16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე კლუბი ახალი მეპატრონის ხელში გადავიდა
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" გაიყიდა. kutaisipost.ge-ს ცნობით, 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე კლუბი 100%-იანი წილით, 300 000 ლარად, შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსზე" გასხვისდა.

"ტორპედოთი" მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული ფასი აუქციონზე ორი დღის წინ დააფიქსირა. ცნობილია, რომ კლუბის შეძენით ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა იყო დაინტერესებული.

- ზაალ ჩაჩავა: კარგი აკადემია და ჩემპიონთა ლიგა - ესაა ჩვენი ამოცანა "ტორპედოში"

ცნობილი იმერული კლუბი ქუთაისის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე მაისში გაიტანა. მაშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის "ტორპედოს" აქტივები 584 ათას ლარად შეაფასა. პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და გუნდი ვერ გაიყიდა. განმეორებითი აუქციონი, სადაც კლუბის საწყისი ფასი განახევრებული იყო (295 ათას ლარი), 1-ელ ივნისს დაინიშნა და ვადაც დღეს, 15 საათზე ამოიწურა.

ტენდერის პირობებით, 2017 წლის ბოლომდე ახალმა მეპატრონემ "ტორპედოში" პირდაპირი ინვესტიციის სახით 500 ათასი ლარი უნდა მიიტანოს, ხოლო 2018 წელს - მინიმუმ, 1.5 მილიონი ლარი.

აქვე ვიტყვით, რომ აუქციონზე მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოს" სახელი გაიყიდა და არა - გუნდის მიერ გამოყენებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა: რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საღორიის ბაზა. ორივე ობიექტი ქუთაისის მერიის ბალანსზეა.

საფეხბურთო გუნდი, სახელწოდებით "ტორპედო" ქუთაისში პირველად 1945 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, ოფიციალური სახე კი მომდევნო წელს მიიღო. 1989 წლამდე "ტორპედო" წარმოადგენდა საავტომობილო ქარხნის სპორტკლუბ "კოლხიდას". 1990 წლიდან გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების მონაწილეა, 1990-92 წლებში კი გამოდიოდა "ქუთაისის" სახელით. "ტორპედო" არის საქართველოს 3-გზის ჩემპიონი (1999-2000, 2000-01, 2001-02) და საქართველოს თასის 3-გზის მფლობელი (1998-99; 2000-01; 2016).

2010-14 წლებში "ტორპედო" კომპანია "ვისოლის" მფლობელობაში იყო, 2015 წლიდან კი ქუთაისის მერიის მიერ ფინანსდება.

medasxva
ახლა ამ გუნდის წინ სვლა გარანტიაა თუ მისი მეპატრონეები სერიოზულად მოკიდებენ ხეელს...
alexandre
იმედია, უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება, აკადემიაც ექნებათ და ლიგაზეც ითამაშებენ... წარმატებებს გისურვებთ, ქუთაისელებო!
kaxa
აბა ჰე, ტორპედო სუპერ გუნდად მინდა ვნახო, მიდით ბიჭებო გაგვახარეთ. წარმატებები.
ალეკსანდრე
წარმატებებს ვუსურვებ ტორპედოს!
sedoi
ვახ ვახ ვახ რაკარგი ინფორმაციაა :) მთელი ქუთაისი ელოდა წარმატებები ტორპედოს
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?
ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]