კობა ჟორჟიკაშვილის ნაკრები დღეს შეიკრიბება, 22 მარტს კი საფრანგეთში გაემგზავრება და ელიტრაუნდისთვის მზადებას იქ გააგრძელებს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მცირე შესვენების შემდეგ მზადებას დღეიდან განაახლებს. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ კობა ჟორჟიკაშვილმა ბიჭები კლუბებში დააბრუნა, დღეს კი გუნდს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებს.

ქართველი 17-წლამდელები თბილისში 22 მარტამდე ინტენსიურად ივარჯიშებენ, 22-ში კი საფრანგეთში გაფრინდებიან და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდისთვის მზადებას იქ განაგრძობენ. სავარაუდო იყო, რომ მადრიდში ესპანელ 17-წლამდელებთან ჩატარებული ორი საკონტროლო მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს სპარინგ-პარტნიორები კიდევ გამოუჩნდებოდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ ელიტრაუნდის სტარტამდე საქართველოს ნაკრები მხოლოდ ვარჯიშით შემოიფარგლება.

"მზადების ინტენსიური პროგრამა შევადგინეთ, რათა ელიტრაუნდს ოპტიმალური კონდიციებით შევხვდეთ. ვიხსენებ აქამდე ჩატარებულ ყველა შეკრებასა თუ მატჩს და ვფიქრობ, რომ აქამდე სწორი გზით მოვედით და ჩვენი შრომა შედეგით უნდა დაფასდეს. ბრძოლისუნარიანი, ყველა რგოლში ძლიერად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და ჩვენი ოპტიმიზმიც საფუძვლიანია. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ და იმედია, რაიმე დაბრკოლება არ შეგვექმნება", - გვითხრა ჟორჟიკაშვილმა.

დაბრკოლებაში მან, უპირველესად, ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იგულისხმა. საბედნიეროდ, დღეისთვის ნაკრების ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს და ღმერთმა ქნას, ელიტრაუნდს ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდეთ.

ჟორჟიკაშვილი იმითაც კმაყოფილია, რომ ბოლო დღეებში ჩვენი ჯგუფის მასპინძლისა და ფავორიტის, საფრანგეთის ნაკრების მატჩების ვიდეოჩანაწერების მოპოვება და ნახვა შეძლო. ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ფრანგთა ბოლო სამი ოფიციალური შეხვედრის ჩანაწერი აქვს, მეტოქის თამაშებს ფეხბურთელებსაც აჩვენებს და ამ გუნდის დადებით და უარყოფით მხარეებზე ესაუბრება. საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრები პირველ შესარჩევ ეტაპზე კვიპროსთან ერთად თამაშობდა და სწორედ ამის გამოისობით ჟორჟიკაშვილს "სამფეროვანთა" ვიდეოჩანაწერები ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მიაწოდა.

შეგახსენებთ, კიდევ ერთ მეტოქეს, ბელარუსს, საქართველოს ნაკრები შარშან პალანგის საერთაშორისო ტურნირზე შეხვდა და ჩვენი გუნდის თავკაცებს ამ გუნდზე სხვა ინფორმაციებიც აქვთ, ნორვეგიას კი ჟორჟიკაშვილი და მისი ასისტენტები უშუალოდ საფრანგეთში დააკვირდებიან.

დღეიდან შეკრებაზე ნაკრების 16 წევრი გადავა, ბაიერნელი ლუკას ჰუფნაგელი და ბეერსხოტელი ნიკა ტარყაშვილი კი თანაგუნდელებს პირდაპირ საფრანგეთში შეურთდებიან. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მათი მომზადების მაღალ დონეში დარწმუნებულია. "ბაიერნისა" და "ბეერსხოტის" 17-წლამდელთა მწვრთნელებმა ქართული მხარის თხოვნა გაითვალისწინეს და ჰუფნაგელსა და ტარყაშვილს ელიტრაუნდამდე დარჩენილ პერიოდში ზომიერად ტვირთავენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანური ვოიაჟის შემდეგ ჩვენი გუნდის 18-კაციან შემადგენლობაში ცვლილებები აღარ მომხდარა და საქართველოს ნაკრების საელიტრაუნდე განაცხადი ასეთი იქნება:

მეკარეები: გაბრიელ თებიძე (ოლიმპი), გიორგი ბერია (მერანი, მარტვილი);

მცველები: დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი), სულხან კახიძე (ქობულეთი), ნიკა სანდოხაძე (დინამო), ცოტნე მონიავა (მერანი, მარტვილი), სანდრო ჭიღვარია, დავით მთივლიშვილი (ორივე - 35-ე საფეხბურთო სკოლა);

ნახევარმცველები: ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი), გოგი გოგიჩაიშვილი (ქუთაისი), ავთანდილ ენდელაძე (ბაია), ნიკა დიასამიძე (ბათუმი), თეიმურაზ მარკოზაშვილი (მერანი, თბილისი), შალვა ექვთიმიშვილი (35-ე საფეხბურთო სკოლა);

თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული (ოლიმპი), გურამ სამუშია (ბაია), გიორგი ფანცულაია (ოლიმპი), ნიკა ტარყაშვილი (ბეერსხოტი).

ახლა კი ელიტრაუნდში ჩვენი ჯგუფის კალენდარსა და მსაჯებს გადავხედოთ. შეგახსენებთ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. პირველი ტურის მატჩი საფრანგეთისა და საქართველოს 17-წლამდელთა შორის ნანტის მთავარ სტადიონ "ლა ბოჟუარზე" ჩატარდება. სხვათა შორის, ამავე არენაზე 2007 წელს ამ ქვეყნების ეროვნულმა ნაკრებებმა ითამაშეს. ის მატჩი ფრანგთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

25 მარტი

ნორვეგია-ბელარუსი

სენტ ჰერბლაინი, "ვალ დე შეზინი"

არბიტრი: შ. მარჩინიაკი (პოლონეთი)

საქართველო-საფრანგეთი

ნანტი, "ლა ბოჟუარი"

არბიტრი: ა. სიდროპულოსი (საბერძნეთი)

27 მარტი

ბელარუსი-საქართველო

ვინიო დე ბრეტანი, "მუნისიპალი"

არბიტრი: ა. სიდროპულოსი (საბერძნეთი)

ნორვეგია-საფრანგეთი

ნანტი, "მარსელ სოპინი"

არბიტრი: დ. მაკელი (ჰოლანდია)

30 მარტი

საქართველო-ნორვეგია

ნანტი, "მარსელ სოპინი"

არბიტრი: დ. მაკელი (ჰოლანდია)

საფრანგეთი-ბელარუსი

კარკეფუ, "მულინ ბოისო"

არბიტრი: შ. მარჩინიაკი (პოლონეთი)

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა