ირაკლი კვეკვესკირი - ფოცხვერია 2, არ იცის ქართული ენა, მაგრამ აქვს ქართული გული

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ 36-კაციანი გაფართოებული სიიდან საბოლოოდ შეარჩია ის 20 მოთამაშე, რომელსაც ავსტრიის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე წაიყვანს.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა ("დინამო" თბილისი)

მცველები: ლევან კაკუბავა ("დინამო" თბილისი), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი"), გიორგი კაჭკაჭიშვილი ("ბათუმი"), გიორგი ოთარაშვილი ("სპარტაკი" ცხინვალი), ივანე კანდელაკი (უგუნდო), დავით ხოჭოლავა ("საბურთალო").

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე (ორივე - "დინამო", თბილისი), ნიკა ძალამიძე ("ვიძევი", პოლონეთი), ნიკა აფაქიძე ("ბაია", ზუგდიდი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), დავით კაკულია ("ოლიმპია", მოლდოვა)

თავდამსხმელები: გიორგი ილურიძე ("ანჟი", რუსეთი), ირაკლი ქობალია ("ბაია", ზუგდიდი), ირაკლი კვეკვესკირი ("პეჩი", უნგრეთი), თემურ შარაშენიძე ("დიორი", უნგრეთი), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", იტალია).

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ავსტრიაში 21 მარტს მიემგზავრება და სამშობლოში 30 მარტს დაბრუნდება. კლაგენფურტის ოთხთა ტურნირის "ალპე ადრიაზე" ჩვენი ახალგაზრდები ოთხ შეხვედრას გამართავენ. ტურნირის კალენდარი ასე გამოიყურება:

23 მარტი

საქართველო-ისრაელი

ალბანეთი-რუმინეთი

26 მარტი

საქართველო-ალბანეთი

რუმინეთი-ისრაელი

29 მარტი

საქართველო-რუმინეთი

ალბანეთი-ისრაელი

საინტერესო უნდა იყოს, ვინ ამოვარდა გაბელიას თავდაპირველი სიიდან: მეკარე გიორგი ნადირაძე ("დინამო" თბილისი), მცველები საბა კვირკველია, ავთანდილ ბრაჭული ("რუბინი", რუსეთი), ილია გამრეკლიძე ("ბაია", ზუგდიდი), ბაქარ მირცხულავა ("ბენფიკა", პორტუგალია), თორნიკე კაკუშაძე ("მერანი", მარტვილი), ირაკლი ხუციძე ("გაგრა"), ნახევარმცველები ლუკა გუგუჩია, თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), აკაკი გოგია ("ვოლფსბურგი", გერმანია), ზვიად სიხარულია ("ბაია", ზუგდიდი), ბესიკ დეკანოიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ვაკო ყაზაიშვილი ("საბურთალო") და თავდამსხმელები საბა ლომია, ნიკა ჩიხლაძე ("ზესტაფონი"), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკა საბანაძე ("ტორპედო", ქუთაისი).

თუმცა, ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, თუ ავსტრიაში გამგზავრებამდე რომელიმე ფეხბურთელი დაშავდა ან სხვა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, გამოკლებულებს გაბელია სარეზერვო ოთხეულით (მეკარე გიორგი ნადირაძე, მცველი თორნიკე კაკუშაძე და ნახევარმცველები - ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე თარხნიშვილი) შეცვლის.

ახალგაზრდულ ნაკრებს ამჯერადაც ვერ ეხმარება "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელიც ტრავმისგან სრულად ვერა და ვერ განიკურნა.

გერმანის ბუნდესლიგელი "ვოლფსბურგის" შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია კი შეკრებაზე არ ჩამოდის. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

"ოთარ გაბელიამ, ავსტრიის ოთხთა ტურნირზე გამგზავრების წინ, ნაკრებში ოფიციალურად მოიწვია გერმანული "ვოლსფსბურგის" ფეხბურთელი აკაკი გოგია. საპასუხოდ, სფფ-ში მოვიდა გოგიას წერილი, სადაც ის ამ ეტაპზე უარს ამბობს საქართველოს ნაკრებში თამაშზე", - იუწყება სფფ-ს პრესსამსახური.

საკითხზე კომენტარი ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეიძემაც გააკეთა:"აკაკი გოგიასგან მივიღეთ საპასუხოდ წერილი, სადაც გვატყობინებს, რომ ამ ეტაპზე, თავს იკავებს საქართველოს ნაკრებში თამაშისგან, რადგან გერმანიის U20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში გამოდის. თუმცა, სფფ გააგრძელებს მუშაობას, გოგიამ საქართველოს ნაკრებში სამომავლოდ მაინც რომ ითამაშოს".

საინტერესოა, რომ ავსტრიაში გასამგზავრებელი 20 მოთამაშიდან 9 უცხოურ კლუბებში თამაშობს, დაცვის ხაზი კი მთლიანად "ქართულია" - ხუთი მათგანი საქართველოში თამაშობს, ივანე კანდელაკი კი უგუნდოა.

სამაგიეროდ, თავდასხმაში გაბელია არჩევანს ლამის მხოლოდ ლეგიონერებისგან გააკეთებს: 6 ფორვარდიდან 5 უცხოეთში თამაშობს. ჩვენთვის თითქმის ყველა მათგანი ცნობილია, შედარებით უცნობი ირაკლი კვეკვესკირი გახლავთ, რომელიც უნგრულ "პეჩში"თამაშობს. აქვე გეტყვით, რომ ირაკლი ქართულად ნორმალურად ვერც ლაპარაკობს, მაგრამ გულით ქართველია და გაბელიას გამოძახებამ უზომოდ გაახარა.

"მე გალელი ვარ, ომის შემდეგ ჩემი ოჯახი მოსკოვში დასახლდა და თამაშიც იქ დავიწყე. რაც შეეხება ჩემს კარიერას, მოსკოვის "დინამოს" დუბლებში ვთამაშობდი, შემდეგ კი კრასნოდარის "ყუბანში", უნგრეთში კი 2010 წელს გადავედი. საქართველის ახალგარზდული ნაკრების კანდიდატთა სიაში რომ ვიყავი, ეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მითხრეს. სხვათა შორის, პირველად ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა ყურადღება სამი წლის წინ მომაქციეს და ამხანაგურ შეხვედრაზეც მიმიწვიეს, მაგრამ მაშინ ტრავმის გამო ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. ახლა კი ჯანმრთელად ვარ და შეკრებაზე აუცილებლად ჩამოვალ. ძალიან მიხარია, სამშობლოში რომ ვახსოვარ. დიდი მადლობა მიწვევისთვის, შევეცდები, ოთარ გაბელიას იმედები გავამართლო", - გვითხრა კვეკვესკირმა.

19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა