მუნდიალის მასპინძლობა რუსეთსა და ყატარს პოლიტიკური ზეწოლის გამო მისცეს
ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ამბობს, რომ, მიუხედავად მრავალი სკანდალისა, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია სუფთაა და ისტორია ფიფას აუცილებლად გაამართლებს და მსხვერპლის სტატუსს მიანიჭებს...

ზეპ ბლატერმა გადადგომის შესახებ 2015 წლის ივნისში მას მერე გამოაცხადა, რაც ციურიხული ოფისის რამდენიმე ჩინოსანი დააკავეს. გამოძიებას აშშ და შვეიცარია ერთობლივად აწარმოებდნენ. საბოლოოდ, ბლატერმა 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ფეხბურთისგან, რომელიც შემდეგ (აპელაციის წყალობით) 6 წლამდე შემცირდა.

81 წლის ექსპრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ შვედურ გამოცემას, რომელშიც 1998 წლის მერე მსოფლიო ფეხბურთის შეფად მოვლენილმა შვეიცარიელმა განაცხადა, რომ კორუფცია უფრო ინდივიდუალური დანაშაული იყო ფიფაში და ის სისტემურ სახეს არ ატარებდა. "დიახ, ორგანიზაციაში იყო და არის კორუფცია, მაგრამ ფიფა თავად არ არის კორუმპირებული. ზოგიერთი ადამიანი მართლაც დამნაშავეა, მაგრამ არა მთელი ორგანიზაცია. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე გადადგომა და ჩემი მანდატის შეწყვეტა. არადა, სულ ახალი არჩეული ვიყავი ფიფას პრეზიდენტად მორიგი ვადით.

2015 წელს ყველა იძახდა, რომ ფიფა მაფიოზების ორგანიზაციაა, ახლა კი უკვე სულ უფრო მეტი აცხადებს, რომ ფიფა მსხვერპლია, - განაცხადა ბლატერმა. - შეგიძლიათ იგივე კითხვა დაუსვათ ამერიკულ მართლმსაჯულებას. მათაც აღიარეს, რომ ფიფა არის მსხვერპლი და არა დამნაშავე. დღეს მე ბედნიერი ადამიანი ვარ და, მართალია, ფიზიკურად აღარ ვარ ფიფაში, მენტალურად ისევ ამ ორგანიზაციის გვერდით ვარ. ახლაც ვეხმარები ორგანიზაციას რაღაც-რაღაცებში, თუნდაც შესაფერისი კადრების მოზიდვაში", - დაგვეთანხმებით, ბოლო განაცხადი საკმაოდ სკანდალურია, რადგან ბლატერი აღიარებს, რომ არღვევს აკრძალვას, რომლის მიხედვითაც, არ აქვს უფლება, ფეხბურთში იმოღვაწეოს.

ბუნებრივია, ბლატერი 2018 და 2022 წლების მუნდიალის მასპინძლობასაც შეეხო. "მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს უტყუარი ინფორმაცია. ასე რომ, მისმინეთ - 2018 და 2022 წლების მუნდიალები იმ ქვეყნებმა იმიტომ მიიღეს, რომ ამას ითხოვდა მაშინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ჩვენზე ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა, რაც შესაბამის რეკომენდაციებში გამოიხატებოდა. ერთი-ორი წლის მერე ყველაფერი უკეთესად გაირკვევა და გამოჩნდება. ჩემთვის ეს იქნება რეალური გამართლება, არა ჩემი მუხლებისთვის, მაგრამ სულისთვის", - ამბობს მოხუცი ექსჩინოვნიკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
ჯანი ინფანტინო შეიძლება 90 დღით მოკვეთონ
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?
ფეხბურთის ყველაზე საძულველი ადამიანები დაასახელეს
ზეპ ბლატერი: ამაზე ფლორენტინო პერესი ძალიან გაბრაზდა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
ფიფა ახალი სკანდალის წინაშე: ვინ მოყვება ამჯერად ბადეში?
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ზეპ ბლატერმა გაამჟღავნა მეთოდი, რომლითაც უეფა წილისყრებს აყალბებდა