ბასილაშვილმა 12 მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მაინც წააგო
ჯერჯერობით, წარუმატებლად მიმდინარეობს ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ბალახის სეზონი. წინა კვირას, შტუტგარტის ტურნირის პირველ წრეში წაგების შემდეგ, ქართველი ლონდონის "ქუინზ ქლაბის" ტურნირში ჩაება და ისევ პირველივე რაუნდში გამოეთიშა ბრძოლას.

გუშინ, ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 26-ე ჩოგანი, ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი იყო, რომელიც კარგ ფორმაში იმყოფება. გასულ კვირას, მან ჰოლანდიის ჰერტოგენბოშის ტურნირი მოიგო და ბასილაშვილის წინააღმდეგ ფავორიტად მიიჩნეოდა.

პირველი სეტი სულ რაღაც 32 წუთი გაგრძელდა. თავდაპირველად, მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ შემდეგ, მიულერმა ინიციატივა მოპოვა. მე-8 გეიმში მან პირველი ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მე-10 გეიმში მესამე ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და სეტი 6:4 მოიგო.

ბასილაშვილს არც მეორე სეტში ჰქონია ბრეიკ-პოინტი. ლუქსემბურგელი კი ისევ ფლობდა ინიციატივას - მე-4 გეიმში სამჯერ შეეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მე-10 და მე-12 გეიმებში კი მიღებაზე სამი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ბასილაშვილმა ყველა ეს საფრთხე მოიგერია და სეტი ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა.

და ეს ტაი-ბრეიკი წლევანდელი სეზონის მშვენება იქნება. ჯამში გათამაშდა 36 (!) ქულა, მიულერს 8 (!) მატჩბოლი ჰქონდა, აქედან - სამი საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ ბასილაშვილმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა - მან მთლიანად სეტში 11 მატჩბოლი მოიგერია, თავად კი მეხუთე სეტბოლიდან მოიგო პარტია - 7:6(19:17).

თითქოს, ამ ლოკალურ წარმატებას ბასილაშვილისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მოეტანა, მაგრამ მიულერზე არ უმოქმედია 11 გამოუყენებელ მატჩბოლს. ლუქსემბურგელმა მატჩი ისე დაასრულა, რომ ბასილაშვილს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა, თავად კი მესამე სეტის მეშვიდე გეიმში მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება და ეს საკმარისი აღმოჩნდა მეორე წრეში გასასვლელად. ჟილმა მე-13 მატჩბოლზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:4, 6:7(17), 6:4 ორი საათი და 14 წუთი ბრძოლის შემდეგ.

სხვათა შორის, გუშინ, "ქუინზ ქლაბის" ტურნირზე სენსაცია მოხდა - ბრძოლას გამოეთიშა მთავარი ფავორიტი და მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი. მან ორ სეტში დათმო შეხვედრა კლასიფიკაციის 90-ე ნომერთან, ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონთან, თანაც ისე, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის აღება ვერ შეძლო. ტომპსონმა საათსა და 44 წუთში 7:6(4), 6:2 მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო