ხარკოვის საერთაშორისო ტურნირში სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ორს, თათია მიქაძესა და ეკა გორგოძეს ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე წვრთნის.

ხარკოვის საერთაშორისო ტურნირში სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ორს, თათია მიქაძესა და ეკა გორგოძეს ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე წვრთნის. ირაკლი გოგონებთან ერთად უკრაინაშია, სადაც მას ეს ინტერვიუ ჩამოართვეს:

- ირაკლი, მაინც რატომ დაასრულეთ ასე ადრე კარიერა?

- 24 წლისა კარიერის პიკზე ვიყავი, ზუსტად მაშინ მივიღე მაჯის ტრავმა. საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება, რის შემდეგაც კარგა ხანს ნორმალურად ვერ ვვარჯიშობდი, შემდეგ კი მდგომარეობა გაუარესდა და მომიწია ჩოგბურთიდან წასვლამ. ორი წელიწადი გავიდა და ისევ დავბრუნდი კორტებზე, რასაც უკვე აღარც ელოდნენ, თითქოს ერთი-ორი კარგი შედეგიც ვაჩვენე, ფორმას ვიბრუნებდი, მაგრამ ისევ ამტკივდა მაჯა. ამიტომაც გადავწყვიტე ჩოგბურთისთვის საბოლოოდ თავის დანებება.

- როგორ აფასებთ თქვენს პროფესიულ კარიერას, ხართ თუ არა კმაყოფილი მიღწეულით?

- რომ არა ტრავმები, ჩოგბურთში მეტს მივაღწევდი. მაგრამ, რაც იყო, იყო, ვიმედოვნებ, მწვრთნელობაშიც კარგი მომავალი მექნება.

- რატომ აირჩიეთ მწვრთნელობა?

- მიმაჩნია, რომ ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ყველაზე უკეთ იცის. მე ლამის მთელი ცხოვრება ჩოგბურთს დავუთმე, ახლა კი მსურს, ჩემი ცოდნა სხვებს გავუზიარო და ამით საქართველოში ჩოგბურთის განვითარებას ხელი შევუწყო.

- ხომ არ აპირებთ ბევრი ჩოგბურთელის მსგავსად საკუთარი აკადემიის დაარსებას?

- ზუსტად ახლახან განვიხილავდი მეგობარ ჩოგბურთელებთან ერთად ამ თემას. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ჩანაფიქრს განვახორციელებ და საკუთარ საჩოგბურთო სკოლას დავაარსებ.

- მოგვიყევით, როგორ ვითარდება ჩოგბურთი საქართველოში...

- სიმართლე გითხრათ, ბევრიც არაფერია მოსაყოლი. ჩემს ქვეყანაში, რაც უნდა გვწყინდეს ეს, ჩოგბურთი პრაქტიკულად არავის სჭირდება. ჩოგბურთელთა დაფინანსებაზე ლაპარაკიც კი არ არის.

- სწორედ ამიტომ ვარჯიშობდით ყოველთვის საზღვარგარეთ?

- დიახ, ახლა კი მსურს, სამშობლოში ვებრძოლო ანტისაჩოგბურთო განწყობას. პირველი ნაბიჯი კი საჩოგბურთო სკოლის გახსნა იქნება.

- ერთი ხანობა თქვენ ალექსანდრე მეტრეველთან ვარჯიშობდით...

- მეტრეველთან სულ რაღაც ორი თვე ვიმუშავე. მიუხედავად მცირე დროისა, მან მაინც ბევრი სასარგებლო რჩევა მომცა. ალბათ, იტყვით, მაშ რატომღა არ შედგა ჩვენი ურთიერთობა - საქმე ისაა, რომ მას ოჯახი ჰყავს და არ შეეძლო ჩემი დევნა ტურნირიდან ტურნირზე, ქვეყნიდან ქვეყანაში...

- როგორ შეაფასებთ მამაკაცთა ჩოგბურთის დღევანდელ დონეს?

- ჩოგბურთელები გაცილებით ძლიერები არიან ფიზიკურად. თუ ადრე კორტზე სამი საათის გატარების შემდეგ ძლივს მოძრაობდნენ, ახლა უკვე ხუთსაათიანი თამაშის გაძლება შეუძლიათ. სათამაშო სტილში კი მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ ვხედავ.

- თუ დადიხართ დიდ ტურნირებზე?

- არ შემიძლია - ფსიქოლოგიურად მიმძიმს. ყოფილი პროფესიონალი ვერასოდეს გახდება უბრალო გულშემატკივარი.

- რომელ ცნობილ ჩოგბურთელთან დაგრჩათ მეგობრული ურთიერთობა?

- ასეთი ძალიან ბევრია, თითქმის ყველა მეგობარს ვინარჩუნებ. მამაკაცთა ჩოგბურთში ნამდვილად არსებობს მეგობრობა, ქალები კი ერთმანეთს ვერ იტანენ.

- რატომ?

- აბა, რა ვიცი, ალბათ, მათთვის კონკურენცია კორტზე არ მთავრდება...

- როგორ შეაფასებდით ხარკოვის ტურნირის მოთამაშეების დონეს?

- რაღაც ახალი აქ ვერ დავინახე. 32 ჩოგბურთელიდან კარგ ჩოგბურთს ხუთი-ექვსი თუ თამაშობს. ეს იმიტომ, რომ ასეთი დონის ტურნირებში ხშირად ისეთი ჩოგბურთელები გამოდიან, რომლებიც დიდ მიზნებს აღარ ისახავენ.

- როგორ შეაფასებთ იმ ჩოგბურთელთა გამოსვლას, რომელთაც წვრთნით?

- ეკა გორგოძე სათანადოდ ვერ მოემზადა ტრავმის გამო და პირველივე წრეში დამარცხდა. აი, თათია მიქაძე კი სტაბილურად კარგად თამაშობს.

გაზეთი ლელო

buba
რას ამბობ უარს იტყოდი რა, მოკლე ფეხები აქვსო!...
giorgis
180 -ია სიმაღლეში ეს თუ მოკლე ფეხებააა ....:D მაშინ ძალიან სასაცილოა შენი კომენტარი
giorgi
დიდი არაფერი, ესეც ერთი რიგითი მოკლეფეხება ლამაზმანი.
miiau
უკომენტაროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოდ
nino yanchelashvili
ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ საჩოგბურთო სკოლას გახსნიან.როდისთვის არის ამ სკოლის გახსნა შესაძლებელი თუ გვეტყვით?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე