურჩევნიათ ცალი თვალით მაინც შეიხედონ იუთუბში და ნახონ. სტაბილურად თამაშობს, გოლებიც გააქვს (მათ შორის ისეთებიც, სადაც ნახევარ გუნდს ატყუებს) და საგოლეებზე აღარ ვამბობ არაფერს. პრესაც საუკეთესო აქვს და გუნდშიც აფასებენ. რომ არ იფიქრონ ზოგიერთმა ენამწარე კლავიატურის ლომებმა, ახლობელია და იმიტომ ამბობს ამას, ჩემი არავინ არ არის. უბრალოდ უსამართლო კრიტიკას ვფიქრობ უნდა გაეცეს პასუხი.
p
ყოჩაღ მერებ.. ძალიან საჭირო ფეხბურთელი ხარ ჩვენი ნაკრებისთვის!
დათო დათუნა
მერება საჭიროა ნაკრებში.....
temuri
ES DVALISHVILI DA LOBJANIDZE RIT VER MOGVACILES ESAA GAAXALGAZRDAVEBULI NAKREBI?(*)
კახა
არაფერი პირადული. არაა ეს ნაკრების დონის
butxa
მერაბაშვილზე უკეთესი რომელი ერთი იყო?დვალიშვილი?რა აზრით ათამაშებს დვალიშვილს ეს კაცი არ ვიცი.საერთოდ არაფრის მაქნისია.პირველივე ცუთიდანვე უნდა ეთამაშებინა მერაბა.
ROMA
და დვალიშვილი სათადარიგოეში? ეს როგორ შეიძლებოდა.
tb
რა კრიტერიუმებით აფასებთ ფეხბურთელებს არ მესმის. არაგუნდური ფეხბურთელია. ათრევს ბურთს კაცს ვერ ატყუებს კარგავს. მე საერთოდ არ გამოვიძახებდი. არაა ეს ბიჭი ფეხბურთისთვის.
bebeto
მერებაშვილი მოლდოვასთან ძირითადში აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი