გაიცანით 2018 წლის მუნდიალის ბურთი "კრასავა"
1970 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, მსოფლიოს ყველა ჩემპიონატს ჰქონდა თავისი ოფიციალური, ბრენდირებული ბურთი, რომლებსაც მუდმივად "ადიდასი" უშვებს. 1970-დან 1998 წლის ჩათვლით, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ან კოპლებიანი ბურთებით თამაშობდნენ, ან "ტანგოს" ბრენდით გამოცემული ბურთებით - 2002 წლიდან ახალი ერა იწყება და ამაზე ქვემოთ...

2002 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას ფევერნოვა"

"ტანგოს" ბრენდით გამოშვებული ბურთების ეპოქა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დამთავრდა, 2002 წლიდან კი კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა - "ადიდასმა" თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულიად ახალი ბურთი შექმნა, რომელსაც "ფევერნოვა" უწოდა.

ეს იყო ერთბაშად რამდენიმე მატერიისგან შეკერილი ბურთი, კიდევ უფრო მსუბუქი და ტურბულენტური - სწორედ აქედან იწყება ისეთი ბურთების წარმოება, რომლებსაც ჰაერში რამდენჯერმე შეუძლია მიმართულების შეცვლა - გაიხსენეთ სწორედ 2002 წლის მუნდიალზე, ბრაზილია-ინგლისის შეხვედრაში რონალდინიოს ბრწყინვალე და ამავდროულად, კურიოზული გოლი, როდესაც დევიდ სიმენმა ვერაფრით გაიგო, თუ საით მიფრინავდა ბურთი, რომელიც ბოლოს ბადეში აღმოაჩინა...

2006 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას თიმგეისტი"

როგორც "ადიდასის" წარმომადგენლები გვაუწყებენ, პირველად ისტორიაში, ბურთების შეკერვა თერმული წესით დაიწყეს და ეს სწორედ 2006 წლის მუნდიალისთვის მოხდა. რთულია ამ ტერმინებში გარკვევა და იმის აღქმა, თუ რა უპირატესობა აქვს თერმულად შეკერილ ბურთს, მაგრამ ამ მუნდიალის დროს ფეხბურთელები ხშირად წუწუნებდნენ, რომ ბურთი დამოურჩილებელი გახდა და არაადეკვატურად დაიწყო ფრენა - ერთი ცხადია, გერმანიაში შესანიშნავი მუნდიალი ჩატარდა და გოლებიც ბრწყინვალე გავიდა...

2010 წლის მუნდიალი

ბურთი - "ჯაბულანი"

სამხრეთაფრიკულ მუნდიალთან ორი სახელი ასოცირდება: ვუვუზელა, ანუ მუსიკალური ინსტრუმენტი და "ჯაბულანი", ბურთი, რომლითაც ამ მუნდიალზე თამაშობდნენ. როგორც "ადიდასი" და ფიფა განმარტავენ, "ჯაბულანი" კიდევ უფრო გაუმჯობესებული აეროდინამიკით გამოირჩეოდა, ვიდრე მისი წინამორბედი - ამ ბურთით მეტწილად შემტევები იყვნენ კმაყოფილნი, მცველები და მეკარეები კი პირიქით, უკმაყოფილონი დარჩნენ - "ჯაბულანი" უფრო სწრაფად და უჩვეულოდ დაფრინავდა, ვიდრე სხვა ბურთები.

2014 წლის მუნდიალი

ბურთი - "ბრაზუკა"

"ბრაზუკა", ანუ ბრაზილია და კარნავალი - ეს სახელი ბურთს სახალხო გამოკითხვის შედეგად ეწოდა - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბურთის სახელი გულშემატკივრებმა შეარჩიეს; გამოკითხვაში მილიონზე მეტმა ბრაზილიელმა მიიღო მონაწილეობა, "ბრაზუკას" კი ხმათა 77% ერგო. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე მსუბუქი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, მისი წონა 437 გრამია.

სწორედ ამ ბურთით ითამაშეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში - ნახევარფინალში ბრაზილიელებმა შვიდჯერ გამოიღეს "ბრაზუკა" საკუთარი კარიდან და, ალბათ, ყველაზე მტკივნეული მარცხი იგემეს ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში.

2018 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას კრასავა"

ესეც ბურთი, რომლითაც მომდევნო მუნდიალზე იასპარეზებენ - სახელი რუსული ენიდან არის აღებული და ლამაზს ნიშნავს. "კრასავა" იმავე წონის იქნება, რაც ბოლო მუნდიალის ბურთი, თუმცა, თუ "ადიდასს" დავუჯერებთ, ფეხბურთელებისთვის კიდევ უფრო კომფორტული.

"კრასავა" ერთბაშად 5 მატერიისგან შეიკერება და იდეალურად იქნება მორგებული გარემო-პირობებსა და კლიმატს - ახალი ბურთი ოდნავადაც არ დამძიმდება წვიმიან ამინდში და მეტიც, მისი დამორჩილება როგორც ფეხით, ისე ხელით, ისეთივე კომფორტული იქნება წვიმაში, როგორც მზიან ამინდში. "კრასავაში" თეთრი ფერი დომინირებს, თუმცა მასზე სხვადასხვა ფერის ორნამენტები იქნება გამოსახული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]