კარლო ტავეკიომ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ბოლოს ორივე გუნდს თავი აღარ მოუკლავს
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ტრადიციულ სტილში, მძიმედ დაძლია და ნახევარფინალში გავიდა.

მესამე შეხვედრაში "აძურინიმ" გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. არადა, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩეხეთს რომ დანიის ეროვნული გუნდისთვის მოეგო, იტალია ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებდა და ნახევარფინალს მიღმა დარჩებოდა.

თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, დანიამ სძლია ჩეხეთს, რაც არა მარტო იტალიის, გერმანიის ნაკრებისთვისაც სასურველი შედეგი აღმოჩნდა - იტალიის ნაკრები გერმანიას მინიმალური ანგარიშით უგებდა და ცხადი იყო, რომ ამ შედეგს ორივე გუნდი პლეი ოფში გაჰყავდა...

ეს მატჩი სკანდალური გამოდგა - თამაშს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც ფიფას და უეფას ამ თამაშის გამოძიება ურჩია. საქმე იმაშია, რომ იტალიის და გერმანიის ნახევარფინალში გასვლამ ჯგუფში სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრები ჩატოვა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო გამოეხმაურა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"იყო თუ არა ჩაწყობილი იტალია-გერმანიის პაექრობა? - მსგავსი სისულელე არასდროს მომისმენია. თამაშის წინ ჩვენი მიზანი გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების დიდი ანგარიშით დამარცხება იყო - მხოლოდ 3:0 გვაძლევდა ხელს და ამად იყო, რომ გატანილი გოლის შემდეგ ფედერიკო ბერნარდესკიმ ბურთს ხელი სტაცა და ცენტრისკენ გაიქცა.

ჩვენ არ გვქონდა არავითარი გარანტია, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩეხეთი წააგებდა - ამიტომ მხოლოდ 3 ბურთის სხვაობით მოგებაზე ვფიქრობდით. თამაშის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ 1:0-იც სრულიად საკმარისი იყო, რადგან ჩეხეთი დანიასთან აგებდა - მითხარით, ასეთ დროს რატომ უნდა გაგვერისკა და რატომ უნდა წავსულიყავით შეტევაში აქტიურად? - ბუნებრივია, აღარც გერმანელები გარისკავდნენ, რადგან მეორე გოლის გაშვების შემთხვევაში, ჯგუფში რჩებოდნენ, 0:1 კი მათთვის მისაღები შედეგი იყო - ეს რეალობა მოიტანა თამაშების მიმდინარეობამ, წინასწარ კი არავის არაფერი დაუგეგმავს.

მოეგო ჩეხეთს და ჩვენი ნაკრები სახლში დაბრუნდებოდა. ის, რომ ბოლო 20 წუთში გუნდებმა აღარ გარისკეს და მათთვის მისაღები შედეგი შეინარჩუნეს, სრულიად ბუნებრივია და ამაში არაფერია მიუღებელი. თუ უეფა მომავალში ისეთ ფორმატს მოიფიქრებს, რომ მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეული ვიყოთ, საწინააღმდეგო არაფერი მექნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
სავსებით მისაღები და ლოგიკური პასუხი გასცა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
იტალიაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აირჩიეს
პიერლუიჯი კოლინა შესაძლოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
კარლო ტავეკიოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
U21. ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა: სუპერწყვილები ნახევარფინალში
კარლო ტავეკიომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დატოვა
U21. ევროპის ჩემპიონატი: ფინალი ფავორიტთან
კარლო ტავეკიო: კონტე არ უნდა გაგვეშვა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით
კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნა იუარა
სკანდალი U21-ზე: სლოვაკეთი აბობოქრდა - გერმანია-იტალია ჩაწყობილი იყოო...