კახა ჩხეტიანის გუნდი სლოვაკეთშია და ადგილობრივ "ტრენჩინთან" მატჩისთვის ემზადება
ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთშია და ადგილობრივ "ტრენჩინთან" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება.

- ბერიძის წინააღმდეგ - რა გუნდია ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ტრენჩინი"

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 27 ივნისს, კახა ჩხეტიანის გუნდი თბილისიდან ჯერ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩაფრინდა, იქიდან კი სლოვაკურ თერმულ კურორტ პიეშტანიმდე (ტრენჩინს 30 კილომეტრითაა მოცილებული) ავტობუსით იმგზავრა და სასტუმრო "ჰოტელ პარკში" დაბინავდა.

16-საათიანი მგზავრობისა და დაღლილობის მიუხედავად, სასტუმროში დაბინავებიდან ნახევარ საათში გუნდი პიეშტანის მთავარ არენაზე სავარჯიშოდ მაინც გავიდა.

დღეს "ტორპედო" კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, "ტრენჩინთან" შეხვედრა კი 29 ივნისს, თბილისის დროით 19:20 სთ-ზე დაიწყება.

ქუთაისის "ტორპედო"

მეკარეები: 89 - როინ კვასხვაძე; 1 - მაქსიმე ქვილითაია; 12 - კახაბერ მეშველიანი;

მცველები: 2 - ვაჟა ტაბატაძე, 5 - დავით ხურცილავა, 3 - გურამ ადამაძე, 4 - ანრი ჭიჭინაძე, 17 - გიორგი გურული, 23 - გიორგი ქიმაძე, 25 - შალვა ბურჯანაძე;

ნახევარმცველები: 6 - ოლეგ მამასახლისი, 77 - მერაბ გიგაური, 8 - შოთა ბაბუნაშვილი, 30 - მათე კვირკვია, 80 - დავით ხურციძე, 22 - გრიგოლ დოლიძე, 88 - ბექა ტუღუში, 18 - ნიკო კვასხვაძე, 10 - გიორგი კუხიანიძე;

თავდამსხმელები: 9 - თორნიკე კაპანაძე, 99 - ლაშა კუჭუხიძე, 7 - გაბრიელ საღრიშვილი.

"ტორპედოს" პრესსამსახურის ფოტოები

დავით 67
martali-ს კარგად შეამჩნიე რომ ეს მორიგი მიზეზია!თუ წავაგეთ მგზავრობას ღავაბრალებთ,თუ ფრე (მოგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ) აი რა მაგრები ვართო იტყვიან! აბა 16 საათში ბრაზილიაში ჩავა კაცი
torpedo
გუნდი თბილისის დროით დილის ხუთის ნახევარზე გავიდა ქუთაისიდან და თბილისის დროით ცხრის ნახევარზე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. რამდენი გამოდის? უბრალო მათემატიკაა.
noe ( nini&noe) damwers
როგორც არ უნდა დაითვალო მაინც არ უნდა 8-9 საათზე მეტი. ბუდაპეშტიდან, ვენიდან, პრაღიდან. ყველგან დავფრინავთ პირდაპირი რეისით)) მაგრამ დიდი სურვილი მაქვს,რომ მალე მოვა ის დრო, ჩარტერული რეისებით იფრენენ ქართველი ფეხბურთელები ( სპორცმენები)
martali
სამსაათნახევარი უნდა თბილისიდან პრაღამდე,შემდეგ სამი საათი პრაღიდან ავტობუსით ტრენჩინამდე...მაგარი არეული დაუტვლია პრესსამსახურს...პლუს კიდე სამი ვთქვათ ქუთაისიდან თბილისამდე 16 როგორააა..აუ ვაი და წავაგეთ,თავს ვიმართლებთოოოოო
luk
თბილისში ჩასვლა რად უნდათ აეროპორტი იქვე არ აქვთ?
ლუკა
16 საათიო? ისიც დაგეწერათ ბარემ რომ მატარებლის სახურავზე ისხდნენ, რადგან მატარებელი გადაჭედილი იყო! აბა ესენი ისე "დაღლილან" ჭამის თავიც არ ექნებათ, არათუ თამაშის.
nini&noe
მგზავრობა ჩემო ტკბილო ხალხო იწყება იმ მომენტიდან როცა სახლიდან (ამათ შემთხვევაში ბაზიდან) გამოხვალ და სასტუმროს ოთახში შესვლით მთავრდება. ჰოდა სანამ ჩვენ "საცოდავ" ჟურნალისტებს რამეს დაუთვლით ჯერ თვითონ გამოთვალეთ ქუთაისიდან თბილსამდე 1 წუთში ჩავიდნენ თუ 3-4 საათში, აეროპორტში ავტობუსი პირდაპირ თვითმფრინავს მიაყენეს აქაც და იქაც თუ როგორც ჩვეულებრივმა მოკვდავებმა ისე გაიარეს საპასპორტო კონტროლი, ჩააბარეს და აიღეს ბარგი. ჰოდა ამას ყველაფერს რომ დათვლით ეგებ კი გამოგივდეთ 16 თუ არა 14 საათი მაინც. ამის მერე კი ეს ვითომ 2 საათიანი ცდომილება კი უნდა აპატიოთ. ნეტა სხვა არაფერი გვეშლებოდეს საქრთველოში და მაგას როგორმე გადავიტანთ (თუ დაუკვირდებით თქვენც შეგეშალათ მაგრამ აღიარეთ ???? )
xuco
წარმატეტები ბიჭებო, თქვენთან ერთად ყველა ქართულ გუნდს ევროსარბიელზე....
odala
16 საათიო - მოკლედ გასამართლებელს ეძებენ უკვე თუ წააგეს :)))
nini
noe-s გეოგრაფია იციან და რაგინდა შენ,მთავარია დიდი ანგარიშით არ წააგონ
noe
პრაღაში თუ პირდაპირი რეისით ჩაფრინდნენ, 3 საათი უნდა ფრენას და 4-5 საათი უნდა პრაღიდან ტრენჩინამდე ავტობუსით. 16 საათი საიდან მოიგონეთ.
gizog
ტორპედო დიდი და ტრადიციული გუნდია, ამიტომ მისი დიდი იმედი მაქვს, ბიჭებო თქვენ უნდა შეახსენოთ ქართული ფეხბურთი ევროპას, გფარავდეთ ღმერთი და გამარჯვებულები დაგვიბრუნდით.
dato
აბა თქვენ იცით წარმატებები ხვალინდელ მატჩში.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გიორგი ბერიძემ ისევ გამოიჩინა თავი
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
გიორგი ბერიძე "ტრენჩინიდან" "გენტში" ბრუნდება
გიორგი ბერიძემ "რუზომბეროკს" დუბლი შეასრულა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგას მიუახლოვდა
გიორგი ბერიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
სლოვაკეთში "სპარტაკმა" ჭანტურიშვილის გოლით, ბერიძის "ტრენჩინი" დაამარცხა
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი ბერიძე "გენტმა" ამჯერად უნგრეთის ჩემპიონატში გააიჯარა