ოქსანა კალაშნიკოვა ჩინეთში, სანიას 25-ათასიან ტურნირზე მხოლოდ ერთეულთა თანრიგს შემორჩა და მერვედფინალში მასპინძელ ჩან ლიუს ეთამაშება

ოქსანა კალაშნიკოვა (188) სანიას ტურნირს (ჩინეთი, 25 ათასი დოლარი) მხოლოდ ერთეულთა თანრიგში შემორჩა. წყვილთა მეოთხედფინალში ჩვენებურმა და მისმა მეწყვილე იულია ბეიგელციმერმა (უკრაინა, 191) იაპონელ რიკა ფუჯივარასა (297) და ტაივანელ ვენ-ჰსინ ჰსუს (299) დუეტთან წააგეს - 5:7, 5:7. შეგახსენებთ, რომ ქართულ-უკრაინული გუნდი სანიაში მე-2 ნომრად იყო განთესილი. 20 წლის კალაშნიკოვა ერთეულებში ტურნირის მე-6 ჩოგანია და მერვედფინალში მასპინძელ ჩან ლიუს (506) ეთამაშება.

ფრანგულ ამიენში (10 ათასი დოლარი) მოასპარეზე სამი ქართველიდან ერთეულთა თანრიგის პირველი წრე ორმა გადალახა. წააგო მე-3 ნომრად განთესილმა თათია მიქაძემ (285), რომელმაც ვერაფერი დაუპირისპირა პოლონელ პატრისია სანდუსკას (568) - 6:3, 3:6, 3:6. მე-2 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ (279) ფრანგ ალიზ ტისეს (584) მოუგო - 6:1, 6:2. ხოლო მე-6 ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ (415) ბელგიელ დეზირე ბასტიანონს აჯობა - 7:6 (5), 6:1. შაფათავა მერვედფინალში იტალიელ ნასტასია ბურნეტს (660) შეხვდება, ხოლო ქვაცაბაია - ჩეხ ლუსი კრიეგშმანოვას (477).

თურქულ ანთალიაში (10 ათასი დოლარი) ეკა გორგოძემ (554) პირველ წრეში "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელ კაირუნ ბუსრას - 6:0, 6:0 მოუგო. ქართველი მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ ბულგარელ დია ევტიმოვას (235) ეთამაშება.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა