საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- U20. მ/ჩ: საქართველო ირლანდიასთან დამარცხდა

"მეორე ტაიმი ჩვენმა მეტოქემ ჩვენზე უკეთესად ჩაატარა. თამაში ცუდად დავიწყეთ, შემდეგ დავლაგდით, პირველი ტაიმის ბოლოს მოვუმატეთ და გვინდოდა, მეორე ტაიმშიც უპირატესობა ჩვენი ყოფილიყო, თუმცა ისე მოხდა, რომ მათ ბურთი დიდი ხნის განმავლობაში დაიჭირეს და გადაწყობა ვერ მოვახერხეთ. ეს ყველაფერი შეიძლება დაღლას და კონცენტრაციას დავაბრალოთ. მეხუთე თამაში იყო და...

მცირე დეტალებზე მეტი ყურადღება რომ გაგვემახვილებინა, ალბათ მოვიგებდით. ფეხით გვიგდებდნენ ბურთს ხშირად და სწორედ ამან დაგვაზარალა ყველაზე მეტად. ჩვენი ძლიერი მხარე შერკინება იყო და ისიც მსაჯის გამო ვერ გამოვიყენეთ.

ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის ნაკრებში ეს მეორე წელია. მსურს, მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ვინც ამ ხნის განმავლობაში თავს არ ზოგავდა. იმათ, ვინც შემდეგ წელს 20-წლამდელთა ნაკრებში აღარ იქნება, წარმატებას ვუსურვებ.

ვფიქრობ, გეგმა, რომელიც თავიდანვე დავისახეთ, შევასრულეთ. ყველა მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩავატარებდით, რამდენიმე მორაგბეს ტრავმა ჰქონდა, იყო სხვა სახის პრობლემებიც და სადღაც უნდა დაგვესვენა. გვინდოდა, ელიტაშკი ადგილი შეგვენარჩუნებინა და ეს მიზანი მიღწეულია. ეს ის ტურნირია, სადაც ასპარეზობა ძალიან გვჭირდება. თაობა აქ უნდა გაიზარდოს, აქ უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს.

თუ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ჩვენს სამწვრთნელო შტაბთან მუშაობის გაგრძელება ისურვა, ჩვენ ისევ ასე გავაგრძელებთ. დავაკვირდებით, როგორი თაობა მოდის და იმის მიხედვით შევარჩევთ სათამაშო სქემას", - თქვა მაისურაძემ.

ჟურნალისტების კითხვებს გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმაც უპასუხა.

"ჩემთვის ეს კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და მინდა, გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა მწვრთნელებს თავდაუზოგავი მუშობისთვის. მადლობა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს - მათ საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის თავი არ დაზოგეს!

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ირლანდია ჩვენზე ძლიერი გუნდია. ეს თამაში ჩვენივე შეცდომების გამო წავაგეთ.

სადაო ეპიზოდების დროს მსაჯების უმეტესობა უპირატესობას ყოველთვის ძლიერს ანიჭებს. ასე მოხდა დღესაც. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა უპირატესობის მოცემა ჩვენთვის შეეძლო, თუმცა საპირისპიროდ მოიქცა. გამოუცდელი მსაჯი იყო და ამის ბრალიცაა", - თქვა სპანდერაშვილმა.

გუსანი
ფეხბურთისგან განსხვავებით. რაგბს მომავალი აქვს, მადლობა ბიჭებს. ფედერაცია შეფასდება მაშინ თუ ამ ბიჭების გაზრდას და პირველ ნაკრებში ადაპტაციას ხელს შეუწყობს. ნაკრების თამაშებში პროგრესი აღარ ჩანს ბოლო 2-3 წელია. ამოწურეს მწვრთნელთან ერთად .... ასე მგონია.
სოსო
ეს ნაკრები სწორედ მაისურაძემ მოამზადა და გახადა ასეთი.ნაკრები იზრდება და მწვრთნელებიც.ჰეიგი კი თავის პროგრამას მისდევს,თამაშის თანამედროვე,ზელანდიურთან მიახლოებულ გადასასვლელად და ამისათვის მას სჭირდება ახალგაზრდულიდან დაწინაურებული ბიჭების დაფრთიანება.ჰეიგი და მაისურაძე ერთიანი გეგმით მუშაობენ და ორივე წინ მიიწევს,ასე რომ შეეშვით და დააცადეთ ამ ხალხს მუშაობა.
მდა
უკვე ყველაფერი დასრულდ ახლა კი შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი ნაკრები მწვრთნელზე გაცილებით მაღლა დგას
giorgi
დიდი მადლობა ბიჭებს, დიდი მადლობა სამწრთვნელო შტაბს!!!
Bk
მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვის რაც გააკეთეს, რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს თუ მომავალში განვითარება გვინდა აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტი. თუნდაც ჰეიგი არ იქნება ცუდი ახალგაზდულში, ეროვნულში მან აშკარად ამოწურა თავის შესაძლებლობები.
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა