სატურნირო ცხრილში "საპირისპირო პოლუსებზე" მყოფი გუნდების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა
სატურნირო ცხრილში "საპირისპირო პოლუსებზე" მყოფი გუნდების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა სანახაობრივი თვალსაზრისით მატჩი აშკარად მოიკოჭლებდა. "ეროსი მანჯგალაძეზე" მოედნის საფარი სავალალო მდგომარეობაში იყო და ფეხბურთელებს ბურთის დამუშავება და ხეირიანი გადაცემების გაკეთებაც კი უჭირდათ.

წყვილის ფავორიტად ბუნებრივია, ლიდერი "ზესტაფონი" ითვლებოდა. ამ გუნდების წინა, ექვსივე დაპირისპირება ზემოიმერელთა გამარჯვებით დასრულდა. თანაც, ფოთის "კოლხეთთან" ვერმოგების შემდეგ გია გეგუჩაძის შეგირდებს მორიგი წაფორხილების უფლება აღარ ჰქონდათ და სამტრედიაში "სარეაბილიტაციო" სამი ქულის მოსაპოვებლად ჩავიდნენ. იმერული დერბი ამჯერადაც "ზესტაფონის" გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ფეროელებს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ჰქონიათ. "სამტრედიამ" ბოლომდე იბრძოლა და მეტოქე საკმაოდ ანერვიულა.

ზესტაფონელებს დისკვალიფიცირებული კახა ალადაშვილი აკლდათ, რომელიც სახორვატიოდ ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. მის არყოფნაში დაცვის მარჯვენა ფრთაზე ალექსი ბენაშვილმა ითამაშა და საკმაოდ აქტიურიც იყო. დაცვითი ფუნქციების შესრულებასთან ერთად იგი შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა. სათამაშო უპირატესობას ფეროელები ფლობდნენ, მაგრამ კარში პირველად მასპინძლებმა დაარტყეს. 6-წუთზე ექს-ზესტაფონელი გიორგი ცხადაიას შორეული და ძლიერი დარტმა მეკარე კვასხვაძემ მოიგერია.

სტუმრებმა სწრაფი იერიშებით უპასუხეს, გრიგალაშვილის კარგი ფლანგური გარღვევა ძარიას უზუსტო დარტყმით დასრულდა, გელაშვილის დარტყმა კი მეკარემ მოიგერია. მეტოქეს ვალში არც სამტრედიელები დარჩნენ და 20-წუთზე სახიფათოდ შეუტიეს - ხვადაგიანის დარტყმა მეკარემ მოიგერია. 30-წუთზე კი სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ: ცხადაიამ გოგიშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ახალგაზრდა ფორვარდმა კვასხვაძეს ვერ აჯობა. სამაგიეროდ, თავისი შანსი გამოიყენა ნიკოლოზ გელაშვილმა, რომელმაც ძარიასგან ფლანგური გადაცემა მიიღო, მცველებს გასცდა და მეკარე კეკელიძეს ფეხებშუა გაუტარა ბურთი - 0:1. ეს მიმდინარე ჩემპიონატში გელაშვილის 13-ე გოლი იყო და იგი ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. კირთაძის ფლანგურ პასს შეცვლაზე შემოსული ბურჯანაძე ვერ შეწვდა. ცოტა ხანში თანაგუნდელებმა ისევ გოგიშვილი გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდი ისევ დააღალატა გამოცდილებამ და მისი დარტყმის შემდეგ კვასხვაძემ კვლავ იხსნა "ზესტაფონი" აშკარა გოლისაგან. დარჩენილ დროში სამტრედიელებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, როცა ლომაშვილის სახიფათო თავური ასცდა მიზანს. მასპინძლებს ვერც ახალწვეული ვეტერანის, გია იმედაძის გამოსვლამ მოუტანა ხეირი. ზესტაფონელები რამდენჯერმე ახლოს იყვნენ ანგარიშის გაზრდასთან. 61-წუთზე აფციაურის ჯარიმის შემდეგ დაუშვილმა გელაშვილს მკერდით დაუგდო ბურთი, ამ უკანასკნელის დარტყმა კი მცირედით ასცდა მიზანს.

ცოტა ხანში დვალმა სამტრედიელთა მთელი დაცვა გაიარა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. მატჩის ბოლოს შეცვლაზე შემოსულ გორგიაშვილს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, პირველად მისი რთული დარტყმა მეკარემ მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი წინამძღვრიშვილი უკეთებდა კარგ გადაცემას, მაგრამ გორგიაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. გატანა წინამძღვრიშვილსაც შეეძლო, მაგრამ ახლოდან ხარიხას გადააცილა. "ზესტაფონმა" მძიმე, მაგრამ საჭირო გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ ფეროელებმა ფოთში დაფიქსირებული შედეგიც გაიგეს ("კოლხეთი-"ოლიმპი" 0:0) და უშუალო კონკურენტის წაფორხილებით არანაკლებ გაიხარეს. სამტრედიელები კი კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩებიან...

სამტრედია-ზესტაფონი 0:1

სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 1000 მაყურებელი

0:1 გელაშვილი (39. ძარიას პასით)

სამტრედია ზესტაფონი

4-1-4-1 4-4-2

კეკელიძე რ.კვასხვაძე

გოგია ბენაშვილი

ხუმარაშვილი ონიანი

თ.შალიკაშვილი ხიდეშელი

კირთაძე ელიავა

ჩხიკვაძე აფციაური

ცხადაია დაუშვილი

ლომაშვილი ძარია

გ. მიქაბერიძე გრიგალაშვილი

ხვადაგიანი დვალი

გოგიშვილი გელაშვილი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ლ. ანჯაფარიძე გ. გეგუჩაძე

სამტრედია

46. ხვადაგიანი - ბურჯანაძე

46. ჩხიკვაძე - რუხაია

60. გოგიშვილი - იმედაძე

სათადარიგოები: ბანძავა, ნინუა, ენდელაძე, ალავერდაშვილი

ზესტაფონი

65. გრიგალაშვილი - გორგიაშვილი

72. გელაშვილი - ბაბუნაშვილი

77. დვალი - წინამძღვრიშვილი

სათადარიგოები: მეშველიანი, კობახიძე, ფოფხაძე, გრუიცა

გაფრთხილება: დაუშვილი (34), კირთაძე (36), ბენაშვილი (58)

არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი

დავით კოხრეიძე სამტრედიიდან

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ