არგენტინასთან მატჩის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა თამაში შეაფასეს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, არგენტინასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძე და კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა თამაში შეაფასეს.

13 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრებმა არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს.

- U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

ილია მაისურაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"გასაგებ მიზეზთა გამო ტურნირის დასაწყისიდანვე გათვლა მე-4 მატჩზე გვქონდა და ვიცოდით, რომ მის მოსაგებად მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ ვიღებთ მონაწილეობას და ცხადია, რომ უპირველესი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ძლიერი მეტოქეები გვერგო. ამდენად, შეჯიბრებაზე ძალების გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩი ცუდად ნამდვილად არ დაგვიწყია. ფაქტობრივად, საწყისი 20 წუთი ვდომინირებდით და კარგი შეტევები გვქონდა. თუმცა, განსაკუთრებით დაცვაში, ხარვეზებიც შეინიშნებოდა. არგენტინელებმა ეს ჩინებულად გამოიყენეს და რამდენიმე ეპიზოდში ლელოსთან ახლოს იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით და ალბათ, მეტი ქულის აღებაც შეგვეძლო. თუმცა, მთავარია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და ვერავინ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი იყო. მატჩის მიწურულს აფრასიძის მიერ გატანილმა საჯარიმომ ამოგვასუნთქა. კარში დარტყმა მანამდეც შეიძლებოდა. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ლელოზე გვეთამაშა.

არგენტინამ განვლილ მატჩებში დიდი ენერგია დახარჯა. მათ მოთამაშეებს დიდი სათამაშო დრო დაუგროვდათ და გახშირებული რკენით მათი დაღლა გვსურდა, რაც შევძელით კიდეც.

ასეთ მეტოქესთან წარმატება დიდი სტიმულია. ბიჭებს ეს დამატებით ენერგიას შესძენს. მომდევნო მატჩისთვის მათ ორ დღეს აუცილებლად დავასვენებ და შემდეგ ირლანდიასთან შეხვედრისთვის დავიწყებთ მზადებას".

ილია სპანდერაშვილი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი:

"დღეს დავამტკიცეთ, რომ დანარჩენ თამაშებშიც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება. ეს გამოცდილება სწორედ განვლილ სამ შეხვედრაში მივიღეთ და შედეგიც სათანადო დადგა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaspa
გ ი ლ ო ც ა ვ თ გამარჯვებას. ასე თუ მოინდომეთ ყველაფერი გამოვა.
სოსო
ისევ და ისევ ვულოცავ ბიჭებს ამ ისტორიულ გამარჯვებას.გამარჯვება გამარჯვებად ,მაგრამ ამ თამაშში უკვე აშკარად გამოჩნდა იმ თამაშის ფრაგმენტები,როგორი თამაშისკენაც მიისწრაფის ჩვენი მწვრთნელთა საბჭო,დინამიკური თამაში, უკანა ხაზის ფართო ჩართვით,სწრაფი გარღვევისა და შერკინების ხაზის კარგი ურთიერთქმედებით,ერთი სიტყვით ისეთი ს,როგორსაც თუნდაც აქ თამაშობენ ტოპ ქვეყნის ნაკრებები,არგენტინის ჩათვლით.ამ ბიჭებმა,თუ ასე გააგრძელეს მუშაობა და ტოპ ქვეყნებში ან თუნდაც მათ წინააღმდეგ თამაშის საკმაო პრაქტიკა მიეცათ,ამაზე არა,მაგრამ მომდევნო მსოფლის ჩემპიონატზე დიდებს შორის,ჩვენ უკვე ძალიან სერიოზული პრეტენზია გვექნება მეოთხედ ფინალში გასვლისა.მით უმეტეს,რომ მომდევნო ფორმაციის ნაკრები სავარაუდოდ კიდევ უფრო თანამედროვე რაგბს ითამაშებს. ახლა კი ერთი კენჭიც ვესროლოთ ჩვენს ბიჭებს.პირველი ტაიმის დასასრულს,ჯერ მსაჯმა უსამართლოდ წაგვართვა ბურთი რაქის ჩახურვის გამო,მაგრამ ჩვენებმა შესძლეს და წაართვეს მეტოქეს ბურთი,წაართვეს და იმის ნაცვლად რომ აუტში გადაეგდოთ,ისევ შეტევა წამოიწყეს და ძალიან მარტივ სიტუაციაში დაკარგეს,იმ მომენტში ლელოს შემთხვევით გადავრჩით,აი მატჩის დასასრულს კი უკვე ლელო მივიღეთ და კიდევ კარგი ქულათა მარაგი საკმარისი გვქონდა.ამ შემთხვევაში ბურთთან ახლოს წიკლაური იყო და შეეძლო ფეხით ნებისმიერ მხარეს დაერტყა,თამაში დამთავრდებოდა,მან კი დამიწება სცადა და მეტოქემ სასწაულებრივად და ქება მას ამისათვის,ნახტომში ხელი შეუძვრინა და როგორღაც დაასწრო წიკლაურს ბურთის დამიწება.ეს ორივე შემთხვევა უხეში ტაქტიკური შეცდომა იყო და ვფიქრობ კონცენტრაციის დაკარგვამ გამოიწვია,მაგრამ ასეთ თამაშში ეს შეიძლება დამღუპველი გამოდგეს(ჩვენი ფეხბურთის ნაკრები სულ მაგით იღუპება)და სამომავლოდ ამასაც გათვალისწინება უნდა. ახლა კი უკვე ველი ირლანდიასთან შეხვედრას.მორიგი სასწაულის იმედით.გამარჯვებას გისურვებთ,ბიჭებო.
ქუთაისელი
მადლობა მარა იმათმა მწვრთნელმა რა თქვა, ეს დაწერეთ ვინმემ.. გვაინტერესებს საზოგადოებას...
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"