ეშლი იანგს ინგლისური გრანდები ეპატიჟებიან

ეშლი იანგის ამბავი ასეა: "ასტონ ვილამ" რაგინდ კარგი ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, მაინც უარს ეტყვის და ზაფხულში პრემიერლიგის ზედა ხუთი კლუბიდან ერთ-ერთში გადავა. ინგლისის ნაკრების ფლანგის მოთამაშე დიდი ხანია "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ტოტენჰემს" მოსწონთ, ამ ბოლო დროს კი "არსენალსაც" მოუნდა მისი გადაბირება. ეშლი საჯაროდ, რასაკვირველია, აცხადებს, რომ ზაფხულამდე მისი გონება მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთით და "ასტონ ვილათია" დაკავებული, მეგობრებს კი ეუბნება, რომ დღესვე მზად არის ძლიერ გუნდში გადასასვლელად. მეტიც, იანგს ბირმინგემელი თანაგუნდელებისთვისაც უთქვამს, ვგრძნობ, რომ ჩემს კარიერაში მომგებიანი ტრანსფერის დრო დადგაო. ფეხბურთელის ერთერთმა ახლობელმა ტაბლოიდებს უთხრა:

"აშკარაა, რომ "ასტონ ვილა" პრემიერლიგის ოთხეულში ვერაფრით მოხვდება, ეშლიმ კი კარგად იცის - 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ნაკრებში ადგილის დამკვიდრება არის საჭირო. ეს მხოლოდ რომელიმე ძლიერ გუნდში გადასვლით არის შესაძლებელი. მას ძალიან უყვარს "ვილა" და ბირმინგემელი ფანები, მაგრამ ზაფხულზე მათგან წავა".

მოგეხსენებათ, "ასტონ ვილა" ახალი წლის შემდეგ შესანიშნავად ათამაშდა, რაშიც უდიდესი წვლილი ეშლი იანგს მიუძღვის. ის 25 წლისაა და ბირმინგემის კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით თანამშრომლობას ავალდებულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ "ვილამ" გარემარბი ამ ზაფხულსვე არ გაყიდა, გაისად ამ დროს მას ხელშეკრულების ვადა ამოეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ბირმინგემს. ეს გუნდის მწვრთნელმა ჟერარ ულიემ, რასაკვირველია, ძალიან კარგად იცის, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ დღეს პრემიერლიგაში მისი კოზირი სწორედ იანგია. ფრანგმა მწვრთნელმა იანვარში პირდაპირი ტექსტით თქვა კიდეც, მის ახლა გაყიდვას მიჯობს კონტრაქტის ვადა ბოლომდე ამოვაწურინო და ისე გავუშვაო. ეს კომერციული თვალსაზრისით, რასაკვირველია, დაუშვებელია.

"ასტონ ვილას" იანგის წასვლაზე ლაპარაკი დღეს ნამდვილად არ აძლევდა ხელს. საქმე ის არის, რომ კლუბმა საკუთარი მცველები რიჩარდ დანი და ჯეიმს კოლინზი დასაჯა. მიზეზი: ამ წყვილმა შეკრებაზე ვარჯიშს სმა შეუთავსა. საქმის განხილვას ფეხბურთელების აგენტებიც ესწრებოდნენ. იქვე იყვნენ პრეოფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ანუ მოთამაშეთა პროფკავშირის წარმომადგენლებიც.

როგორ დასაჯეს დანი და კოლინზი? დანის 120 ათასი ფუნტი დაუქვითეს, ხოლო კოლინზს 90 ათასი. ეს ამ ბიჭების ორი კვირის გასამრჯელოა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"