დანიელ რიკარდოს საკუთარი ტრიუმფისა არ სჯერა
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მერვე ეტაპი - აზერბაიჯანის გრანპრი სენსაციური შედეგით დასრულდა. პირველ სამეულში ვერ მოხვდნენ ჩემპიონატის ლიდერები - გერმანელი სებასტიან ფეტელი და ბრიტანელი ლუის ჰემილტონი, ხოლო გამარჯვება ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ მოიპოვა, რომელმაც სეზონში პირველი ტრიუმფი მოუტანა "რედ ბულს".

რბოლის მსვლელობისას უამრავი ავარიის გამო, ტრასაზე რამდენჯერმე გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა. ბოლო რესტარტის შემდეგ, ჰემილტონი ლიდერობდა, ფეტელი კი მეორე ადგილზე იყო. მაგრამ ტექნიკური პრობლემის გამო, ბრიტანელს ბოქსებში დაუგეგმავად შესვლა მოუწია, გერმანელმა კი 10-წამიანი ჯარიმა მიიღო ჰემილტონის ბოლიდთან კონტაქტის გამო. სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხვდნენ ისინი პოდიუმზე.

მეორე ადგილზე გავიდა "მერსედესის" პილოტი, ფინელი ვალტერი ბოტასი, მესამეზე - "უილიამსის" კანადელი დებიუტანტი ლენს სტროლი.

აზერბაიჯანის გრანპრის შემდეგ, ფეტელმა გენერალურ კლასიფიკაციაში გაზარდა უპირატესობა ჰემილტონთან - 153 ქულა 139-ის წინააღმდეგ. 111 ქულით მესამეა ვალტერი ბოტასი.

შემდეგი ეტაპი - ავსტრიის გრანპრი 9 ივლისს გაიმართება.

რბოლის სტენოგრამა

- სტარტზე ლუის ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა. ვალტერი ბოტასმა დაკარგა ტემპი კიმი რაიკონენთან კონტრაქტის გამო. კიმი მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

- ტოპ-ათეული მე-2 წრეზე: ჰემილტონი - ფეტელი - პერესი - ფერსტაპენი - რაიკონენი - მასა - ოკონი - სტროლი - რიკარდო - ჰიულკენბერგი.

- ბოტასი ნელი ტემპით დაბრუნდა ბოქსებში, შეცვალა საბურავი და წინა ანტიფრთა. ჰემილტონი ორი წამით დაშორდა ფეტელს.

- მე-12 წრეზე ტრასაზე გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა, რადგან საჭირო იყო დანიილ კვიატის მანქანის ევაკუაცია - რუსს პრობლემები შეექმნა ელექტროობასთან დაკავშირებით. მომდევნო ორი წრის განმავლობაში, ყველა გუნდს ჰქონდა განხორციელებული პიტ-სტოპი. მაქს ფერსტაპენმა ბოქსებში დატოვა მანქანა და ბრძოლას გამოეთიშა.

- ტოპ-ათეული უსაფრთხოების მანქანის უკან: ჰემილტონი - ფეტელი - პერესი - რაიკონენი - მასა - ოკონი - სტროლი - ჰიულკენბერგი - მაგნუსენი - რიკარდო.

- მე-16 წრეზე გამოაცხადეს რესტარტი. ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა. რაიკონენმა წინ გაუშვა მასა და ოკონი.

- ისევ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა - საჭირო იყო ტრასის სხვადასხვა მონაკვეთის ნამსხვრევებისგან გაწმენდა. პელოტონი პიტ-ლეინის გავლით მოძრაობდა.

- ტოპ-ათეული უსაფრთხოების მანქანის უკან: ჰემილტონი - ფეტელი - პერესი - მასა - ოკონი - რაიკონენი - სტროლი - ჰიულკენბერგი - რიკარდო - მაგნუსენი.

- მე-19 წრეზე გამოაცხადეს რესტარტი, მანამდე კი ფეტელი უკნიდან შეეჯახა შენელებულ ჰემილტონს, შემდეგ აჩქარდა და ისევ დაარტყმა ბრიტანელს.

- რესტარტის შემდეგ, "ფორს ინდიას" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ - ორივე მანქანა დაზარალდა. პერესმა ბოლიდი ბოქსებში გააჩერა, ოკონმა კი საბურავების გამოცვლის შემდეგ, ბრძოლა გააგრძელა. რაიკონენმა ტრასაზე დარჩენილ ნამსხვრევს გადაუარა, მარჯვენა საბურავი დააზიანა და საბოლოოდ, ბრძოლას გამოეთიშა.

- მესამედ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა. 22-ე წრეზე რბოლა წითელი დროშებით შეწყვიტეს - ტრასაზე ბევრი ნამსხვრევი იყო მიმოფანტული.

- პაუზა 25 წუთი გაგრძელდა. პილოტები უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში დაბრუნდნენ ტრასაზე და ერთი წრის შემდეგ, რესტარტი გამოცხადდა.

- ტოპ-ათეული უსაფრთხოების მანქანის უკან: ჰემილტონი - ფეტელი - მასა - სტროლი - რიკარდო - ჰიულკენბერგი - მაგნუსენი - ალონსო - საინსი - გროსჟანი.

- რესტარტზე ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა. სტროლმა გაუსწრო მასას, ამ ორს კი გვერდი აუარა რიკარდომ და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

- ჰიულკენბერგი კედელს შეეხო და მანქანა გატეხილი დაკიდებით უსაფრთხოების ზონაში გააჩერა. ბრძოლას მასაც გამოეთიშა.

- ტოპ-ათეული 30-ე წრეზე: ჰემილტონი - ფეტელი - რიკარდო - სტროლი - მაგნუსენი - ალონსო - ოკონი - საინსი - ბოტასი - გროსჟანი.

- ჰემილტონის მანქანაზე ერთი დეტალი მოეშვა. ლუისმა თავად სცადა მისი დამაგრება, მაგრამ ვერ შეძლო და 31-ე წრეზე ბოქსებში შევიდა, რითაც ლიდერობა დაკარგა. ბრიტანელი ტრასაზე მერვე პოზიციაზე დაბრუნდა.

- რბოლას სათავეში ჩაუდგა ფეტელი, მაგრამ მალე 10-წამიანი ჯარიმა მიიღო ჰემილტონთან ინციდენტის გამო. 34-ე წრეზე გერმანელმა პიტ-ლეინზე შეუხვია და ტრასაზე ჰემილტონის წინ დაბრუნდა.

- ტოპ-ათეული 34-ე წრეზე: რიკარდო - სტროლი - მაგნუსენი - ოკონი - ალონსო - ბოტასი - ფეტელი - ჰემილტონი - საინსი - გროსჟანი.

- 36-ე წრეზე ფეტელმა და ჰემილტონმა გაუსწრეს ალონსოს. ოკონმა და ბოტასმა უკან ჩამოიტოვეს მაგნუსენი.

- 39-ე წრეზე ბოტასმა გაუსწრო ოკონს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.

- ფეტელმა და ჰემილტონმა უკან ჩამოიტოვეს ოკონი. ბოტასმა გაზარდა ტემპი და ამცირებდა 10-წამიან ჩამორჩენას მეორე ადგილზე მყოფ სტროლთან.

- ტოპ-ათეული 45-ე წრეზე: რიკარდო - სტროლი - ბოტასი - ფეტელი - ჰემილტონი - ოკონი - მაგნუსენი - საინსი - ალონსო - ვერლაინი.

- ბოტასი, ფეტელი და ჰემილტონი ცვლიდნენ საუკეთესო წრეებს. ლუისი თანდათან უახლოვდებოდა გერმანელს, ბრძოლა ბოლო წრემდე გაგრძელდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, ბოტასმა კი საფინიშო სწორ მონაკვეთზე გაუსწრო სტროლს.

აზერბაიჯანის გრანპრი

ბაქო. 51 წრე, 306,049 კმ

1(10). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) 2:03.55,570

2(2). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +3,904

3(8). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) +4,009

4(4). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) +5,976

5(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) +6,188

6(7). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) +30,298

7(12). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) +41,753

8(15). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) +49,400

9(19). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) +59,551

10(14). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) +89,093

11(17). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) +91,794

12(18). სტოფელ ვარნდორნი (ბელ, მაკლარენი) +92,160

13(16). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) 1 წრე

14(3). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) 5 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ

15(6). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) 39 ??????

16(9). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) 25 წრე

17(13). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) 24 წრე

18(5). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) 12 წრე

19(11). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 9 წრე

20(20). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 7 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი - 153 (3 მოგება)

2. ლუის ჰემილტონი - 139 (3)

3. ვალტერი ბოტასი - 111 (1)

4. დანიელ რიკარდო - 92 (1)

5. კიმი რაიკონენი - 73

6. მაქს ფერსტაპენი - 45

7. სერხიო პერესი - 44

8. ესტებან ოკონი - 35

9. კარლოს საინსი - 29

10. ფელიპე მასა - 20

11. ნიკო ჰიულკენბერგი - 18

12. ლენს სტროლი - 17

13. კევინ მაგნუსენი - 11

14. რომენ გროსჟანი - 10

15. პასკალ ვერლაინი - 5

16. დანიილ კვიატი - 4

17. ფერნანდო ალონსო - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 250

2. ფერარი - 226

3. რედ ბული - 137

4. ფორს ინდია - 79

5. უილიამსი - 37

6. ტორო როსი - 33

7. ჰაასი - 21

8. რენო - 18

9. ზაუბერი - 5

10. მაკლარენი - 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ფორმულა 1: ბრძოლა მექსიკაში გრძელდება
ფორმულა 1. აშშ-ის გრანპრი: ლუისის ბოლო შანსი
ფორმულა 1. ესპანეთის გრანპრი: აი, ასეთი უნდა იყოს რბოლები
ფორმულა 1: ჩვეული დუბლი და გინება მეხიკოში
ფორმულა 1. აშშ-ის გრანპრის შემდეგ: ლუისის შანსი თუ ნაბიჯი ტიტულისკენ?
ფორმულა 1. იაპონიის გრანპრი: იაპონია ჰემილტონის უნდა იყოს