შტეფან კუნცის გუნდი ევროპის ჩემპიონია
"ჰერტას" 23 წლის მარჯვენა გარემარბმა მიტჩელ-ელია ვაიზერმა ესპანეთის ბრწყინვალე გუნდს წყალში ჩაუყარა შესანიშნავად გავლილი მთელი ტურნირი. "ლა როხიტას", რომელიც პოლონური ტურნირის მთავარ მატჩამდე მონათლეს "ესპანეთის ახალ ოქროს თაობად", ფინალის თამაში არ სცოდნია...

ფინალი კრაკოვში 15 ათასი ქომაგის თვალწინ გაიმართა. პოლონელი ქომაგი აშკარად ესპანეთის ნაკრებს უჭერდა მხარს და არა მეზობელ გერმანიას. ყველაფერი მე-40 წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, მარჯვენა მცველმა ჯერემი ტოლიანმა მეტოქის მარცხენა ფრთა გააბითურა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ვაიზერმა ბურთს თავი ძალიან იღბლიანად დაჰკრა - 1:0. შტეფან კუნცის გერმანია ევროპის ჩემპიონია.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, ბურთი ესპანეთს ეჭირა, უკეთ ნამდვილად გერმანიამ ითამაშა. მაგალითად, კეპა არიზაბალაგას კარის დალაშქვრის შესანიშნავი შანსი ჰქონდა სერჟ გნაბრის. ესპანელთა ყველაზე სახიფათო მომენტმა კაპიტან დეულოფეუს შესრულებით შედეგი ვერ მოიტანა და გერმანია ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად ეს 2009 წელს მოხდა. მაშინ ინგლისთან ფინალის (4:0) საუკეთესო ფეხბურთელი მესუთ იოზილი გახდა, გუნდში კი ნოიერი, ჰიოვედესი, ბოატენგი, ჰუმელსი, ხედირა, ვაგნერი და სხვები ირიცხებოდნენ, მოკლედ, თითქმის მთელი ახლანდელი ბუნდესმანშაფტი.

პარასკევს კი გერმანული ფეხბურთის ხვალინდელმა იმარჯვა ტურნირის აშკარა ფავორიტზე. ესპანეთმა ვერ შეძლო ტიტულის მეხუთედ მოპოვება.

მოედანზე თითქმის არ ჩანდნენ საულ ნიგესი და მარკო ასენსიო, რომელთაც 5 და 3 გოლი (შესაბამისად) ჰქონდათ გატანილი. ისინი საიმედოდ ამოკეტეს გერმანელმა მცველებმა.

ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად გამარჯვების გოლის ავტორი მიტჩელ ვაიზერი დასახელდა.

იხილეთ ვიდეო

შტეფან კუნცი (გერმანია): "დღეს შესანიშნავი სათამაშო გეგმა შევარჩიეთ. ეს ძალზე ძნელი იყო, რადგან ესპანელთა თამაშში იძულებითი ცვლილებების შეტანა ურთულესია. ჩემმა გუნდმა ეს მოახერხა უდიდესი გუნდური სულის გამოვლინებით. ძალიან გახარებული ვარ არა მარტო ჩემ გამო, კიდევ 40-50-მა ადამიანმა შეიტანა ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი. მაქსი არნოლდი შესანიშნავი კაპიტანია. ის სულ ჯავრობდა, რომ ბოლო დროს გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები არც ისე კარგი იყო. მაქს მაიერი, რომელიც "შალკეში" მაღალ დონეზე თამაშობს, დღეს უბედნიერესი იყო გასახდელში, რადგან თავისი პირველი ტიტული მოიგო. ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ ფინალს მოიგებდნენ, ხალხი მათ ისევე დაიმახსოვრებდა, როგორც 2009 წლის გმირებს. ვიცი, რომ ინგლისთან ნახევარფინალს ბევრმა გერმანელმა უყურა და ეს ბიჭებს გასახდელში შევახსენე. ბიჭებს ვუთხარი, რომ დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ, ჩვენ გვქონდა გეგმა და ის სრულყოფილად შევასრულეთ".

ალბერტ სელადესი (ესპანეთი): "ჩვენ კარგად ვიცოდით გერმანიის ძლიერ მხარეები, მაგრამ ყოველი თამაში განსხვავებულია. პირველ ტაიმში გვაჯობეს. ჩვენ შევეცადეთ ამ ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ არ გამოგვივიდა. ნეგატიურ ამბავსაც აქვს პოზიტიური მხარე - ბიჭებს დიდებული ტურნირი ჰქონდათ და ისინი შინ თავაწეულები უნდა წავიდნენ. სრულ ტრიუმფამდე ძალზე ცოტა დაგვაკლდა".

"ადიდასის ოქროს ბუცის" მფლობელი საულ ნიგესი გახდა, რომელმაც ტურნირზე 5 გოლი გაიტანა. მას მარკო ასენსიო და ბრუმა (პორტუგალია) 2-2 გოლით ჩამორჩნენ. ეს ტიტული ადრე ისეთ ფეხბურთელებს მოუპოვებიათ, როგორებიც ალვარო მორატა (2013), კლაას-იან ჰუნტელაარი (2006), ალბერტო ჯილარდინო (2004) და ანდრეა პირლო (2000) არიან.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა ნახევარმცველი დანი სებალიოსი დაასახელეს, რომელსაც ბრწყინვალე საფეხბურთო მომავალი ელის. ტყუილად არ არის, რომ "ბეტისის" ფეხბურთელით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.

სხვათა შორის, ეს ჯილდო პირველად დაწესდა. ასე რომ, 20 წლის ანდალუსიელი მისი პირველი მფლობელია. "ძალიან ვამაყობ, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, მაგრამ ამ ტიტულს სიამოვნებით გავცვლიდი ევროპის ჩემპიონის თასში. ასე რომ, ეს ტკივილიანი სიხარულია", - განაცხადა სებალიოსმა. ადრე მსგავს ტიტულს "ოქროს ფეხბურთელი" ერქვა. 2015 წელს ეს პრიზი პორტუგალიელ ვილი კარვალიოს შეხვდა. ადრე კი ტროფეი მიუღიათ ანდრეა პირლოს, პეტრ ჩეხს, ხუან მატას...

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორიაში კვლავ იტალია რჩება ყველაზე ტიტულოვან გუნდად. იტალიელებმა ხუთჯერ იმარჯვეს. ესპანელებს მათი დაწევა შეეძლოთ, მაგრამ...

2-2-ჯერ თასი მოგებული აქვთ ინგლისს, საბჭოთა კავშირს, ჰოლანდიას და ახლა უკვე გერმანიას.

ფინალი

გერმანია-ესპანეთი 1:0

გოლი: ვაიზერი (40)

გერმანია (4-1-4-1): პოლერსბეკი - ტოლიანი, შტარკი, კემპფი, გერჰარდტი - ჰაბერერი (82. კორი) - ვაიზერი, მაიერი, არნოლდი, გნაბრი (81. ამირი) - ფილიპი (87. იოზთუნალი)

ესპანეთი (4-3-3): არიზაბალაგა - ბელერინი, მერე, ვალიეხო, ხონი (51. გაია) - საულ ნიგესი, მ. ლორენტე (83. მაიორალი), სებალიოსი - ასენსიო, ს. რამირესი (71. ვილიამსი), დეულოფეუ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"რეალი" ფინანსური პრობლემის გამო 7 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს
"რეალი" თანახმაა გუნდის 2 ფეხბურთელი გაასხვისოს
სებალიოსმა პრემიერლიგის განახლების თარიღი დაასახელა
6 თვის უთამაშებელ არდა გულერს სებალიოსი სადებიუტო მატჩში ჯარიმის დარტყმაზე ეკამათა [VIDEO]
დანი სებალიოსი: "რეალში" ბედნიერი არ ვიყავი
"რეალის" ფეხბურთელს ტრავმის გამო ორი თვე უქმობა მოუწევს
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ