სამიზნეშია ლუის გუსტავო, დარჩება პერიშიჩი?
"ინტერი" ახალი სეზონისთვის აუცილებლად გადახალისდება. ჯერ ერთი, რომ ამის მიზეზი გასული სეზონის ნეგატიური შედეგებია და მეორეც - გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს თავისი გემოვნებით შეარჩევს...

ლუჩანო სპალეტისთვის პირველი ასეთი ფეხბურთელი ანტონიო რიუდიგერია, რომელსაც "რომადან" იცნობს. როგორც "კორიერე დელო სპორტი" წერს, გარიგება მოხდა 30 მილიონი ევროს ფარგლებში და თან "უკიდურესი გულისხმიერებისა" და "ჯენტლმენური მომენტების" დაცვით.

ალბათ, გამოცემა გულისხმობს იმას, რომ კლუბებმა უხმაუროდ მონახეს გამოსავალი იმ პირობებში, როცა "რომა" 35 მილიონს ითხოვდა, ხოლო "ინტერი" 25 მილიონზე მეტს ვერ იმეტებდა გერმანიის ნაკრების 24 წლის მცველში. მაგრამ ამ 10-მილიონიან განსხვავებაზე მალევე მოინახა ოქროს შუალედი და რიუდიგერი, უდიდესი ალბათობით, მალე "ინტერის" შავ-ლურჯ მაისურას მოირგებს...

რა თქმა უნდა, "ნერაძურის" აქტივობა ამით არ შემოიფარგლება. განსახილველ საკითხთა შორისაა ფედერიკო ბერნარდესკის ტრანსფერიც. უკვე ვწერდით, რომ "ფიორენტინას" შემტევი "მილანისა" და "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროშიცაა, მაგრამ ეტყობა, მხარეები ვერ თანხმდებიან ფასზე, რომელიც ჯერჯერობით 50 მილიონ ევროზე დაბლა არ ჩამოდის.

სხვათა შორის, თავად ფეხბურთელს "იუვენტუსში" სურდა გადასვლა, მაგრამ ჩანს, "ფიორენტინას" ხელმძღვანელობამ აუხსნა, რომ ისტორიულ მტერთან გარიგებას არ აპირებდა და იძულებული გახადა ბერნარდესკი, "ინტერის" წინადადებაზე დათანხმებულიყო.

მილანურ გრანდს სხვა არჩევანიც ჰქონდა - დომენიკო ბერარდი, მაგრამ სპალეტიმ საბოლოოდ 23 წლის ბერნარდესკი არჩია, ხოლო ბერარდი, ისეთი პირი უჩანს, სპალეტის ყოფილ გუნდში მივა, სადაც ეუსებიო დი ფრანჩესკო უკვე იწყებს სათავისო ფეხბურთელების თავმოყრას.

სპალეტის სამიზნეშია ლუის გუსტავოც. "ვოლფსბურგის" ნახევარმცველის კონტრაქტს მომავალ ზაფხულს გასდის ყავლი. თან ბრაზილიელი (41 მატჩი ნაკრებში) 30 წლისაა და "ვოლფსბურგში" ხვდებიან, რომ ახლა სწორედაც საუკეთესო დროა მის გასაყიდად.

ეს, რაც შეეხებათ პოტენციურ მომსვლელებს, მაგრამ სპალეტის უფროსობასთან ლაპარაკი ექნება არსებული, საჭირო რესურსის შენარჩუნებაზეც და პირველ რიგში, ეს ივან პერიშიჩს ეხება. 28 წლის ხორვატის გადაბირებას დაჟინებით ცდილობს "მანჩესტერ იუნაიტედი" და მზადაა კიდეც, შეთავაზება 55 მილიონ ევრომდე გაზარდოს.

მაგრამ როგორი ამბავია ასეთ წინადადებაზე უარის თქმა?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები