პლანეტის პირველობას 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩინეთის ქალაქი ჩენგდუ უმასპინძლებს
საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. პლანეტის პირველობას 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩინეთის ქალაქი ჩენგდუ უმასპინძლებს და ტურნირში მსოფლიოს 20 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიოს ჩემპიონატს საკვალიფიკაციო ეტაპი არ აქვს. ტურნირისთვის გუნდები მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ირჩევა და ამ მხრივ საქართველო საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას. მსოფლიო რეიტინგში ჩვენი გუნდი მე-17 ადგილზეა და შესაბამისად, მუნდიალზე ადგილიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მესამედ მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ყველაზე მაღლი შედეგი შარშან აჩვენა, როცა პლანეტის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.

2017 წლის მსოფლიო პირველობაზე მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული, 5-გუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში 2-2 საუკეთესო გადის. საქართველოს ჯგუფში მოხვდნენ: უკრაინა, ახალი ზელანდია, ბაჰრეინი და ყატარი. ყველაზე მაღალი რეიტინგი უკრაინელებს აქვთ: ჰოლანდიის შემდეგ სლავები ტურნირზე მეორე ნომრად არიან განთესილნი.

ჩინეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 4 კალათბურთელი დაიცავს: ოთარ პერტაია (აკადემია), ვახტანგ გაფრინდაშვილი (არმია), ლადო ალავიძე (ზაზა) და ზურაბ ჟღენტი (ქუთაისი).

საქართველოს ნაკრები ჩინეთში 27 ივნისს გაემგზავრება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

murtalo
წვერი გაიპარსეთ თუ ღმერთი გწამთ. თითქმის ყველა სპორტის სახეობაში ქართველები მოჯაჰედებს დავემგვანეთ... წარმატებას გისურვებთ.
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე