მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი 2021 წლამდე ისევ ფლორენტინო პერესია
მაშ ასე, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი 2021 წლამდე ისევ ფლორენტინო პერესია. რამდენიმე დღის წინათ მან თავისი კანდიდატურა წამოაყენა "რეალის" პრეზიდენტობაზე, მაგრამ, რადგან სხვა კანდიდატურა არავის წამოუყენებია, არჩევნებიც აღარ ჩატარდა - ფლორენტინო პერესის მმართველობა ავტომატურად გაგრძელდა კიდევ 4 წლით.

ეს მესამე შემთხვევაა, როცა პერესთან ბრძოლას გაურბიან - ანალოგიური მოხდა 2009 წელს და 2013 წელსაც. ახლა ფლორენტინო უკვე 70 წლისაა, მან "რეალის" ბოსობა 2000 წლიდან ჩაიგდო ხელთ და კლუბს 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ იყო რამონ კალდერონის პრეზიდენტობის წლები და 2009 წლიდან ისევ პერესი მოვიდა "სამეფო კლუბის" სათავეში და დარჩა კიდევაც, როგორც ჩანს, სულ მცირე, 2021 წლამდე...

დღემდე ფლორენტინო პერესმა "რეალის" პრეზიდენტის სტატუსით მილიარდ 309 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებზე, რამაც აშკარად გაამართლა - პერესის პრეზიდენტობისას "რეალმა" 19 ტიტული მოიპოვა, მათ შორის, სამჯერ ევროპის საკლუბო ტურნირების მთავარი ჯილდო - ჩემპიონთა თასი.

19-დან 7 ტიტული პერესის პირველ ეპოქაზე მოდის "რეალში (2000-06), 12 კი - მეორე ნახევარზე.

პერესის ხელმძღვანელობით ყველაზე ნაყოფიერი ბოლო სეზონი გამოდგა, როცა "რეალმა" სამი ტიტული მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. მის პრეზიდენტობისას აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ "სამეფო კლუბმა" სამი ტიტული მოიგო - ეს 2002/03 წლების სეზონში მოხდა. მაშინ "რეალმა" საკონტინენტთაშორისო თასი, ლა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.

პერესის ყოფნისას ყველაზე მეტი "რეალმა" 2009/10 წლების სეზონისთვის დახარჯა - 254 მილიონით ახალი "გალაქტიკო" ააშენა, მაგრამ იმ წელს გუნდი უტიტულოდ დარჩა, თუმცა კი მომავალი გამარჯვებების მყარი საფუძველი სწორედ მაშინ ჩაიყარა. საოცარია, მაგრამ ყველაზე ცოტა პერესმა სწორედ შარშანდელი სეზონის წინ დახარჯა, რომელიც ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა - სულ რაღაც 30 მილიონი ევრო. ამაზე მეტი კლუბს უკვე ახლა აქვს დახარჯული, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არც გახსნილა.

ფლორენტინოს პრეზიდენტობისას კლუბმა ათეულობით ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა, რომელთაგანაც პირველი ლუიშ ფიგუს სკანდალური ტრანსფერია - 60 მილიონ ევროდ მოსისხლე მტრის ბანაკიდან. შემდეგ სეზონში ფლორენტინოს მთავარი ინვესტიცია ზინედინ ზიდანში გადახდილი 73,5 მილიონი ევრო იყო, ერთი წლის მერე სამყარო მან რონალდოს (ბრაზილიელი რონალდო) ყიდვით (45) აალაპარაკა, კიდევ ერთი წლის მერე კი დევიდ ბექჰემის ტრანსფერის ჯერიც დადგა (35). მოკლედ, პერესი სეზონს არ აგდებდა, ერთი ან მეტი სერიოზული ტრანსფერი რომ არ განეხორციელებინა.

2009/10 წლების სეზონისთვის კი მან მართლაც ისეთი რამ ჩაიდინა, რაც აქამდე არც ერთ კლუბს გაუკეთებია და ამიერიდან, ვერც გააკეთებს, რადგან უეფას "ფეარ პლეის" პრინციპი ახლა ასეთ რამეს უბრალოდ გამორიცხავს - მაშინ მან კრიშტიანო რონალდო 96 მილიონ ევროდ იყიდა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რასაც დაურთო კაკას (65), ჩაბი ალონსოს (30), ქარიმ ბენზემასა (35) და სხვების ტრანსფერები (ალბიოლი, ნეგრედო, გრანერო, არბელოა). როგორც უკვე ვთქვით, მაშინ კლუბმა ერთბაშად 254 მილიონი ევრო დახარჯა.

მომდევნო სეზონში მთავარი შენაძენები ანხელ დი მარია (25) და მესუთ იოზილი (15) იყვნენ. კიდევ ერთი სეზონის შემდეგ კი პერესმა ფაბიო კოენტრაოში 30 მილიონი გადაიხადა, აი, აქ კი პრეზიდენტი აშკარად შეცდა. გაცილებით გაამართლა მის მესამედ ფასად ნაყიდმა რაფაელ ვარანმა.

2012/13 წლების სატრანსფერო ჰიტი იყო ლუკა მოდრიჩის გადმოსვლა (30).

შემდეგ სეზონში კი პერესმა ისევ აალაპარაკა ევროპა (ისევ არჩევნების დრო უწევდა და რაღაც გრანდიოზული უნდა ჩაედინა) - გარეთ ბეილი 91 მილიონ ევროდ იყიდა. არც ასიერ ილიარამენდში (39) და ისკოში (30) დაუზოგია მას თანხა.

2014/15 წლების მთავარი შენაძენი ხამეს როდრიგესი (75) წარუმატებელად ითვლება, თუმცა ეს ცოტა საკამათო თემაა, რადგან ხამესს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს "რეალში", მაგრამ მუდამ აკლია სათამაშო დრო. გაცილებით გაამართლა ტონი კროოსმა, რომელშიც სულ რაღაც, 25 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მომდევნო სეზონის წინ დანილო 31,5 მილიონი ევრო დაჯდა, ხოლო კოვაჩიჩი - 28. აი, 7,5 მილიონად ნაყიდი კაზემირო კი ახლა შეუცვლელი ფეხბურთელია "სამეფო კლუბში", წინა ორისგან განსხვავებით. გასული სეზონისთვის "რეალმა" მხოლოდ ალვარო მორატა (30) იყიდა, უფრო სწორად, "იუვენტუსისგან" გამოისყიდა.

ახალი სეზონის წინ "რეალმა" უკვე გადადო 16 წლის ვინისიუსისთვის 45 მილიონი ევრო, ხოლო ტეო ერნანდესში "ატლეტიკოს" 26 მილიონს გადაუხდის. ვისი გვარი ჩაიწერება კიდევ ამ სიაში 31 აგვისტომდე, ძნელი სათქმელია, თუმცა უკვე გამოიკვეთა კილიან მბაპესა და ჯანლუიჯი დონარუმას სახელები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პერესირი
პუტინია თუ ალიევი? ეს ჩარჩი მიკიტანი მექარვასლე
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო - პერესი მერვედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა