ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვის მოუგეს ჩვენმა კლუბებმა და ვინ ვართ ჩვენ?

ვის მოუგეს ჩვენმა კლუბებმა და ვინ ვართ ჩვენ?

ევროპის ლიგის განმეორებითმა მატჩებმა ყველა გაგვახარა. თბილისის "დინამომ" და "ზესტაფონმა" შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლება დამაჯერებლად მოიპოვეს: თბილისელებმა "გეფლე" შინაც 2:1 დაამარცხეს, "ზესტაფონმა" სლოვაკეთში 0:1 წააგო, მაგრამ შინ 3:0 მოგების შემდეგ, ეს მისაღები ანგარიში აღმოჩნდა...

ევროპის ლიგის განმეორებითმა მატჩებმა ყველა გაგვახარა. თბილისის "დინამომ" და "ზესტაფონმა" შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლება დამაჯერებლად მოიპოვეს: თბილისელებმა "გეფლე" შინაც 2:1 დაამარცხეს, "ზესტაფონმა" სლოვაკეთში 0:1 წააგო, მაგრამ შინ 3:0 მოგების შემდეგ, ეს მისაღები ანგარიში აღმოჩნდა.

სამარცხვინო წაგების (0:6) მერე, "ვიტ ჯორჯიამ", გასვლაზე ჩეხურ "ბანიკთან" ფრედ ითამაშა და სასიამოვნოდ გაგვაოცა. ფრე მოიმკა რუსთავის "ოლიმპმაც", ორბურთიანი სხვაობა ვერ ამოქაჩა და ჩვენდა სამწუხაროდ, შემდეგ წრეში ყაზახეთის ჩემპიონი გავიდა.

საქართველოსთვის პრეცედენტი დაფიქსირდა – ერთ სათამაშო დღეს, შემდეგ ეტაპზე ორი ქართული კლუბი გავიდა და უიმედოდ დარჩენილმა ქართველმა გულშემატკივარმა მცირედით მაინც გაიხარა. რა თქმა უნდა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებები ის გრძნობა არაა, რომელსაც წლებია უშედეგოდ ველით. ნამდვილ, ბარაქიან სიხარულამდე ძალიან დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ აქ ერთი რამაა დასაფიქრებელი: ვის მოუგეს ჩვენმა კლუბებმა და ვინ ვართ ჩვენ?

სლოვაკეთის უმაღლესლიგელი ბანსკა-ბისტრიცას ~დუკლას" ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს აღწევს - "ზესტაფონს" ამდენი ნამდვილად არ გააჩნია. ~გეფლეს" ბიუჯეტი 4 მილიონ ევრომდეა, ვეჭვობთ, თბილისის ~დინამოს" შვედური კლუბის დაფინანსების მეოთხედი ჰქონდეს.

ჩეხური ~ბანიკი" მდიდარი კლუბი არაა, მაგრამ მისნაირი წლიური ბიუჯეტი (დაახლოებით 6 მილიონ ევრომდე) ჩვენთვის სანატრელია. ვითომ ~ვიტ ჯორჯიას" მეპატრონეს აქვს იმის ფუფუნება, კლუბს სეზონში მილიონი ლარი დაახარჯოს?

რუსთავის ~ოლიმპსა" და აქტიუბინსკის ~აქტობეზე" კი იმდენი დაიწერა, თემას აღარ დავუბრუნდებით. უბრალოდ, განსხვავება უდიდესია – 25 მილიონი დოლარი რუსთაველთა (მაქსიმუმ) მილიონის წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ არ გვახარებს, რომ ქართული გუნდები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ: უეფასგან საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებენ, უეფას რეიტინგში კი საქართველოს ქულები შეემატება. უეფას თასისა და ინტერტოტოს გათამაშებების გაერთიანების შედეგად, ევროპის ლიგაში გუნდების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საწყისი ეტაპის მეტოქეთა ძალაც დასუსტდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდებმა წყვილად პირველად შეძლეს ევროტურნირების ორი ეტაპის გავლა და მესამე ეტაპზე გასვლა.

გარედან რომ შევხედოთ და არა ჩვენი ამბიციური გადასახედიდან, ~დინამო" და ~ზესტაფონი" ჩეხურ და შვედურ კლუბებთან ფავორიტად ვერ ჩაითვლებოდნენ. მათ მეტი ბიუჯეტიც აქვთ და არჩევანის საშუალებაც: ადვილი მისახვედრია, ერთი და იგივე პირობების შეთავაზების შემთხვევაში, უცხოელი ფეხბურთელი სად ითამაშს – შვედეთში, ჩეხეთში თუ საქართველოში, ხინკალის სიყვარულით კი კონტრაქტს არავინ აფორმებს.

ყაზახურ ინტერნეტ-გაზეთში სიანტერესო კომენტარი ამოვიკითხეთ: ~აქტობეს" კაპიტან სამატ სმაკოვს ჰკითხეს - ~ყაზახეთის ჩემპიონატში ~ოლიმპი" რომელ ადგილს დაიკავებდაო?". გუნდის ლიდერმა უპასუხა – პირველი ექვსეულისთვის იბრძოლებდაო.

ჩვენ კი ვიკითხოთ, რა შანსი ექნებოდა ~აქტობეს" ~ოლიმპთან", რუსთაველების მსგავსი მწირი ბიუჯეტის შემთხვევაში, ან რამხელა უპირატესობით მოიგებდა ~დინამო" შვედურ კლუბთან, ~ზესტაფონი" კი ჩეხურთან?

ბოლო წლებში საქართველოში უიმედობა ფეხბურთსაც გადაედო, ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ ფინანსური გაჭირვების გამო არსებულ პრობლემებსა და რეალურ პოტენციალს. მათ შორის ზღვარსაც ვერ ავლებენ, აიგივებენ და ფიქრობენ, რომ უფულობის გამო შექმნილი პრობლემები უნიჭობის შედეგია.

როდესაც ერთი გუნდი მეორეზე მინიმუმ ოთხჯერ მდიდარია, არჩევანის ბევრად მეტი საშუალებაც გააჩნია და ამ ყველაფრის შემდეგ მაინც ქართული ფეხბურთის პოტენციალს რომ გადაუსვამ ხაზს, სულ მცირე არაობიექტურობაა.

შეხდეთ აზერბაიჯანელებს: მიუხედავად იმ უზარმაზარი საშუალებებისა, რომელსაც მოთამაშეების გაზრდას ახარჯავენ, ერთი მოთამაშე ჰყავთ ~ტვენტეში" და ისიც არ თამაშობს. ამის მიუხედავად, უკვირთ, მხოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე რომ ვერ გადიან. კახა ცხადაძე ლამის ჯვარს აცვეს, პოლონეთის ჩემპიონს როგორ ვერ მოუგეო. არადა, სად პოლონური და სად აზერბაიჯანული ფეხბურთი, უზარმაზარი სხვაობაა ტრადიციებში, პოტენციალსა და შესაძლებლობებში, რომესაც დიდი ფულიც ვერ წაშლის.

არანაკლები დიდი თანხები ჩაიდო ყაზახეთის კლუბებში, მაგრამ საკუთარი ფეხბურთელი არათუ რომელიმე ძლიერ კლუბში, ელემენტარულად, ნორმალურ ლიგაშიც ვერ გაუშვეს. მათი საუკეთესო მოთამაშეები ადგილობრივ პირველობაზე ასპარეზობენ და მიუხედავად ამისა, ევროტურნირებზე ვერაფერს აღწევენ. ცინცხალი მაგალითი – ოთხიდან სამი კლუბი ევროთასებიდან გაუგდეს, ლეგიონერებით გაძლიერებულ ~აქტობეს" კი ნაკრების მიღმა დარჩენილი მოთამაშეებისგან შედგენილი ~ოლიმპის" მოგებაც გაუჭირდა – ოდნავ უკეთესი შეთამაშებისა და საკადრო არჩევანის შემთხვევაში, რუსთაველები ყაზახეთის სიამაყეს აუცილებლად დაამარცხებდნენ.

უცხოეთში, ძლიერ თუ სუსტ ლიგებში, 400-დე ქართველი მოთამაშეა. 100 მათგანის დაბრუნება ჩვენი პირველობის დონეს რადიკალურად გაზრდის, საამისოდ კი მეტი თანხებია საჭირო – ეს ყველამ ვიცით.

ჩვენი კლუბების ფინანსური სიმწირის გამო, არალოგიკურად ჩანს ჩეხებთან და შვედებთან მოგება. თუმცა, ქართული ფეხბურთის პოტენციალზე მიუთითებს, რომელსაც თანადგომა და ათვისება სჭირდება.

ქართული ფეხბურთი ნავთობის საბადოს ჰგავს, რომელსაც უფულობის გამო ვერ ითვისებენ. უფულოდ ქართული ფეხბურთის საბადოც აუთვისებელი დარჩება და ყოველთვის გული დაგვწყდება, ჩვენზე უნიჭო საფეხბურთო ქვეყნის გუნდები რომ გვიგებენ. გაგვიკვირდება ის იშვიათი წარმატებებიც, რომელიც ქართული ნიჭის შედეგი უფროა, ვიდრე კანონზომიერება ფულით გარყვნილ საფეხბურთო სამყაროში.

ბოლო წლებში, სხვადასხვა დროს, საქართველოს სამი ცნობილი კლუბის სკაუტი ესტუმრა, ~აიაქსის", ~ბაიერნისა" და ~ინტერის". სამივეს აზრი იდენტური აღმოჩნდა: საქართველო უდიდესი ტალანტების სამშობლოა, მაგრამ ვერ იყენებთო.

რუსეთის პრემიერლიგაში, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ლიგების სამეულშია, უცხოელი ლეგიონერების რაოდენობით, საქართველო მეოთხე ადგილზეა – ეს ხდება რუსეთში ქართველებისადმი აგორებული აგრესიის, სავიზო თუ სხვა შეზღუდვების მიუხედავად.

~ბი-ბი-სის" რუსულენოვან ვებ-გვერდს შვიდიოდე წლის წინათ ინგლისელმა საფეხბურთო მიმომხილველმა დან ბრენანმა ბრძანა, პოსტსაბჭოეთში ყველაზე დიდი საფეხბურთო პოტენცალი არც რუსეთს აქვს და არც უკრაინას - სატრანსფერო ბაზარზე პატარა საქართველოს აქტიურობოს ფანტასტიკური მაჩვენებელი გააჩნია, ეს კი მიუთითებს, რომ ამ ქვეყანას უდიდესი საფეხბურთო პოტენციალი აქვსო.

მთავარია, საკუთარი ძალების თავად ვიწმუნოთ – ეს, ალბათ, საქართველოსა და ქართველებისთვის უფულობაზე ნაკლები პრობლემა არაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული

"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ

პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა

"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს