საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის სერიის მეორე ეტაპზე, პოლონეთის ქალაქ ლოძში იასპარეზა და მერვე ადგილი დაიკავა
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის სერიის მეორე ეტაპზე, პოლონეთის ქალაქ ლოძში იასპარეზა და მერვე ადგილი დაიკავა.

ისევე, როგორც ერთი კვირის წინათ მოსკოვის ეტაპზე, ჩვენმა მეშვიდკაცეებმა ტურნირი კარგად დაიწყეს. პირველ დღეს, ჯგუფურ ტურნირზე, ჩვენმა ნაკრებმა სამი მატჩიდან ორი მოიგო და მეორე ადგილი დაიკავა.

სტარტზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის გუნდს 24:14 მოუგო, მერე კი ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა დაძაბულ ბრძოლაში - 14:17. ჯგუფის ბოლო მატჩში ჩვენმა მეშვიდკაცეებმა უპრობლემოდ სძლიეს ბელგიას - 26:12.

მეორე დღეს, პლეი ოფში საქართველოს ნაკრებმა სამი თამაშიდან სამივე წააგო. ჯერ ჩემპიონობისთვის მეოთხედფინალში რუსებმა მოგვიგეს - 19:14. მერე, მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებთან დავმარცხდით - 12:22. მეშვიდე ადგილისთვის მატჩი კი საფრანგეთთან დავთმეთ - 14:19.

მომდევნო ეტაპი ივლისის პირველ დეკადაში, საფრანგეთში, კლერმონში გაიმართება.

ლოძის ეტაპი

საქართველო-საფრანგეთი 24:14

საქართველო-ესპანეთი 14:17

საქართველო-ბელგია 26:12

მეოთხედფინალი

საქართველო-რუსეთი 14:19

ნეხევარფინალი, V ადგილი

საქართველო-ინგლისი 12:22

VII ადგილისთვის

საქართველო-საფრანგეთი 14:19

საბოლოო მდგომარეობა

1. ესპანეთი, 2. რუსეთი, 3. ირლანდია, 4. უელსი, 5. გერმანია, 6. ინგლისი, 7. საფრანგეთი, 8. საქართველო, 9. იტალია, 10. ბელგია, 11. პორტუგალია, 12. პოლონეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"