"ტორპედო" 29 ივნისს ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გამართავს
ქუთაისის "ტორპედო" 29 ივნისს, სლოვაკეთში ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას "ტრენჩინის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:20 საათზე დაიწყება.

გაურკვეველი მიზეზების გამო, მატჩისწინა პრესკონფერენცია სლოვაკეთში არ ჩატარებულა. ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს სლოვაკეთში დავუკავშირდით და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

"მეტოქე შევისწავლეთ. ეს კარგი ლეგიონერებით დაკომპლექტებული ევროპის საშუალო დონის გუნდია. "ტრენჩინში" ჰოლანდიელი და ნიგერიელი ფეხბურთელები თამაშობენ. იცით, რომ ქართველი გიორგი ბერიძეც მათ ღირსებას იცავს.

ჩვენი მეტოქე შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, უყვარს პრესინგი და მთელი ჩემპიონატში ბევრი გოლი გაიტანა.

ჩვენი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ვაჟა ტაბატაძემაც დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში. ვფიქრობ, შანსები 50-50-ზეა. არ მგონია, ამ წყვილში ყველაფერი ხვალინდელ მატჩში გაირკვეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 16-საათიანი მგზავრობა ჩვენს ფეხბურთელებზე უარყოფითად არ იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ყველა აქ მყოფი ფეხბურთელი ამ მატჩისთვის მზადაა. სხვა შემთხვევაში, მოედანზე ვერ გამოვლენ. ჩვენ აქ საქართველოს სახელს ვიცავთ და უფლება არ გვაქვს, რამე დავაკლოთ.

ერთი რამ კია: სლოვაკები ცუდად გაგვიმასპინძლდნენ. ამხელა გზიდან ჩამოსულებს არც ავტობუსი დაგვახვედრეს, არც სასტუმროს მხრივ შეგვიწყვეს ხელი. უეფას წარმომადგენლებისგან ამის გამო საყვედურიც მიიღეს", - გვითხრა ჩხეტიანმა.

fsiuuu
ხოდა ისინიც ჩამოვლენ აქეთ, ერთი გავიგო რომ დიდი ზარზეიმით დახვდით ჩათვალეთ რომ 1 გულშემატკივარი მოგაკლდათ ჩემისახით!!
givi quteisi
გასაგებია ცუდი მასპინძლობა, მაგრამ ერთი წარმომადგენლის გაგზავნა 2-3 დღით ადრე არ მოსულა? თუ რაფერაა საქმე მარტო ვიღაცა ევროპიელის განწყობაზე უნდა ჩამოვეკიდოთ?
rezo
ავტორიტეტი რა სჰუასჰია ისე უნდა დახვდე როგორც წესი და რიგიაა არ სჰეიდლება ეგრე სუფტა გნიდობა საქციელია
Irakli apkhaidze
ავტორიტეტი რა შუაშია, ავტობუსი რომ უნდა დაახვედრო გუნდს და სასტუმროს დაჯავშნაში დაეხმარო ამისთვის ჩემპიონთა ლიგა უნდა ჰქონდეს მოგებული? გამოდის რო ტოპ კლუბების გარდა აღარავის დახვედიან ნორმაურად. 16 საათიანი მგზავრობა კიდე ქუთაისიდან გასვლიდან საასტუმროს შესვლამდე ითვლება, 16 საათი არ ხარ ჰაერში, მარა გზაში ხარ, ან მიდიხარ, ან ჩერდები და ა.შ....
zaza tbilisi
...ცოტა ძვირიანი ბილეთები რომ გეყიდათ,... ...ასეთი თამაშის წინ 16 საათიანი მგზავრობა რა უბედურებაა,...
krazana
ხელშეწყობაზე-გუნდის ავტორიტეტსაც გააჩნია
sos
რა ამბავია 16 საათი ფეხით ხომ არ მიდიოდნენ
კახა ქირია
ვერ გავიგე ჩერეზ ნიუ-იორკი იმგზავრეს,მაქაც 12საათი უნდა და 16სთ.საიდან წავიდნენ ნეტა.
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
გიორგი ბერიძემ ისევ გამოიჩინა თავი
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
სლოვაკეთში "სპარტაკმა" ჭანტურიშვილის გოლით, ბერიძის "ტრენჩინი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ქუთაისის "ტორპედო" კაპიტანმა დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გიორგი ბერიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გიორგი ბერიძე "ტრენჩინიდან" "გენტში" ბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გიორგი ბერიძემ "რუზომბეროკს" დუბლი შეასრულა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგას მიუახლოვდა
გიორგი ბერიძე "გენტმა" ამჯერად უნგრეთის ჩემპიონატში გააიჯარა