ტიტულისთვის ბრძოლა ბინძური ხდება
აზერბაიჯანის გრანპრის მთავარი მოვლენა არა "რედ ბულის" სეზონში პირველი გამარჯვება, არამედ ლუის ჰემილტონისა და სებასტიან ფეტელის კონფლიქტი გახდა. ამ თემას უცხოური გაზეთები აქტიურად გამოეხმაურნენ.

"ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო, რომ ორი ტიტულოვანი პილოტის ცივილიზებული ბრძოლა ჩხუბში გადაიზრდებოდა, - წერს ჟილ რიჩარდსი The Guardian-დან. - ეს ინციდენტი, შესაძლოა, დანარჩენი სეზონისთვის მთლიანად განმსაზღვრელი გახდეს. ფეტელისა და ჰემილტონის ურთიერთობა, რომელიც ადრე ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული, ახლა მკვეთრად გაუარესდა. ხელთათმანები ნასროლია, ჯარები ფრონტის ხაზზე განლაგდნენ".

ეპიზოდი, რომელსაც ჟურნალისტები განიხილავენ, ფაქტობრივად რბოლის მსვლელობისას დასრულდა - ფეტელმა 10-წამიანი ჯარიმა მიიღო, რბოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ სასჯელი ორივე პილოტს უნდა მიეღო. ჰემილტონმა გერმანელს იმით უპასუხა, რომ მსაჯებმა ვერ იპოვნეს მის მოქმედებაში ვერაფერი უკანონო, ტელემეტრია კი აჩვენებს, რომ ყოველ წრეზე ლუისი ერთი და იგივე ადგილზე ამუხრუჭებდა.

"ბრძოლა ტიტულისთვის ბინძური ხდება და ეს სებასტიან ფეტელის ბრალია, როგორც არ უნდა უარყოს აღნიშნული ფაქტი, - წერს BBC Sport-ის რედაქტორი ენდრიუ ბენსონი. - ბაქოში ბევრი შეჯახება ვნახეთ, მაგრამ კონტაქტი ფეტელსა და ჰემილტონს შორის განსაკუთრებული იყო. ერთმა პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება შეჯახებოდა მეორეს და შეგნებულად მიმართა მის მხარეს ბორბლები. დიახ, ეს მოხდა ნელ სიჩქარეზე, მაგრამ ასეთი საქციელი დაუშვებელია".

"მე რომ გზაზე ასე მოვქცეულიყავი, მაშინვე დამაპატიმრებდნენ. ფეტელის მხრიდან ეს ჩვეულებრივი მრისხანება იყო - გულწრფელი და უბრალო, - მიაჩნია ჯონათან მაკევოის The Daily Mail-დან. - მხდალმა მსაჯებმა ფეტელს 10-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს - არაადეკვატური სასჯელი იმ გამოხდომაზე, რომელიც მთელმა მსოფლიოს ნახა.

მისთვის შავი დროშა უნდა ეჩვენებინათ და დისკვალიფიკაცია მიეცათ, მაგრამ, საბოლოოდ, ჰემილტონზე ადრე მივიდა ფინიშთან და გაზარდა სხვაობა ჩემპიონატში. ფეტელი წყობიდან გამოვიდა და სხვა პილოტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა რბოლის გაგრძელების უფლება".

იტალიაში სრულიად განსხვავებული სურათია. აპენინებზე ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჰემილტონმა შეგნებულად დაამუხრუჭა, რათა ფეტელის პროვოცირება მოეხდინა. "ტელემეტრია ამართლებს ლუისს, მაგრამ საღი აზრი - არა. სარბოლო ღმერთებმა დასაჯეს ჰემილტონი იმ ტექნიკური პრობლემის გამო, რამაც ბრიტანელს გამარჯვება წაართვა. ფეტელს რეაქცია ჰქონდა პროვოკაციაზე, არადა, შეეძლო იოლად მოეგო. სიტუაცია დაძაბულია - რჩება 12 რბოლა", - წერს La Corriere della Sera-ს კორესპონდენტი დანიელე სპარიჩი.

მისი კოლეგა La Gazzetta dello Sport-დან კიდევ უფრო შორს წავიდა. "გაგონილი გაქვთ მატერაცისა და ზიდანის ისტორია? მატერაციმ შეძლო ზიდანის პროვოცირება, ზინედინმა უპასუხა და მისთვის მატჩი დასრულდა. ჰემილტონი მატერაციზე უარესად მოიქცა, - ამბობს უმბერტო ძაპელონი. - ფეტელმა უპასუხა.

ზედმეტი მოუვიდა და ამისთვის ჯარიმა მიიღო. მართალია. მაგრამ ჰემილტონი არ დასაჯეს და ამით, მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს. თუმცა, ლუისსაც მოუწია ბოქსებში შესვლა, კისრის დამცავის გასასწორებლად და ამით გადაიხადა "მერსედესმა" საკმაოდ ძვირი თავისი უყურადღებობის გამო. საბოლოოდ, ფეტელმა ორი ქულა მოიგო ეტაპზე, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლის მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით, არადა, დაძაბულობა უკვე პიკს აღწევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]