საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XVII ტური
ქუთაისის "ტორპედომ" ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოიგო. შედეგი მართლაც რომ შესანიშნავია, მაგრამ ბათუმელებთან მატჩში თამაშის ხარისხი ისეთი ვერ გამოდგა, კახა ჩხეტიანის გუნდმა ამ ბოლო დროს რომ შეგვაჩვია. გუნდებმა კომბინაციური და დალაგებული ფეხბურთი ვერ აჩვენეს, ორივე მხარეს ბევრი ხარვეზი იყო, ტემპიც საკმაოდ დაბალი გახლდათ, ყოველივე ამან კი თამაშის სანახაობრივი მხარე დააზარალა.

ევროპალიგის გათამაშება კარსაა მომდგარი, რომელშიც, "ტორპედოსთან" ერთად, ჩვენი ქვეყნის ღირსება ბათუმის "დინამომაც" უნდა დაიცვას. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული გუნდები ევროთასებს გაცილებით უკეთეს ფორმაში შეხვდებიან, თორემ ასეთი თამაშით "შორს წასვლა" ძალიან რთული იქნება.

სანაკრებო პაუზამდე გამართულ ტურებში ჩხეტიანის შეგირდები სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ და მეტოქეებს ლამაზ სტილში ამარცხებდნენ. ბათუმის "დინამოსთან" მათ თამაში არ წაუვიდათ, მეორე ტაიმში დაღლაც დაეტყოთ, თუმცა ზღვისპირელების დასამარცხებლად ქუთაისელთა ასეთი გარჯაც საკმარისი გამოდგა.

მატჩს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო. თამაშის წინა დღეს "ტორპედოს" მფლობელი გახდა ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა. კლუბში სპონსორის მოსვლამ ქუთაისელებს იმედები გაუჩინა, რომ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც უფრო რეალური გახდება. თავად ახალი მფლობელი ბათუმის "დინამოსთან" შაბათის მატჩს არ დასწრებია...

მატჩის საწყისი 10 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რის შემდეგაც უპირატესობას ქუთაისელები დაეუფლნენ და რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ გიორგი კუხიანიძემ თავისიანები პენალტით დააწინაურა.

11-მეტრიანი გიორგი ქიმაძის კარგ გარჯასა და გადაცემას მოჰყვა. ქიმაძე უდავოდ საუკეთესო იყო - შეტევებში ხშირად ერთვებოდა და დაცვაშიც საიმედოდ ირჯებოდა, ერთ ეპიზოდში კი ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, რითიც "ტორპედო" აშკარა გოლისგან იხსნა...

გოლის ეპიზოდში კარგად ითამაშა თორნიკე კაპანაძემაც, თავად თამაშგარეში მყოფმა შოთა ბაბუნაშვილის მისამართით გაატარა ბურთი, "ტორპედოს" ვეტერანი ნახევარმცველი კი მეკარემ წესების დარღვევით შეაჩერა...

თამაშში ბევრი მომენტი არ შექმნილა. ამის მიუხედავად, ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ კუხიანიძის გოლი ერთადერთი და გადამწყვეტი გამოდგა.

74-ე წუთზე ბათუმელთა რიგებში საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული ელგუჯა გრიგალაშვილი გამოჩნდა. სხვათა შორის, ის თავის დროზე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებასაც იცავდა... გრიგალაშვილი თამაშში აქტიურად ჩაერთო, მონდომებით თამაშობდა, მაგრამ საგოლე შანსი არ მისცემია. ბათუმელები ანგარიშის გათანაბრებას ლამობდნენ, "ტორპედო" კი ცდილობდა, კონტრშეტევაზე დაეჭირა მეტოქე.

ხშირი ტრავმების გამო ბოლო წუთებში თამაში რამდენჯერმე შეჩერდა. ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო დაეცა და მალე მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა, რამაც ქუთაისელთა მძიმე, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება დააფიქსირა.

ტორპედოელები 21 ივნისს თბილისის "დინამოსთან" გასამართ "ქართულ კლასიკოს" კარგ განწყობაზე შეხვდებიან.

მატჩის სტენოგრამა

12' - შონიამ შორიდან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

14' - კაპანაძის გადაცემების შემდეგ დოლიძე მახვილი კუთხიდან სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

16' - ტუღუშის შორეული დარტყმა ასცდა სტუმართა კარს.

20' - გოლი! ქიმაძის აქტიურობის შემდეგ ბაბუნაშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა ბაბუნაშვილი წესების დარღვევით შეაჩერა და დაინიშნა პენალტი, რომელიც კუხიანიძემ გოლად აქცია.

31' - თევდორაძემ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ქიმაძემ ბურთი "ტორპედოს" კარის ხაზიდან მოიგერია.

44' - გორელიშვილის სახიფათო დარტყმა კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია.

45+3' - "სტანდარტულიდან" ტუღუშის ჩაწოდების შემდეგ გიორგი გურული თავით ძალზე სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ასცდა.

50' - დოლიძემ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი, მაგრამ ტიმოფეევი არ დაიბნა და "დინამო" გოლისგან იხსნა.

51' - შონიას დარტყმა ასცდა ქუთაისელთა კარს.

63' - შონიას "მაკრატელას" ქიმაძე გადაეღობა.

71' - კუთხურის შემდეგ კუხიანიძემ კარგად დაამუშავა ბურთი და საჯარიმოს შიგნიდან ძალზე სახიფათოდ დაარტყა. ბურთი მცველს შეეხო და ხარიხას გადასცდა.

76' - ფარტენაძის სახიფათო თავური დარტყმა ასცდა მიზანს.

ეროვნული ლიგა. XVII ტური

17.06. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

ტორპედო-დინამო (ბთ) 1:0

გოლი: 1:0 კუხიანიძე (20-პენ)

ტორპედო (4-1-4-1): რ. კვასხვაძე - ადამაძე (85. ბურჯანაძე), ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური - დოლიძე, კუხიანიძე, ბაბუნაშვილი (66. მამასახლისი), ტუღუში - კაპანაძე (70. კუჭუხიძე).

სათადარიგოები: ქვილითაია, საღრიშვილი, საბანაძე, ნ. კვასხვაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დინამო (4-1-4-1): ტიმოფეევი - ფარტენაძე, მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი თარხნიშვილი - ქავთარაძე, შონია, თევდორაძე (74. გრიგალაშვილი), გორელიშვილი (64. კვანტალიანი) - კვასოვი.

სათადარიგოები: ტაკიძე, გოგიტიძე, ტვილდიანი, ვარშანიძე, მგელაძე

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

გაფრთხილება: ტიმოფეევი (19) ფარტენაძე (86)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11

ბ. არაბული (დინამო თბ) 11

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10

მომდევნო ტური

20 ივნისი

ჩიხურა-ლოკომოტივი 17:30

სამტრედია-დილა 18:30

21 ივნისი

შუქურა-საბურთალო 18:00

დინამო (ბთ)-კოლხეთი 19:00

დინამო (თბ)-ტორპედო 21:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი
როგორც იტალიის ნაკრების დაცვა ინარჩუნებს თავის კარებს. ასე ტორპედო თუ გაიტანს გოლს მერე ძნელია კვასხვაძის კარის დალაშქვრა.გრანდს შევადარე ბოდიში.
ქუთაისელი
მძიმე დანაკლისი იყო ტაბატაძის და ხურცილავას არ ყოფნა.ადამაძე არ არის ფლანგის მოთამაშე.კუხი ვერ ამარაგებდა ელვას პასებით.კუჭუხიძე ჭიდაობს მოედანზე მერე გუნდმა დაზოგა ძალები კლასიკოს წინ.
დათო
რატომ არ დებთ ,,კომფედერაციის თასის" გათამაშების მომენტებს, ეს სპორტია და არა პოლიტიკა.
john
100%-ნი ოფსაიდი იყო პასის მომენტში ცენტრში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი
ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია
მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: ჰეთ-თრიკი, დუბლი და 3 საგოლე პასი [VIDEO]
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
დინამო (თბ)-სპარტაკი (სუბ) 1:1 - კუხიანიძის ულამაზესი გოლი [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა