რონალდ კუმანმა რაფა ბენიტესს დაასწრო
"ევერტონი" "სანდერლენდს" ჯორდან პიკფორდის ტრანსფერზე გაურიგდა. გავრცელებული ცნობებით, სხვადასხვა ბონუსით ჯორდან პიკფორდის ფასმა, შესაძლოა, 30 მილიონ ფუნტამდე აიწიოს, რაც 23 წლის ინგლისელს ყველაზე ძვირად ღირებულ ბრიტანელ მეკარედ და მსოფლიოს მესამე უძვირფასეს გოლკიპერად (ჯანლუიჯი ბუფონისა და ახლახან "ბენფიკადან" "სიტიში" გადასული ედერსონ მორაეშის შემდეგ) აქცევს.

პიკფორდი ახლა ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთადაა და პოლონეთში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირის დასრულების შემდეგ პიკფორდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ალბათ, ტრანსფერიც გაოფიციალურდება.

ჯორდანის შეძენა ძალიან უნდოდა "ნიუკასლ იუნაიტედსაც", მაგრამ, როგორც ჩანს, რაფაელ ბენიტესს რონალდ კუმანმა დაასწრო. თავის მხრივ, "ჯორდებს" ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარე გამოუჩნდათ ფრედი ვუდმენის სახით, რომელიც ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.

აღვნიშნოთ, რომ პიკფორდი "შავი კატების" აკადემიას 2010 წელს შეუერთდა. იგი "დარლინგტონში", "ალფრედ თაუნში", "ბარტონში", "კარლაილში", "ბრედფორდსა" და "პრესტონში" გახლდათ განათხოვრებული.

"სანდერლენდის" ძირითად გუნდში მას დებიუტი 2016 წლის იანვარში ჰქონდა, ასოციაციის თასზე "არსენალთან" წაგებულ შეხვედრაში. გასულ პრემიერლიგაში მან 29 მატჩი ჩაატარა და მართალია, მხოლოდ მისი "სეივები" და ჯერმეინ დეფოს გოლები საკმარისი არ გამოდგა, რომ "ლაითის" ბინადრები ელიტაში დარჩენილიყვნენ, მაგრამ პიკფორდის კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ჯორდანს "სეივების" საშუალო მაჩვენებელი ყველაზე კარგი ჰქონდა - მატჩში 4,7.

რადგან "სანდერლენდი" ვახსენეთ, აქვე ისიც ვთქვათ, რომ დევიდ მოიესის წასვლის შემდეგ ამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავაც ვაკანტურია. "შავი კატები" მოლაპარაკებებს შოტლანდიური "აბერდინის" თავკაც დერეკ მაკინესთან აწარმოებენ. 45 წლის სპეციალისტი შეთავაზებით დაინტერესებულია.

როგორც ჩანს, კუმანი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს - მისი სასურველი მოთამაშეების სიიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის ვინაობა გახდა ცნობილი - ეს პოლ პოგბას უფროსი ძმა ფლორენტინ პოგბაა. "სენტ ეტიენის" 26 წლის გვინეელმა ნახევარმცველმა, შესაძლოა, "გუდისონ პარკზე" ამოყვინთოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Ragnar
23 წლის თუ არის 21 წლამდელებში როგორ თამაშობს იქნებ ამიხსნათ
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
პიკფორდი "ევერტონის" ერთგულია - ახალი კონტრაქტი მხოლოდ დროის ამბავია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
"ევერტონი" პიკფორდს კარიერის ბოლომდე კონტრაქტს სთავაზობს
პიკფორდმა პენალტების სერიაში "შპარგალკა" წარმატებით გამოიყენა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
"საუკეთესოები დონარუმა და მამარდაშვილი იყვნენ" - მიაჩნია რინატ დასაევს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები