ფინურ ფეხბურთში დიდი სკანდალი აგორდა - მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილი 6 ფეხბურთელი ამ ქვეყნის პოლიციამ დააკავა
ფინურ ფეხბურთში დიდი სკანდალი აგორდა - მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილი 6 ფეხბურთელი ამ ქვეყნის პოლიციამ დააკავა. პირველად ეს ინფორმაცია ფინურმა MTV3-მა დაწერა. 6-დან 4 ფეხბურთელი ფინეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონ, ვეიკაუსლიგაში გადასული "როვანიემის" წევრია, თუმცა თავიდან გვარები არ სახელდებოდა.

სამწუხაროდ, ჩვენი შიში ნაშუადღევს "როვანიემის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა - დაკავებულთაგან ერთ-ერთი ქართველი ლეგიონერი პავლე ხორგუაშვილია. აი, რას ვკითხულობთ "როვანიემის" საიტზე:

"კლუბმა 4 დაჭერილი ფეხბურთელის გარეშე გააგრძელა ვარჯიში. პოლიციამ ზამბიელები ჩანდა მვაბა, ჩილეშე ჩიბვე, ნჩიმუნია მვეეტვა და ქართველი პავლე ხორგუაშვილი დაიჭირა. მათ, ისევე როგორც ადრე დაჭერილ კრისტოფერ მუსონდას, თამაშების გარიგებებაში მონაწილეობის შესახებ დაკითხავენ. მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ალენმა, ჩვეულებრისამებრ მისცა დარჩენილ ფეხბურთელებს ვარჯიშზე დავალებები, თუმცა ის ძალიან შეწუხებულია.

- უნდა განვაგრძოთ მუშაობა, მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, თასის მატჩები კარს მოგვადგა და არც ლიგის სტარტია შორს. წარმოდგენაც არა მაქვს, რამდენი ფეხბურთელის იმედი უნდა იმ დროისთვის. პოლიციამ ჩემთვის განმარტების მოცემა არ ინდომა.

გუნდის გენერალური მენეჯერი იოუკო კიისტალა ამბობს: "პოლიცია ჩუმად არის, დეტალებს არ ახმაურებს. პარასკევს, შეიძლება, რაღაც გაირკვეს". პოლიციის დეპარტამენტის შეფი იუკა ლაკალა ადასტურებს, რომ "როვანიემის" 4 ფეხბურთელი დაკავებულია. ჯერჯერობით, იმის თქმაც არ შეგვიძლია ზუსტად, დააკვებულები ეჭვმიტანილები არიან, თუ მათ წინააღმდეგ საქმე ჯერ არ აღძრულა. ფინეთის პოლიცია შარშანდელი ლიგის 10 საეჭვო მატჩს იკვლევს.

შეგახსენებთ, რომ შარშან იკონენლიგაში პირველ ადგილზე გასული გუნდში ორი ქართველი ირიცხება, ტყუპი ძმები პავლე და ვალტერ ხორგუაშვილები. 23 წლის პავლე შემტევი ნახევარმცველია. გასულ სეზონში მან 24 თამაშში 10 გოლი გაიტანა. მისი ძმა ვალტერი უფრო დაცვითი ფუნქციებითაა გუნდში დაკავებული - 16 თამაში, 1 გოლი. დაკავებულნი არიან "როვანიემის" შარშანდელი შემადგენლობის ლიდერები: მვეეტვამ 13 გოლი გაიტანა, მუსონდამ - 8, ჩიბვემ - 9 და მვაბამ - 6. ჯამში "როვანიემის" 5 დაკავებულზე მოდის 46 გოლი (61-დან).

პავლე ხორგუაშვილმა შარშან იკონენლიგაში ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილი დაიკავა. გორელი ფეხბურთელი ადრე მოლდოვაში გამოდიოდა ("შერიფის" მეორე გუნდში), შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, სადაც ფინეთში წასვლამდე "გაგრას" ღირსებას იცავდა. პავლემ ახლახან, 6 მარტს ფინეთის ლიგის თასზე "ოულუსთან" გასვლით მატჩში (0:1) გამარჯვების გოლი გაიტანა.

მომზადებულია www.rops.fi-ის მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა