"ჟირონას" "სიტის" მფლობელი არაბული კომპანია იყიდის
კატალონიური ჟირონა (ესპანურად - ხერონა) 100-ათასიანი ქალაქია, რომლის კლუბი "ჟირონა" ესპანური ფეხბურთის ელიტაში პირველად ითამაშებს, ამიერიდან "რეალს", "ბარსასა" და სხვებს 9-ათასიანი "ესტატი მონტილივიც" უმასპინძლებს.

ახლა ვთქვათ, რატომ მიიქცია ჩვენი ყურადღება "ჟირონამ" - "მარკას" თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ სიტის" მეპატრონეები დღე-დღეზე ამ კატალონიურ კლუბს შეიძენენ. ბოლო წლებში "სიტი" და "ჟირონა" ისედაც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მაგალითად, გასულ სეზონში ლა ლიგაში გადასვლაში დიდი წვლილი შეიტანეს პაბლო მაფეომ, ანჟელინომ და პაბლო მარიმ. სამივე ეს ფეხბურთელი "სიტის" საკუთრებაა" და "ჟირონაში" იჯარით თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ "სიტის" მფლობელი არაბული კომპანია "აბუ დაბი იუანაიტედ გრუპია", ახლა ეს კომპანია "ჟირონასაც" შეისყიდის.

როგორც ამბობენ, ისტორია ამით სულაც არ დასრულდება, ახალი მეპატრონეები თვისობრივად შეცვლიან "ჟირონას" მიზანს მომავალ ლა ლიგაში. კატალონიელებს ადგილის შენარჩუნებაზე მეტი ექნებათ გეგმებში, რადგან არაბები ტრანსფერებისთვის საკმაო თანხებს გამოყოფენ, პლუს "სიტისგან" ფეხბურთელები ისევ მოვლენ.

ამ ორი კლუბის დაახლოებაში დიდი წვლილი მიუძღვის პერე გვარდიოლას, ხოსეპ გვარდიოლას ძმას. არაბები აპირებენ კლუბის აქციების 80%-ის ყიდვას კომპანია TVSE Futbol-სგან, ასევე შეიძენენ 12%-ს ყოფილი ბოსის, ხოსეპ დელგადოსგან.

გასულ კვირაში ამ მიზნით მანჩესტერში იყო ჩასული "ჟირონას" სპორტული დირექტორი კიკე კარსელი. ახალ პროექტში დიდი როლი ექნება პერე გვარდიოლასაც.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ჟირონამ", რომელიც 1930 წელსაა დაარსებული, მეორე ადგილი დაიკავა. მომავალ სეზონში კატალონიას "ბარსელონასა" და "ესპანიოლის" გარდა "ჟირონაც" წარადგენს. "ჟირონამ" ბევრი იბრძოლა ელიტისთვის, 2013, 2015 და 2016 წლებში ის პლეი ოფში მარცხდებოდა.

პაბლო მაჩინის გუნდში თამაშობს იტალიელი სამუელე ლონგო, რომელიც მილანის "ინტერისგან" არის განათხოვრებული. 25 წლის იტალიელმა 14 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. 9 გოლი გაიტანა სანდასამ, 8 - პორტუმ, ხოლო 7 - ბორხა გარსიამ. 6 გოლი რუბენ ალკარასის ანგარიშზეა. 4 გოლი გაიტანა 28 წლის მცველმა ალკალამ. სხვათა შორის, ამ გუნდის წევრი ახლახან გახდა "ბილბაოს" გამოცდილი გოლკიპერი გორკა ირაისოსი.

42 წლის მაჩინი გუნდს 2014 წლიდან წვრთნის. მანამდე იგი მხოლოდ "ნუმანსიასთან" იყო დაკავშირებული, სადაც მთელი საფეხბურთო კარიერა გაატარა. ის ჯერ კიდევ 25 წლის იყო, როცა "ნუმანსიას" სარეზერვო გუნდი ჩაიბარა, იმ დროისთვის მას ფეხბურთისთვის თავი ორი წლის დანებებული ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" უკრაინელი კონკურენტი ეყოლება?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"სევილიას" ამბები: პლუს ახალი მწვრთნელი, მინუს ძირითადის მცველი
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"სევილიამ" მწვრთნელი პაბლო მაჩინი გადააყენა
ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე უგოლო ფორვარდთა ათეულში მოხვდა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
204-სანტიმეტრიანი უკრაინელი თავდამსხმელი "ჟირონაში" გადავიდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?