"ლივერპულის" ეგვიპტელი ახალწვეული ახალ გამოწვევებზე
როგორც მოგეხსენებათ, იურგენ კლოპმა საწადელი აისრულა და მთავარი სამიზნე მოჰამედ სალაჰი დაიმატა. ახლა გერმანელი თავისი პირამიდის შენებას ეგვიპტელის დახმარებით გააგრძელებს.

ერთი ვერსიით, ეს სიამოვნება მერსისაიდელებს 34,3 მილიონი გირვანქა დაუჯდათ, იტალიური წყაროების მიხედვით კი, "რომამ" 36,9 მილიონი ჩაიჯიბა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სალაჰი "ენფილდის" მკვიდრთა სარეკორდო შენაძენი გახდა, გადაასწრო რა ენდი კეროლს, რომელშიც მერსისაიდელებმა თავის დროზე 35 მილიონი გირვანქა გადაიხადეს (თუმცა სტერლინგის კურსი მაშინ უფრო მაღალი იყო). შეგახსენებთ, რომ იმავე "ლივერპულმა" 34 მილიონი გადაიხადა სენეგალელ სადიო მანეში. ასე რომ, ახლა სალაჰი და მანე აფრიკის უძვირფასესი მოთამაშე გახდა. 25 წლის მოჰამედმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ ვარ, ეს მართლაც მახარებს. გუნდს ძალიან დიდი ხანია ინგლისის ჩემპიონატი არ მოუგია. "ლივერპულს" შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. წინა სეზონში "ლივერპულის" თამაშს ხშირად ვადევნებდი თვალყურს და ყველა ბოლომდე იხარჯებოდა და რაღაცის მოგებას ცდილობდა. ყველა ხედავს იმასაც, რომ მწვრთნელიც 100%-ით იხარჯება. იმედი მაქვს, რომ "ლივერპულის" დახმარებას შევძლებ და ახლა ჩვენ ერთად მოვიგებთ რამეს კლუბისთვის, ფანებისთვის და ჩვენთვის" - განაცხადა სალაჰმა.

"იგი იდეალური სინთეზია გამოცდილებისა და პოტენციალის. მოჰამედი უკვე საკმაო ხანია, მაღალ დონეზე თამაშობს და ამავდროულად, კიდევ ბევრი შეუძლია. მას "ბაზელში" თამაშიდან მოყოლებული ვადევნებდი თვალყურს და მართლაც კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ეს ტრანსფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ის ძალიან მრავალმხრივი შემტევია და წინა ხაზზე მრავალფეროვნებას შეგვმატებს. ამ რგოლში ისედაც ძლიერები ვიყავით, მაგრამ სალაჰის მოსვლა უფრო გვაძლიერებს" - თქვა "კლოპომ".

შეგახსენებთ, რომ "ბაზელმა" და კონკრეტულად სალაჰმა ყველას თავი, პირველ რიგში, სწორედ ინგლისურ გუნდებთან კარგი თამაშით მოაწონა. სალაჰი 2014 წელსაც ახლოს გახლდათ "ენფილდზე" გადასვლასთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, "ჩელსიმ" ყველას აჯობა. თუმცა "სტემფორდ ბრიჯზე" მოჰამედი ძალიან უფერული გახლდათ და მერე იტალიას მიაშურა, სადაც "ფიორენტინასა" და მერე "რომას" რიგებში კვლავაც გაიბრწყინა. ბუნებრივია, მოჰამედს ამასაც ახსენებენ.

"მას მერე ყველაფერი შეიცვალა, გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. ასევე, პიროვნულადაც. მაშინ 20-21 წლის გახლდით, ბავშვი ვიყავი. ახლა 4 წლით უფროსი ვარ და ყველაფერი სხვაგვარადაა. "ჩელსიში", "ფიორენტინასა" და "რომაში" ძალიან კარგი, საჭირო და საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე" - დაამატა სალაჰმა.

ეგვიპტელი "ლივერპულში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც აქამდე რობერტო ფირმინოს ეცვა. ბრაზილიელმა დათმო და იგი 9 ნომერს მოირგებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერით "ჩელსიც" იხეირებს, რომელიც თავის წილს - 2,3 მილიონ გირვანქას მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რობერტო ფირმინო 32 წლის ასაკში პასტორი გახდა
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბარსელონამ" რობერტო ფირმინოს უარი უთხრა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
ფირმინო კარიერას "ალ აჰლიში" გააგრძელებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
რობერტო ფირმინო კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ფირმინო შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს