დღეს კახა ჩხეტიანის გუნდი ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ტრენჩინთან" პირველ მატჩს სტუმრად გამართავს
დღეს, 29 ივნისს, ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ტრენჩინთან" პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს. მატჩი ხელოვნურსაფარიან "ნა სიჰოტიზე" თბილისის დროით 19:20 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას სლოვაკური ტელეკომპანია DAJTO გეგმავს.

თამაშისთვის "ტორპედო" ტრენჩინიდან 30 კილომეტრის მოშორებით, პიეშტანიში მოემზადა. თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, ტორპედოელებმა 28 ივნისს მატჩისწინა ბოლო ვარჯიშიც გამართეს. საბედნიეროდ, სლოვაკეთში ჩასული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

- ქუთაისის "ტორპედო": 16-საათიანი მგზავრობა და ვარჯიში სლოვაკეთში [PHOTO]

გაურკვეველი მიზეზების გამო მატჩისწინა პრესკონფერენცია სლოვაკეთში არ ჩატარებულა. ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს სლოვაკეთში დავუკავშირდით და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ. მწვრთნელის თქმით, შანსები 50/50-ზეა, მისი გუნდის ყველა ფეხბურთელი კი თამაშისთვის მზადაა. ჩხეტიანმა სლოვაკური მხარის ცუდ მასპინძლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

- კახა ჩხეტიანი: სლოვაკები ცუდად გაგვიმასპინძლდნენ

- ევროთასები 2017/18. ჩვენ და სლოვაკები: აქაც უარყოფითი ბალანსი...

მომავალ მატჩთან დაკავშირებით კომენტარები "ტორპედოს" ფეხბურთელებმაც გააკეთეს:

გიორგი კუხიანიძე: "მეტოქე მეტ-ნაკლებად შევისწავლეთ. ვფიქრობ, რთული და დაძაბული მატჩი იქნება. შანსებს მაინც თანაბრად ვაფასებ. სტუმრად გატანა უნდა შევძლოთ, რაც საპასუხო თამაშში გამოგვადგება".

ბექა ტუღუში: "ურთულესი თამაში გვექნება, მაგრამ ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ. ყველამ თავი უნდა დავდოთ. შანსები 50/50-ზეა".

თორნიკე კაპანაძე: "ძალიან საპასუხისმგებლო თამაშია. მეტოქის არ გვეშინია. ვიმედოვნებ, ორი მატჩის ჯამში დადებით შედეგს მივაღწევთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ".

ანრი ჭიჭინაძე: "დაძაბული ბრძოლა იქნება. უნდა მოვინდომოთ, საკუთარი ძალის ვირწმუნოთ და შეხვედრა სასურველი შედეგით დავასრულოთ. შემდეგი თამაში ქუთაისშია და "ტრენჩინზე" ნაკლები შანსი ნამდვილად არ გვაქვს".

გრიგოლ დოლიძე: "საკუთარ შესაძლებლობებს თუ სრულად გამოვავლენთ, არ გაგვიჭირდება. "ტრენჩინი" ახალგაზრდული, მოძრავი გუნდია, მაგრამ დადებითი მხარეები ჩვენც გვაქვს და მგონია, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ".

აქამდე "ტრენჩინი" ევროტურნირებზე მეზობელი "ჟილინას" სტადიონით სარგებლობდა, საკუთარ არენაზე თამაშის უფლება კი "ტორპედოსთან" დაპირისპირებამდე მოიპოვა. მეტოქე ახალგაზრდული და ინტერნაციონალური გუნდია. "ტრენჩინს" 12 ლეგიონერი ჰყავს. მათ შორისაა ქართველი გიორგი ბერიძე, რომელსაც იჯარა ახლახან გაუხანგრძლივეს.

- ბერიძის წინააღმდეგ - რა გუნდია ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ტრენჩინი"

ქუთაისის ტორპედო

მეკარეები: 89 - როინ კვასხვაძე; 1 - მაქსიმე ქვილითაია; 12 - კახაბერ მეშველიანი;

მცველები: 2 - ვაჟა ტაბატაძე, 5 - დავით ხურცილავა, 3 - გურამ ადამაძე, 4 - ანრი ჭიჭინაძე, 17 - გიორგი გურული, 23 - გიორგი ქიმაძე, 25 - შალვა ბურჯანაძე;

ნახევარმცველები: 6 - ოლეგ მამასახლისი, 77 - მერაბ გიგაური, 8 - შოთა ბაბუნაშვილი, 30 - მათე კვირკვია, 80 - დავით ხურციძე, 22 - გრიგოლ დოლიძე, 88 - ბექა ტუღუში, 18 - ნიკო კვასხვაძე, 10 - გიორგი კუხიანიძე;

თავდამსხმელები: 9 - თორნიკე კაპანაძე, 99 - ლაშა კუჭუხიძე, 7 - გაბრიელ საღრიშვილი.

ყური მიგდე -s
ოჰ შენ ადგენ სტანდარტს კარგი ქართველების?!! აბა ეს ტარტაროზი ქართველების მოძულეეები..კარგი რა თუ ძმა ხარ..არაპროფესიონალიზმი რომ ქართული გუნდების აქილევსია, ეს ახალი შენთვის?!! როგორ შეიძლება თუნდაც 16 საათი გზაში იყო?!! ეს დაგეგმარების პრობლების დამახასიათბელი ნიშანია!! მე მიყვარს ქართული სპორტი ნეტა ყველას მასე აღელვებდეს, თუნდაც სპორტის მესვეურებს!!! და მანდედან მერწმუნე ბევრს ვიცნობ!!
krazana
რა ამბავია 16 საათი სად მიფრინავდნენ ნეტა?
მიშა
აბსულუტურად არ მესმის სხვადასხვა გუნდების (დინამო, ტორპედო, სამტრედია ... ) გულშემატკივრებად დაყოფა, როცა კლუბები ევროსარბიელზე გამოდიან საქართველოს სახელით.
giga
dinamos baleshikebi nu postavt aq torpedos carUMateblobazr,gasagebia? tqven savachro gunds mixedet cadit,dezertirebis optavio bazrad rom gadaaqcia PLagmanee tqvenma FIFOM :D
barbare
აი რა მომწერა ერთმა სლოვაკმა დგეს Vcera govorili sto fani v kutaisach poslednij ras brosali metalovije stangi na igrakov
quTaiseli
სად კინო და სად რეალობა რეალობაა მთავარი.
ალეკსანდრე
აქ რომ ჩამოვლენ ჩვენც ადეკვატური მასპინძლობით დავხვდეთ,ზოგჯერ ზედმეტ ყურადღებს ვიჩენთ იმათ მიმართ ვინც ნამდვილად არ იმსახურებს, და საერთოდ სტუმართ მასპინძლობაშიც ზომიერება სჯობს
jiji
ოოო! სლოვაკების სტუმართმოყვარეობა იმდროინდელ რაჭველებს ჰკითხეთ (არიან ჯერ კიდევ და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ), რომ "მეგობრობდნენ" მათთან! კინოფილმი კი გადავიღეთ მშვენიერი, მაგრამ რეალურად... რა მოგახსენოთ!
ყური მიგდე
რა hm? წერა კითხვა არ იცი? თუ მიანცდამაინც ქართველებს უნდა აგინო? ან სპორტთან რამე შეხება გქონია? ეს ყველაფერი არის მასპინძლების გასაკეთებელი, რაზედაც უეფა წარმომადგენელმაც შენიშვნები მისცა სლოვაკურ მხარეს... როგორ დავიღალე ასეთი უვარგისი ქართველებით!
quTaiseli
არარის საჭირო გადამთიელების გაპრავება ჩემი აზრით როარ ქონოდა ჩხეტიანს ამის თქმის საფუძველი არც იტყოდა იმას რაც თქვა.ზოგადადაც სლოვაკები დიდი სტუმარმასპინძლობით არც არასდროს გამოირჩეოდენ.
vaso
წარმატებები ჩემს ქუთათურებს, მაგრამ რა ვთქვა რა ვიცი, ისე ბერიძის წარმატება უფრო გამახარებს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ისევ და ისევ ნაკრების სასიკეთოდ, რადგან ვიცი, ეს გუნდი კიდეც რომ გაიაროს ტორბედომ ჯგუფში მაინც ვერ მოხვდება. ბერიძეს კი გამოცდილება და მომავალი გაეხსნება და იქნებ ვაისმა გამოიძახოს კიდეც
hm
ცუდად დახვედრაში..ის ხომ არ იგულისხმობა, რომ ტორპედოს მესვეურებმა არ იზრუნეს და არ გაარკვიეს ავტობუსის შესახებ, თუ სლოვაკებს უნდა მიემართათ, არიქა ავტობუსი და სასტუმრო ხომ არგინდათო?!!
S.P
mcams ert burts elva heagdebs,ertsac dolidze aucileblad an kutxuridan hauxvevs ori burtis gatanis mjera. imedianad var tanac hveni dacva urigo araa.
nika
ქართული გუნდებიდან მარტო ტორპედოს იმედი მაქვს, ტრენჩინი არაა ის გუნდი, რომლის ორმატჩიან დუელში დამარცხება შეუძლებელია, 1-1 გასვლაზე კარგი შედეგი იქნებოდა
gizog
წარმატებები ბიჭებს და მთლიანად ქართველთა სათაყვანებელ ქალაქს ქუთაისს. ბიჭებო მთავარია ირწმუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება, რომელი გრანდი ეგ გუნდია. ქართულ ფეხბურთს მონდომების შემთხვებაში ბევრჯერ მიუღწევიათ წარმატებებისთვის და ახლაც ამას გისურვებთ ქუთათურებო. წინ ტორპედო!
ლუკა
წარმატებას ვუსურვებ ტორპედოს! მიდით ბიჭებო მიადეთ.
Akakkop
რატო Mოუგებენ საიდან იცი .. ჩვენ არგვაქ იმის ფუგუნება რომ დინამოს ფანი იყო და ტორპედო გეზიზგებოდეს. პირადად სამტრედიას ფანი ვარ. ცოტა მეტი ოპტიმიზმია საჭირი . და შენაირები იტყვიან ქარტულ ფრხბურტს გვერდში უდგავარტო .
ebbe sandi
მოგიგებენ 4-0 და ეგ იქნება კარგი თქვენთვის
999
ერთი გამაგებინეთ რომელია თქვენთვის კარგი, როგორ შეიძლება ყველა ცუდი იყოს და თქვენ იყოთ ყველაზე კარგები
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
გიორგი ბერიძემ ისევ გამოიჩინა თავი
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა
"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა
საქართველოს თასი. პოსტფაქტუმ: ტუღუშმა ასეთები იცის!
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
სლოვაკეთში "სპარტაკმა" ჭანტურიშვილის გოლით, ბერიძის "ტრენჩინი" დაამარცხა
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
გია გეგუჩაძე: ორივე მატჩში მოსაგებად გავალთ მოედანზე
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
გიორგი ბერიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!
ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
გიორგი ბერიძე "ტრენჩინიდან" "გენტში" ბრუნდება
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
თბილისის "საბურთალოს" ორი ახალწვეული ჰყავს
გიორგი ბერიძემ "რუზომბეროკს" დუბლი შეასრულა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგას მიუახლოვდა
ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
დინამო (თბ)-სპარტაკი (სუბ) 1:1 - კუხიანიძის ულამაზესი გოლი [VIDEO]
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ანრი ჭიჭინაძე: "საბურთალოს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა
გიორგი ბერიძე "გენტმა" ამჯერად უნგრეთის ჩემპიონატში გააიჯარა