ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი "იაგელონიასთან" არ შერცხვება
ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე თორნიკე თარხნიშვილი, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავარი გუნდი "იაგელონიასთან" არ შერცხვება...

- ჩვენი ნაცნობი "იაგა" - რა გუნდია ბათუმის "დინამოს" მეტოქე "იაგელონია"

- თამაში ახლოვდება და მასთან ერთად, მღელვარებაც მატულობს. რა იქნება, როგორ ითამაშებთ, რეალურად რა გუნდია "იაგელონია"?..

- ურთულესი თამაში გველის და ამაზე არც ვკამათობთ. ლადო დვალიშვილს ველაპარაკე, რომელიც პოლონეთში თამაშობდა და იქაურ გუნდებს კარგად იცნობს. რაც გავიგე, ეს არის, რომ "იაგელონიას" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავდა - მიხაილ პრობიერჟი და სწორედ მისი დამსახურება იყო გუნდის წინსვლა. ის ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშეებს იწვევდა და გუნდში დიდი კონკურენცია ჰქონდა, ერთ ადგილზე მოხვედრას 2-3 ფეხბურთელი ცდილობდა...

ეს სეზონი ისე კარგად ითამაშეს, დიდხანს ლიდერობდნენ და "ლეგიამ" მხოლოდ ბოლო მომენტში გადაუსწრო. "იაგელონია" შინ ძალიან კარგად თამაშობს, მაგარი გულშემატკივრები ჰყავს... თუმცა პრობიერჟი სეზონის დასრულების შემდეგ "კრაკოვიაში" წავიდა.

- "იაგელონიაზე" საკმაოდ ბევრი გცოდნიათ...

- მეტოქეა და, რა თქმა უნდა, ინფორმაციით დავინტერესდით. ძალიან კარგი თავდამსხმელი ჰყავთ - ირლანდიელი შერიდანი, რომელიც "სელტიკში" გამოდიოდა. სხვათა შორის, ბათუმის "დინამო" ორი წლის წინ ნიქოზიის "ომონიას" რომ შეხვდა, კვიპროსულ გუნდში შერიდანმა მეორე მატჩი შეუცვლელად ითამაშა. ამას გარდა, ესტონელი თავდამსხმელი ვასილიევიც ჰყავდათ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთის პრემიერლიგის "ამკარის" წევრი იყო, მაგრამ ზაფხულში გუნდიდან წავიდა, რაც ჩვენთვის კარგი ამბავია. ლეგიონერების გარდა, ძლიერი პოლონელი ფეხბურთელებიც ჰყავთ.

- რეალურად რომ ვთქვათ, ამ წყვილში "იაგელონია" ფავორიტია...

- ამაზე არავინ დავობს. სამწუხაროდ, ჩვენს ფეხბურთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ისეთი დაღმასვლა იყო, ჩემპიონატის დონეც დაეცა, რეიტინგშიც დაბლა დავეშვით და მესმის, რომ ევროპალიგაზე ქართული გუნდები ფავორიტები ვერ იქნებიან - პოლონური, სლოვაკური, აზერბაიჯანული და ავსტრიული კლუბები ჩვენზე წინ არიან.

რომელს ვჯობივართ ფინანსებით, სტადიონებით ან მოსამზადებელი პირობებით? მათი ფავორიტობაც ლოგიკურია.

- რომელ პირობებზეა ლაპარაკი, როცა ბათუმში 11 წელიწადია სტადიონი ვერ ააშენეს!..

- ეს კიდევ ერთი სატკივარია. ეს "იაგელონია" ყოველ წელს ფეხბურთელებს ყიდის იტალიაში, გერმანიაში, თურქეთში... სულ სხვა დონეზეა გასული. პოლონეთის ექსტრაკლასაში ბევრად მაღალი ტემპით თამაშობენ და ესეც მათი პლუსია. მე კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ, არის ფაქტორები, რომლებსაც ვერავინ გადაახტება და მიმაჩნია, რომ მათ სასარგებლოდ შანსები 60/40-ზეა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ სტიმული გვაქვს. რეალურად, ასეთ შეხვედრებში ყველა ჩვენგანი განსაკუთრებულად მოტივირებულია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს თამაში კაცური ღირსების საქმეა - ბოლომდე უნდა ვიომოთ, რომ ღირსეულად ვითამაშოთ. ბურთი მრგვალია, ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან და არავინ იცის, რა სენსაცია შეიძლება "გამოვაცხოთ". თანაც, იქ სეზონი 22 მაისს დასრულდა, ჩვენთან კი რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა პაუზა ჩემპიონატში. ეს საჩვენო პლუსია.

- თამაში ქუთაისში ჩატარდება, ბათუმიდან არც ისე ახლოსაა და რას ფიქრობთ, ხალხი მოვა?

- დარწმუნებული ვარ, ბათუმელებიც მოვლენ, ქუთაისელებიც და სხვა ახლო ქალაქებში მცხოვრები ფეხბურთის მოყვარულებიც იქნებიან სტადიონზე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხალხისგან დიდი მუხტი მოდის და ასეთ დროს უფრო მეტი მონდომებით ვთამაშობთ, რადგან ევროთასებზე ჩნდება, ფეხბურთელი რეალურად რას წარმოადგენს.

თუ თავს გამოიჩენ, ნაკრებში მოხვედრის მეტი შანსიც გექნება. რეალურად, მწვრთნელებიც ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებიდან ნაკრებში მისაწვევთა სიას ასეთ თამაშებში არჩევენ.

- ამას ტყუილად არ იტყოდით: ეროვნულ გუნდში მოხვედრაზე ფიქრობთ?

- ჩემპიონატის პირველ წრეში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები ფეხბურთით ამაზე ლაპარაკი არასწორი იქნება, მაგრამ ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია და, რა თქმა უნდა, ეროვნულ გუნდში თამაშზეც ვფიქრობ. ფეხბურთელს იღბალი უნდა. თბილისის "დინამოში" საქმე ვერ ამეწყო და მერე ისეთ გუნდში ვერ მოვხვდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. მაგრამ 27 წლის ვარ და დავიჯერო, ნაკრებში მოხვედრაზე ფიქრი დაგვიანებულია?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kako
გუნდებს ნორმალური საარსებო პირობები არა აქვთ და თქვენ კი მოგებაზე ფიქრობთ, პირველი ეტაპიდან ყველა გუნდი გავარდება და ამაში გასაკვირი არა უნდა იყოს რა
ebbe sandi
რატო უნდა შერცხვეს? უბრალოდ წააგებს ცოტა დიდი ანგარიშით და ეგაა
otar
ბატუმის დინამო სულ "ჯილკიანი გუნდი იხო " 1936 პირველად იტამასჰა სსსრ ტასზე ტამასჰობდა კარგად .....
დათო
რა ხდება, ამ ბიჭებს წაგებულის მენტალიტეტს რატო უყალიბებთ? ბათუმის დინამომ თავის დროზე ეინთხოვენს ლამის მოუგო შინ რასაც არავინ ელოდა. ჰოდა მიდით ბიჭებო, დაარტყით კარში ნებისმიერი პოზიციიდან, შორიდან, ახლოდან, უიმედოდან, საიმედოდან. დაარტყით და ფეხი არ აგიკანკალდეთ. ბურთი კარის ბადეს აუცილებლად მონახავს!!! გაუმარჯოს ბათუმის დინამოს, ქუთაისის ტორპედოს, საჩხერის ჩიხურას და სამტრედიას!!!
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
საბურთალო-ლოკომოტივი 6:0 - ტორნადო [VIDEO]
"საბურთალო": დავით ვოლკოვი, თორნიკე თარხნიშვილი და ბრაზილიელი
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0 - ვერ გავრისკეთ, არ დაგვინდეს [VIDEO]
თორნიკე თარხნიშვილი: სხვა გზა აღარ გვაქვს!
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა