ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ისრაელის ნაკრების თავკაცმა 21-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქის შემადგენლობა გაცხადდა. ისრაელის ნაკრების თავკაცმა ერეზ ედელშტეინმა 21-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საბოლოო თორმეტეულს აგვისტოში შეარჩევს.

ნაკრებში არიან ევრობასკეტი-2015-ის მერვედფინალისტები: ომრი კასპი, შაუნ დაუსონი, ლიორ ელიაჰუ, რავივ ლიმონადი, გალ მეკელი, იოგევ ოჰაიონი და ბარ ტიმორი.

სწორედ ამ შემადგენლობამ დაამარცხა ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრები და მის ნაცვლად მერვედფინალში გავიდა, სადაც იტალიასთან დამარცხდა. საფრანგეთის ევროპირველობაზე მინესოტელი კასპი საშუალოდ 16.4 ქულას აგროვებდა, მეკელი - 15.8 ქულას, ელიაჰუ - 13.6-ს.

2015 წელს არ უთამაშიათ, თუმცა ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვთ ჰალპერინსა და პნინის. პირველს ზედიზედ ექვს ევრობასკეტზე აქვს ნათამაშები (2015-ის გარდა), ხოლო მეორეს - ოთხზე.

ისრაელის ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელიც ითამაშებს - ფორვარდი რიჩარდ ჰოუელი, რომელიც ამერიკიდან, კერძოდ, ჯორჯიის შტატიდანაა. ამ სეზონში იერუსალიმის "ჰაპოელის" ღირსებას იცავს.

ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერეზ ედელშტეინი:

- ლიტვის ნაკრები მეტოქედ ჩვენ ავირჩიეთ. კარგი შემადგენლობა ჰყავს. მეორე და მეხუთე კალათებიდან ძალიან ძლიერი გუნდები შეგვხვდა - იტალია და გერმანია. საქართველოს ნაკრები კი ის გუნდია, მასთან წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. მოკლედ, რთული ჯგუფი გვერგო. თუმცა, როდესაც საქმე ევროპის ჩემპიონატს ეხება, იოლ გასეირნებას არავინ უნდა ელოდოს. ჩვენთვის მთავარია, ყველა სტუმარს კარგად ვუმასპინძლოთ და მოედანზეც ღირსეულად დავხვდეთ.

ედელშტეინის ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას 18 ივლისს დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 10 საკონტროლო მატჩს გამართავს: ბუქარესტში რუმინელებს ორჯერ ეთამაშება, რუსეთსა და ფინეთს სანკტ-პეტერბურგში შეეჭიდება, 13 აგვისტოს კი დიდ ბრიტანეთს უმასპინძლებს. 18-20 აგვისტოს სამგუნდიან ტურნირს ითამაშებს სლოვენიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად. გენერალური რეპეტიცია კი ვარშავის საერთაშორისო ტურნირი იქნება, სადაც პოლონელების გარდა, დიდ ბრიტანეთსა და უნგრეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებთან კი ისრაელი ევროპის ჩემპიონატზე 5 სექტემბერს ითამაშებს. დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ეს მატჩი ძალიან ბევრს გადაწყვეტს. ეს იქნება ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური და გამარჯვებული, დიდი ალბათობით, მერვედფინალის საგზურს გაიფორმებს. ბოლო ტურში, 6 სექტემბერს საქართველო იტალიას ეთამაშება, ისრაელი - უკრაინას.

ისრაელის ნაკრები

მოთამაშე სმ პოზიცია დაბ.წ. გუნდი

ომრი კასპი 206 ფორვარდი 1988 მინესოტა (NBA)

რიჩარდ ჰოუელი 203 ფორვარდი 1990 ჰაპოელი (იერუსალიმი)

ჯეიკ კოენი 208 ფორვარდი 1990 მაქაბი (აშდოდი)

გალ მეკელი 190 უკანახაზელი 1988 მაქაბი (თელ-ავივი)

რაფი მენკო 198 უკანახაზელი 1994 ჰაპოელი (ელიათი)

იდან ზალმანსონი 206 ცენტრი 1995 მაქაბი (რიშონი)

ლიორ ელიაჰუ 205 ფორვარდი 1985 ჰაპოელი (იერუსალიმი)

ბარ ტიმორი 190 უკანახაზელი 1992 ჰაპოელი (იერუსალიმი)

რავივ ლიმონადი 191 უკანახაზელი 1984 ჰაპოელი (თელ-ავივი)

იოთამ ჰალპერინი 194 უკანახაზელი 1984 ჰაპოელი (იერუსალიმი)

შაუნ დაუსონი 198 ფორვარდი 1993 მაქაბი (რიშონი)

გაი პნინი 200 ფორვარდი 1983 მაქაბი (თელ-ავივი)

იოგევ ოჰაიონი 189 უკანახაზელი 1987 მაქაბი (თელ-ავივი)

კარამ მაშური 198 ფორვარდი 1991 ბნეი ჰერცელია

ამიტ სიმონი 198 ფორვარდი 1989 მაქაბი (ჰაიფა)

ოზ ბლაიზერი 199 ფორვარდი 1992 მაქაბი (ჰაიფა)

ეგორ კულეჩოვი 196 უკანახაზელი 1994 ფლორიდა (NჩAA)

ელიშაი კადირი 202 ფორვარდი 1987 მაქაბი (რიშონი)

იტაი სეგევი 205 ფორვარდი 1995 მაქაბი (თელ-ავივი)

ალექსეი ჩუბრევიჩი 212 ცენტრი 1986 ჰაპოელი (ჰოლონი)

ტომერ გინატი 202 ფორვარდი 1994 ჰაპოელი (თელ-ავივი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kakha
კასპის ამოკეტვა უნდა და ეგ არის, გავაცამტვერებთ!!!!
aburjga
ამათ კალათბურთში როგორ უნდა მოგვიგონ?! ან რაიმე თამაშში საერთოდ, თუნდაც ფეხბურთი იყოს?! )))
ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"ჩელსიმ" "არსენალს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - როჯერსი "არისტოკრატებს" 140 მილიონ ევროდ შეუერთდება
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ევრობასკეტი 2017: რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებზე მისი მეტოქეები
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89