უბერებელი ფორვარდი ისევ პრემიერლიგაში ითამაშებს
ჯერმეინ დეფოს ისევ პრემიერლიგაში ვიხილავთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ვეტერანი გოლეადორი "ბორნმუთში" ჩაირიცხა. ეს ტრანსფერი დიდხანს იხილებოდა ბრიტანულ მედიაში და ახლა მხარეებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

34 წლის ფორვარდმა "სანდერლენდი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ალუბლებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ 2000/01 წლების სეზონში დეფო "ვესტ ჰემიდან" ერთი სეზონით სწორედ "ბორნმუთში" გახლდათ განათხოვრებული და იქ ზედიზედ 10 მატჩში შეძლო გოლების გატანა. მაშინ ჯერმეინი ნორჩი ფორვარდი გახლდათ, ახლა კი უკვე ღვაწლმოსილის სტატუსით უბრუნდება "ბორნმუთს".

"შესანიშნავია, რომ დავბრუნდი. ერთი, რისი გარანტიის მოცემაც შემიძლია, ის არის, რომ გოლებს გავიტან. ასეთ კარგ გუნდში გადმოსვლა, რომელსაც ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს, ადვილი გადასაწყვეტი იყო" - განაცხადა დეფომ, რომელმაც წინა სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა.

როგორც იცით, დეფო წლების განმავლობაში აღარ გახლდათ ინგლისის ნაკრების წევრი, მაგრამ გარეთ საუთგეიტმა იგი ეროვნულ გუნდში დააბრუნა. "ჩარლტონის", "ვესტ ჰემის", "პორტსმუთის", "ტოტენჰემის", "ტორონტოსა" და "სანდერლენდის" ყოფილი ფეხბურთელი პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზეა, 468 შეხვედრაში გატანილი 158 გოლით.

"ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი გუნდის ისტორიაში. გოლების გატანისთვის დაბადებული ფეხბურთელი შევიძინეთ, რომელიც ზუსტად ესადაგება ჩვენი კლუბის მიზანსა და ხედვას" - განაცხადა "ალუბლების" მწვრთნელმა ედი ჰაუმ, რომელიც მხოლოდ 5 წლითაა დეფოზე უფროსი.

ჯერმეინის ექსკლუბი "სანდერლენდი" კი მოლაპარაკებებს ინგლისის პირველი ჩემპიონის, "პრესტონის" მწვრთნელთან, საიმონ გრეისონთან აწარმოებს და "შავი კატები", რომლებიც დევიდ მოიესის წასვლის მერე უთავკაცოდ არიან, შესაძლოა, სწორედ ამ სპეციალისტმა ჩაიბაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სერხიო აგუერო მე-7 ადგილზეა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მჩ 2018. შესარჩევი ციკლი. ფაქტები და სტატისტიკა: ბეჭდაუდებლები და გოლგაუშვებელი
გერმანია-ინგლისის წინ: საომარი დათვალიერება დორტმუნდში
ჯერმეინ დეფო ეთიკური და სპორტული ღირებულების დაცვისთვის დააჯილდოეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კოულს მოტყუებით ვიაგრა დაალევინეს და იხსენებს, რომ მოედანზე "სამი ფეხით" დარბოდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ინგლისის ნაკრები: ვინ იქნება პირველი ნომერი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები