მცირე ხნის წინ მერაბ ჟორდანიასა და რომან აბრამოვიჩის საფეხბურთო პატნიორობის გეგმებზე ვწერდით...
მცირე ხნის წინ მერაბ ჟორდანიასა და რომან აბრამოვიჩის საფეხბურთო პატნიორობის გეგმებზე ვწერდით. ამ სტატიაში ვახსენეთ ინფორმაცია, რომლის დაზუსტებას მიზეზთა გამო მოვერიდეთ: ამ პარტნიორობის შედეგად, შესაძლოა, ლონდონის ~ჩელსიში” ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გადასვლაც აღმოჩნდესო.

ჩვენ ველოდით მოლაპარაკების შედგებს, რადგან მოლაპარაკება საკითხის ავტომატურად გადაწყვეტას არ ნიშნავს. საბოლოოდ, ცნობილი გახდა – საუბარი იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერ გიორგი ჭანტურიაზე. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონში საფეხბურთო სკოლა ~საბურთალომ” (ამჟამად ~ოლიმპმა”) ~ბარსელონაში” გაანათხოვრა.

~ჟუვენირ ბ”-ში ჭანტურიამ თავი გამოიჩინა და ხოსეპ გვარდიოლამ რამდენჯერმე გრანდის მთავარ გუნდში მესის, ხავის, ინიესტას და თანავარსკვლავედის გვერდით ავარჯიშა. გიორგიმ ბოლივიის ჩემპიონ ~ბოლივართან” საკონტროლო მატჩი შეცვლაზე ითამაშა და თერთმეტმეტრიანით გოლი გაიტანა – სხვათა შორის, ამ ეპიზოდში ბოიან კრკიჩს ქართველის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმოს შესრულება სურდა, მაგრამ ჭანტურიამ ბურთი გამოართვა და თავად გაიტანა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებსა და ~ბარსელონას” ასაკობრივ გუნდში გამოსვლით სელექციონერებისა და სერიოზული კლუბების ინტერესი დაიმსახურა. პეტერბურგის ~ზენიტმა” მოსალაპარაკებლად წარმომადგენელი თბილისში გამოაგზავნა, მენეჯრებმა ~ეინდჰოვენი” დააინტერესეს – ლაპარაკი გიორგის ჰოლანდიელთა მთავარ გუნდში აყვანაზე იყო, კონტრაქტს პრიმერადივიზიონის ~ვალენსიაც” სთავაზობდა, მაგრამ ~ბარსელონა” ის მაშტაბია, რომელის შემდეგაც ფეხბურთელის ინტერესს ასეთი კლუბებიც ვერ იწვევს.

ჩაირიცხება თუ არა გიორგი ჭანტურია ~ჩელსიში”, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუმცა, ლონდონელი ~არისტოკრატები” ნიჭიერი ქართველის აყვანაზე სერიოზულად ფიქრობენ.

გიორგის დატოვება კატალონიურ გრანდსაც სურს და ფეხბურთელსა და ~ოლიმპს” კონტრაქტის გახანგრძლივება და უფრო მაღალ დონეზე, ~ჟუვენილ ა”-ში თამაში შესთავაზეს. მთავარია, ლონდონელებთან მოლაპარაკება როგორ დასრულდება და ინგლისელები რომელ გუნდში ჩარიცხვას უპირებენ.

ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება – ან ~ბარსელონა”, ან ~ჩელსი”. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი არჩევანია, რომელსაც ნებისმიერ ქართველ ფეხბურთელი ინატრებდა. საფეხბურთო კლუბ-აკადემია ~ოლიმპში” (რუსთავის ~ოლიმპში” არ აგერიოთ) კი ჯერ-ჯერობით შესაძლო ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებენ და მიზეზად აღებულ სტრატეგიულ კურსს ასახელებენ – ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილ საქმეებსა და ტრანსფერებზე ვლაპარაკობთო.

აქვე ვიტყვით, რომ ბოლნისის ~სიონთან” კლუბის მოლაპარაკებები შეწყდა. როგორც ცნობილია, ~სიონის” მეპატრონე ~მადნეული” ~ოლიმპს” კლუბის მენეჯმენტის გადაბარებას სთავაზობდა.

~ჩვენთვის ეს სასიამოვნო შეთავაზება გახლდათ. თუმცა, ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონეთ და მიზეზთა გამო, კლუბში მისვლაზე თავი შევიკავეთ. სეზონის დაწყებამდე მცირე დრო რჩება, გუნდს მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია, სასურველი მოთამაშეების შესარჩევად, ძველი და ახალი ფეხბურთელების შესარწყმელად და ა.შ. დრო არ გვყოფნიდა. ასე კი შარშანდელ ჩემპიონატში ~სიონის” ნაჩვენებ შედეგს ვერ გავაუმჯობესებდით და ბოლნისელ გულშემატკივარსა და მათ, ვინც წინადადებით მოგვმართა, იმედებს ვერ გავუმართლებდით. მის გამო თავი შევიკავეთ, თუმცა, ვიმეორებ, ეს ჩვენთვის საპატიო შეთავაზება გახლდათ”, - გვითხრა ~ოლიმპის” გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

~ოლიმპის” ხელმძღვანელობა საბოლოოდ ისევ რუსთავის ~ოლიმპის” პარტნიორობას დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, გიორგი დევდარიანის ~საბურთალოს” ფეხბურთელები რუსთავის ~ოლიმპის” დუბლშემადგენლობაში ითამაშებენ, საფეხბურთო აკადემიის სხვა გაზრდილები კი - ჭაბუკთა ლიგის ერთ-ერთ ასაკობრივ ტურნირში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა