ფეხბურთის უგვირგვინო მეფის, დიეგო მარადონას თბილისური შოუს შემომქმედი ნიკო პატარქალიშვილი, შემოდგომაზე საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ჩატარებაზე მუშაობას აგრძელებს...
ფეხბურთის უგვირგვინო მეფის, დიეგო მარადონას თბილისური შოუს შემომქმედი ნიკო პატარქალიშვილი, შემოდგომაზე საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ჩატარებაზე მუშაობას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ გათამაშებაში ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ტურნირის დაწყება თბილისობა დღეს, 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი და ხარჯი დაახლოებით 800 ათას დოლარს შეადგენს. ეს მცირე ნამდვილად არ არის, მაგრამ ფეხბურთი რიგითი ქართველისთვის სპორტის სახეობაზე მეტია და აქედან გამომდინარე, ტურნირისადმი მოლოდინი დიდია. გათამაშება 6 მატჩისგან შედგება და 10-ლარიანი ბილეთებით, შესაძლებელია ტურნირი ჯამში სულაც არ იყოს წამგებიანი.

ერთი სიტყვით, გუშინ მასმედიის წინაშე ნიკო პატარქალიშვილმა ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფის ნაწილიც წარადგინა და სიახლეებიც გაგვაცნო.

- გვინდა ეს ტურნირი მაღალ დონეზე, ქვეყნის პრეზიდენტის პატრონაჟით ჩატარდეს და ამის თაობაზე წერილითაც მივმართე. სიახლეა ის, რომ პრეზიდენტის კანცელარიიდან წერილი სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა. სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მკითხეს თუ რამდენი მატჩი იყო დაგეგმილი და სად. ჩვენი გეგმით, 4 მატში ეროვნულზე ჩატარდება, 2 - ვაკის არენაზე.

- როგორც ადრე გითხარით, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის მხარე თანახმაა ჩამოვიდეს თბილისში. ქვეყნების ნაკრებებს სხვა წინადადებებიც აქვთ და ბუნებრივია, კალენდრის გარკვევა უნდათ. ამიტომაც ჩქარობენ კონტრაქტის გაფორმებას. სამხრეთამერიკულ მხარესთან ხელშეკრულება 15 აგვისტომდე უნდა გავაფორმოთ.

- ტურნირის ორგანიზებას სპონსორები სჭირდება. ამ საკითხზე უკვე მივმართეთ რამდენიმე კომპანიასა და ორგანიზაციას. ტურნირი მათთვის და მათი პროდუქციისთვის საუკეთესო რეკლამა იქნება, თანაც არა მარტო საქართველოში. ამ გათამაშების მატჩების ტელეტრანსლაციით უკვე დაინტერესდნენ ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ტელეკომპანიები.

ტურნირს არა მარტო საფეხბურთო და სპორტული, არამედ სხვა დატვირთვაც აქვს. კერძოდ, ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნებს შორის, კულტურული და საქმიანი ურთიერთობების განვითარებას.

- ჩვენი ჩანაფიქრი ასეთია, საქართველოს ნაკრებმა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს. საამისოდ, ფეხბურთელებს

მომზადება სჭირდება. გვინდა ამ ტურნირის დასრულების შემდეგ, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებიდან შევარჩიოთ გამორჩეული ახალგაზრდა ტალანტები და ისინი სტაჟირებაზე მივავლინოთ ბრაზილიასა და არგენტინაში... კიდევ ერთი კარგი ჩანაფიქრი გვაქვს. ტურნირის დამთავრების შემდეგ, საქართველოში თითო ქართულ-ბრაზილიური და ქართულ-არგენტინული საფეხბურთო სკოლა გვინდა გავხსნათ. შევხვდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას და გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს. ისინი მზად არიან ტურნირისთვის ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მომზადება უზრუნველყონ.

- სტუმართა გუნდების ჩამოყვანისა და აქ ცხოვრებისთვის, ასევე მათი ჰონორარისთვის თანხაა საჭირო და იმედი გვაქვს ხელისუფლებასთან, დედაქალაქის მერიასთან ერთად, სპონსორებიც მხარში დაგვიდგებიან. ტურნირის გახსნა თბილისობის დღესასწაულს ემთხვევა და თუ დაფინანსება იქნება, მეტი ეფექტისთვის შემიძლია საფეხბურთო ნაკრებების გარდა, მოცეკვავეებიც ჩამოვიყვანოთ სამხრეთ ამერიკიდან. კერძოდ, მულატ ქალთა საცეკვაო ჯგუფი ბრაზილიიდან და ტანგოს მოცეცკვავეეთა ჯგუფი არგენტინიდან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიკო პატარქალიშვილმა საორგანიზაციო ჯგუფის წევრები წარმოგვიდგინა. კერძოდ, ქორეოგრაფი რევაზ ჭანიშვილი, მომღერალი და კომპოზიტორი რომან რცხილაძე, რეჟისორი ოთარ მიქელაძე, მხატვარი ბესო ციბაძე და აუდიტი თემურ ჭელიძე. ამ უკანასკნელს, ტურნირის შემოსავლისა და გასავლის აღრიცხვა დაევალება. ბესო ციბაძე ტურნირისთვის სპეციალურ ლოგოს შექმნის. რევაზ ჭანიშვილი, რომან რცხილაძე და თემურ ჭელიძე სცენარსა და რეჟისურაზე იმუშავებენ. ამ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები დაგვპირდნენ, რომ საერთაშორისო ტურნირის გახსნისა და დახურვის ცერემონიალი გამორჩეული იქნება და ჩვენი კულტურულ-ისტორიული ელემენტებით იქნება გაჯერებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისელი
მომწონს გულახდილი ქალები არაფერს რომ არ გიმალავენ.
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა