ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" ფანებთან შერიგება განიზრახა და ლონდონის "ჩელსიში" გადასვლის მიზეზებზე გულახდილად ილაპარაკა
ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" ფანებთან შერიგება განიზრახა და განაცხადა, რომ "ჩელსიში" იმიტომ გადავიდა, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტიში" რომ არ გადასულიყო.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფორვარდი მერსისაიდიდან ლონდონში იანვარში, სატრანსფერო სეზონის დახურვის დღეს გადაბარგდა, უფრო სწორედ კი გაიქცა. "ლურჯების" მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა მასში ბრიტანეთისთვის სარეკორდო თანხა, 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ბედის ირონიით "ელ ნინიოს" პირველივე შეხვედრამ თავისი ყოფილი გუნდის "ლივერპულის" წინააღმდეგ მოუწია. თავად ტრანსფერმა და ასეთმა დამთხვევამ ლივერპულში ბევრი გააბრაზა. ფანებმა მელვუდის საწვრთნელ ბაზასთან მისი ნომრიანი მაისურაც კი დაწვეს.

"არ მინდოდა "მანჩესტერ სიტიში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა. "ლივერპულისადმი" ერთგულების გამო ამას არასდროს გავაკეთებდი - თქვა ფორვარდმა, რომელსაც ზაფხულში "სიტიც" ეპატიჟებოდა და "იუნაიტედიც" - გარდა ამისა, მინდა ყველამ იცოდეს, რომ "ლივერპული", რომლიდანაც მე წავედი, აღარ იყო ის "ლივერპული" რომელშიც თავის დროზე გადავედი. ჩემთვის უკვე გაუგებარი იყო რა უნდოდა კლუბს, რა გზას ადგა.

მერედა, განა მე ვიყავი პირველი, ვინც "ენფილდ როუდი" დატოვა? გაიხსენეთ ხაბი ალონსო, ხავიერ მასკერანო, ალვარო არბეოლა, ალბერტ რიერა და თუ გინდათ თავად მწვრთნელი რაფა ბენიტესი. კარგად რომ დავთვალოთ, 20-30 კაცი წავიდა და მიზეზი ყველას ერთი ჰქონდა, თავისი კარიერის გაუმჯობესება უნდოდათ.

თავიდან "ლივერპულიდან" წასვლაზე არც კი ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ "ჩელსის" მატარებელმა ისე ახლოს ჩამიარა, რომ შეუძლებელი იყო, არ შევმხტარიყავი. რატომ? იმიტომ, რომ ტიტულის მოგებაზე ვოცნებობდი. მინდა პრემიერლიგის ჩემპიონი გავხდე და ვიფიქრე, რომ "ჩელსის" შემადგენლობაში ამას უფრო შევძლებდი".

მოგეხსენებათ, ესპანელ ფეხბურთელს "ჩელსისთან" შერწყმა გაუჭირდა. ის არა მარტო მოედანზე ჩანდა დაბნეული და დამფრთხალი, არამედ, როგორც ირკვევა ლონდონშიც.

"რამდენიმე კვირა ძალიან გამიჭირდა - გულახდილობს ტორესი - ჯერ ერთი ქალაქი არ ვიცი, მეორეც ბინა მქონდა საშოვნელი, ოჯახი უნდა დამებინავებინა... მოკლედ, გვარიან არეულობაში ამოვყავი თავი. ლონდონის ლივერპულთან შედარება არც შეიძლება, ის გაცილებით დიდი ქალაქია და მასთან შეგუება ორმაგად ძნელია. შინიდან ვარჯიშზე მისვალს 40 წუთი ვუნდები. ხანდახან, თუ "საცობებია", მეტ ხანსაც... მაგრამ მე ვიცი, პრემიერლიგაში ჩემი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის. ამაში ეჭვი არ მეპარება.

ამწუთას, ყველაზე მეტად დამშვიდება და სასიამოვნო ფიქრებზე გადართვა მჭირდება. ახალი ცხოვრებით კმაყოფილება უნდა მივიღო. "ჩელსის" ჯერ კიდევ შეუძლია როგორც პრემიერლიგის ჩემპიონობა ასევე ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება. ოთხი კვირის წინ ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი, ახლა კი ტიტულებზე ხმამაღლა ვლაპარაკობ.

მე ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოვიგე, მაგრამ ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვო იმ კლუბთან ერთად, რომელშიც თამაშობ. მართალია შინიდან შორს ვარ, მაგრამ "ჩელსი" ის გუნდია, რომელიც გამარჯვების შანსს მაძლევს. შემდგომი 50 წლის განმავლობაში ის "არსენალთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად უმაღლესი ჯილდოებისთვის იბრძოლებს".

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ