ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ 2016-17 წლების სეზონი შეაჯამა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ლას ვეგასში, T-mobile-ს არენაზე საზეიმო ცერემონიით შეაჯამა 2016-17 წლების სეზონი და გამოავლინა საუკეთესოები ტრადიციულ ნომინაციებში.

"ბოსტონის" ფორვარდი პატრის ბერჟერონი კარიერაში მეოთხედ გახდა "სელკე ტროფის" მფლობელი. ეს პრიზი გადაეცემა დაცვითი ყაიდის საუკეთესო ფორვარდს. ბერჟერონმა მოგებების რაოდენობით ბობ გეინის რეკორდი გაიმეორა.

ამ ნომინაციაში მეორე ადგილზე გავიდა რაიან კესლერი ("ანაჰაიმი"), მესამეზე - მიკო კოივუ ("მინესოტა").

"ლედი ბინგ ტროფი" მოიპოვა "კალგარი ფლეიმზის" ფორვარდმა ჯონი გოდრომ. ამ პრიზის მიხედვით, ის არის ჰოკეისტი, რომელიც პატიოსანი სპორტული ბრძოლისა და ჯენტლმენური საქციელის მაგალითი იყო.

ჯილდოზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ "სენტ ლუისისა" და "მინესოტას" ფორვარდები ვლადიმირ ტარასენკო და მიკაელ გრანლუნდი.

გასულ სეზონში გოდრომ 72 მატჩში 61 ქულა (18+43) დააგროვა და მხოლოდ ორჯერ იქნა გაძევებული მოედნიდან.

სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გახდა "ტორონტოს" ფორვარდი ოსტონ მეტიუსი. "კოლდერ ტროფის" 19 წლის მფლობელმა გასულ რეგულარულ ჩემპიონატში 69 ქულა (40+29) დააგროვა.

საუკეთესო მეკარის პრიზი ("ვეზინა ტროფი") მიიღო "კოლამბუსის" რუსმა ლეგიონერმა სერგეი ბობროვსკიმ.

საუკეთესო მცველი ("ნორის ტროფი") გახდა "სან ხოსეს" წევრი ბრენტ ბერნსი. მან ამ ნომინაციაში აჯობა შვედებს - ერიკ კარლსონსა ("ოტავა") და ვიქტორ ჰედმანს ("ტამპა ბეი"). ბერნსი საუკეთესო ბომბარდირი იყო მცველებს შორის - 79 ქულა (29+47).

საღამოს ტრიუმფატორი გახდა "ედმონტონის" ფორვარდი კონორ მაკდევიდი. ის ჯერ "ტედ ლინდსეი ევორდის" გამარჯვებული გახდა. ეს არის პრიზი, რომელიც ყოველ წელს გადაეცემა საუკეთესო მოთამაშეს ჰოკეისტთა პროფკავშირების ვერსიით.

ბოლოს კი მაკდევიდმა ლეგენდარული უეინ გრეტცკისგან მიიღო სეზონის მთავარი პრიზი - "ჰარტ ტროფი", რომელიც გადაეცემა საუკეთესო მოთამაშეს. ამ ნომინაციაში მაკდევიდმა აჯობა სიდნი კროსბისა ("პიტსბურგი") და ბობროვსკის.

მაკდევიდი 2016-17 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 82 მატჩში მან 100 ქულა (30+70) დააგროვა.

ლიგამ ასევე გამოავლინა სეზონის პირველი და მეორე სიმბოლური ნაკრებები.

I ნაკრები: სერგეი ბობროვსკი ("კოლამბუსი"), ბრენტ ბერნსი ("სან ხოსე"), ერიკ კარლსონი ("ოტავა"), კონორ მაკდევიდი ("ედმონტონი"), პატრიკ კეინი ("ჩიკაგო"), ბრედ მარშანი ("ბოსტონი").

II ნაკრები: ბრეიდენ ჰოლტბი ("ვაშინგტონი"), ვიქტორ ჰედმანი ("ტამპა ბეი"), დანკან კიტი ("ჩიკაგო"), სიდნი კროსბი ("პიტსბურგი"), ნიკიტა კუჩეროვი ("ტამპა ბეი"), არტიომი პანარინი ("ჩიკაგო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კაპიტნები გაარკვიეს
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: მაკდევიდი აგებს და ლიდერობს
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
სიდნი კროსბი პირველი აღარ არის
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კონორის 100 ქულა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კონორის გადამწყვეტი შაიბა