ჰოლანდიური სტილი და ფულის მხარჯველი "არწივები"
კიდევ ერთ პრემიერლიგურ გუნდს დაედგა თავი - მას მერე, რაც "საუთჰემპტონმა" მაურისიო პელეგრინო დანიშნა გუნდის მესაჭედ, "კრისტალ პალასის" ჯერი დადგა, რომელმაც ჰოლანდიისკენ გაიხედა...

ფრანკ დე ბური "კრისტალ პალასის" მწვრთნელად დაინიშნა და ამით ძალიან ბედნიერია. მიხარია, რომ მოვედი გუნდში, რომელიც ბევრ ფულს ხარჯავსო. როგორც თავად აღნიშნა, ფანები ერთ-ორ საინტერესო ტრანსფერს ამ ზაფხულსაც უნდა დაელოდონ. სხვათა შორის, იგი ამ გუნდის პირველი არაბრიტანელი დამრიგებელი გახდა.

47 წლის ჰოლანდიელს ეიმედება, რომ "სელჰარსტ პარკის" ბინადრები, რომლებსაც ისედაც არ ჰყავთ ცუდი შემადგენლობა, კიდევ უფრო გაძლიერდებიან. შეგახსენებთ, რომ დე ბური 2010-16 წლებში "აიაქსს" წვრთნიდა და 2011-15 წლებში ამსტერდამელები ზედიზედ 4-ჯერ გააჩემპიონა. ერედივიზიედან იგი სერია A-ში გადაბარგდა და ცოტა ხნით მილანის "ინტერს" ედგა სათავეში, მაგრამ იქაურობას ალღო ვერ აუღო და მალევე გამოუშვეს. მართალია, იგი "ნერაძურის" სათავეში მხოლოდ 85 დღე იყო, მაგრამ აღნიშნა, ამ პერიოდში ბევრი ვისწავლეო.

"კარგი შეგრძნება მაქვს, ვფიქრობ, გუნდს დიდი მომავალი აქვს და პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყებას დიდი შემართებით ველოდები. ამ გუნდს შეუძლია გაიზარდოს და მოუმატოს. კლუბი საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს და ამ თანხის კარგად გამოყენება შეიძლება.

რა თქმა უნდა, 1-2 მოთამაშის დამატებაზე ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ. თუმცა იქამდე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელები გავიცნო და არსებულ შემადგენლობას კარგად დავუახლოვდე. მე თამაშის საკუთარი სტილი და ფილოსოფია მაქვს. მსურს, რომ დომინანტები ვიყოთ ხოლმე და, რასაკვირველია, მოსაგებად ვითამაშოთ. აღსანიშნავია, რომ აქტიურები უნდა ვიყოთ მაშინაც, როდესაც უბურთოდ ვიქნებით. გარდა ამისა, ჩვენი თამაში გულშემატკივრებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს. "კრისტალ პალასს" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფანთა ბაზა ჰყავს და ეს მნიშვნელოვანია" - აღნიშნა დე ბურმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზამთარში "პალასის" სათავეში ამერიკელი მილიარდერები, ჯოშ ჰარისი და დევიდ ბლიტცერი მივიდნენ, რომლებმაც გუნდში სერიოზული ინვესტიციები ჩადეს. ბიზნესმენების მთავარ მიღწევად 27 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ კრისტიან ბენტეკეს შეძენა უნდა მივიჩნიოთ. მიუხედავად ამისა, "არწივები" გავარდნის საფრთხის ქვეშ იდგნენ, მაგრამ სემ ელარდაისმა კლუბი უმაღლეს ლიგაში დატოვა. სეზონის შემდეგ კი "დიდი სემი" წავიდა.

გუნდის თავმჯდომარე სტივ პერიში ამბობს, რომ ელარდაისის გადაწყვეტილება გაუკვირდა და ეწყინა კიდეც, მაგრამ ახლა ბედნიერია იმით, რომ დე ბურთან მოუწევს მუშაობა, ფრანკის დიდი იმედი გვაქვსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
იამალის რკინის ლოგიკა - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
კომენტატორიც კი განწირული ხმით ყვიროდა: "დენის ბერგკამპ..." [VIDEO]
ჩვენი კარი შენთვის ღია იქნება! - არსენ ვენგერს პრემიერლიგის კლუბი სამსახურს სთავაზობს
ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ფრანკ დე ბური: სასაცილოა - რატომ უნდა გადაუხადონ მამაკაც და ქალ ფეხბურთელებს ერთნაირი ხელფასი?
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"დიდ სემს" შენი ესმის! - სკანდალურად წასული წაუგებელი ლოპეტეგი და ელერდაისი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ინგლისის ნაკრები: გარეთ საუთგეიტს 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს
"მილანს" "კრისტალ პალასი" არჩია - ირაოლამ "როსონერის" შეთავაზება იუარა
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
დე ბური საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ტაქტიკით გააკვირვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
"ევერტონის" ხელმძღვანელობამ სემ ელარდაისს კარისკენ მიუთითა
სამწვრთნელო გადაადგილები - ტოპმიოლერი საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონში, საჟი კი "კრისტალ პალასის" დამრიგებლად ინიშნება
დიდი სემი წავიდა - ელარდაისმა "არწივები" იხსნა და პენსიაზე გავიდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქართველების ძლევით შეგულიანებული დე ბური უკრაინის დამარცხებაში დარწმუნებულია
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
დე ბური: "ინტერის" ლიდერი ჰანდანოვიჩია და არა იკარდი, ის კაპიტანი არ უნდა იყოს