"რეალი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა
მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "ლიონი" დაამარცხა და მთავარი ევროტურნირის მეოთხედფინალში 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

"რეალისთვის" "ლიონი" ბოლო წლებში კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. შვიდი დაპირისპირებიდან მადრიდელებმა ვერც ერთი ვერ მოიგეს, თუმცა ფრანგებთან გასვლით მატჩში ნათამაშები ფრე "გალაქტიკოსებს" მეოთხედფინალში გასვლის კარგ შანსებს უტოვებდა. "რეალს" შეეძლო თავისთვის ფრთხილად თამაშის უფლება მიეცა, თუმცა მადრიდული პუბლიკა თავისი ფეხბურთელების ასეთ მოქმედებას ალბათ არ მიესალმებოდა და "სამეფო კლუბმაც" აქცენტი შეტევაზე და უპირველესად კრიშტიანო რონალდოზე გააკეთა.

"გალაქტიკოსებმა" სასტარტო წუთებიდანვე მეტოქის დაჯაბვნა სცადეს და საწყის ათ წუთში ორი საგოლე მომენტი შექმნეს. ერთხელ ბურთი ძელსაც კი მოხვდა, ხედირას თავური დარტყმის შემდეგ, თუმცა ამ ეპიზოდში მსაჯმა კუთხურის ჩაწოდებისას მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა.

სტუმრებმა პირველი სახიფათო შეტევის განხორციელება მხოლოდ პირველი ტაიმის შუაგულში შეძლეს, როდესაც დელგადო მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, ცენტრში გადაინაცვლა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ კასილასი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. "რეალმა" კრიშტიანო რონალდოს ძლიერი სახიფათო დარტყმით უპასუხა. ლორისს პორტუგალიელის დარტყმის მოსაგერიებლად მთელი ძალისხმევის გამოყენება დასჭირდა.

თუმცა ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა. "ლიონი" სულ უფრო ხშირად კარგავდა ბურთს მოედნის ცენტრში, კლუბის დისპეჩერი გურკუფი კი ამ შეხვედრაში საკუთარი თავის ჩრდილს მოგაგონებდათ. ჰავბეკი წინ ზუსტი გადაცემის გაკეთებას ვერ ახერხებდა, არც ჯარიმიდან ჩაწოდება გამოსდიოდა, ამიტომ ფრანგებს მხოლოდ ფლანგური გარღვევების იმედზე ყოფნა უხდებოდათ.

37 წუთზე ლორისის კარში გოლი მაინც გავიდა. მარსელომ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, რონალდოსთან კედელი გაითამაშა, რომელმაც ბრაზილიელს ბურთი მოძრაობაში გადააწოდა და მას ისღა რჩებოდა, მეტოქის კარი აეღო, რაც გააკეთა კიდეც - 1:0.

66-ე წუთზე თავისი ყოფილი გუნდის ცენტრალური მცველების უხეში შეცდომა ბენზემამ გამოიყენა და ლორისს შანსი არ დაუტოვა - 2:0.

ამ შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი გადაწყვეტილი იყო, რადგან დარჩენილ 25 წუთში "ლიონი" "რეალისთვის" 2 გოლის გამტანი არ ჩანდა.

მაგრამ "ლიონი" მაინც ცდილობდა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა გომესმა კასილასის მზადყოფნა რამდენჯერმე შეამოწმა, მაგრამ ყოველ ჯერზე გოლკიპერმა თავისი გუნდი იხსნა, ერთ-ერთი საპასუხო შეტევის შემდეგ კი ანხელ დი მარიამ ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 3:0.

ყველაზე უსიამოვნო მეტოქის დამარცხებამ "რეალს" ნავსის გატეხვის საშუალება მისცა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყავანა, რაც 2004 წლის შემდეგ არ მომხდარა.

მეოთხეფინალში "რეალი" "ტოტენჰემს", "შახტარს", "ინტერს", "ბარსელონას", "ჩელსის", "შალკეს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა. თავისი ახალი მეტოქის ვინაობას ჟოზე მოურინიოს შეგირდები პარასკევს შეიტყობენ.

gio murvelashvili
ჰალა მადრიდ! გენაცვალეთ! გუშინ მატჩი რო დამტავრდა გარეთ, ეზოში დავრბოდი ისე გამეხარდა! ძლივს შემიყვანეს სახლში! :D:D:D ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი გვყავს!
madridista
ბრავო ბიჭებო!! ბრავო მოურინიო!! მაესტოო!!! ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი!! ბრავო ბენზემა, ოზილ დი მარია, რამოს და რა თქმა უნდა მარსელო!! ბრავო სან ტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილ გულშემატკივარს!!! ბრავო!!! ჰალა მადრიდ!!! ჰალა რეალ!!! ჰალაჟოზე!!!!
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს