"ბაიერნის" პრეზიდენტის "მესიჯი" კარლო ანჩელოტის
ორიოდ დღის წინ ვიტელბახერპლატცისა და კარდინალ-დიოფნერ-შტრასეს კუთხეში საოცრად თბილი და მეგობრული ატმოსფერო სუფევდა - გაღიმებული ული ჰიონესი, ბევრი ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, საპატიო სტუმრები...

ეს ადგილი, სადაც 117 წლის წინათ დაარსდა დღეს უკვე მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, "ბაიერნის" პრეზიდენტმა და "სიმენსის" თავმჯდომარე ჯო კესერმა მოინახულეს, რითიც სათავე დაედო სახელგანთქმულ კომპანიასა და მიუნხენურ გიგანტს შორის პარტნიორულ ურთიერთობას. ამავე ფაქტს მიეძღვნა "ბაიერნის" დაარსების ადგილას მემორიალური დაფის გახსნაც...

ცხადია, ჟურნალისტებმა ისარგებლეს შემთხვევით და ჰიონესს კითხვები დააყარეს. სწორედ ამ ინტერვიუს აქვეყნებს "კიკერი" და ვფიქრობთ, ეს "ბაიერნის" აქაურ ქომაგებსაც დააინტერესებთ...

სანაკრებო წარმატებებზე...

- ორივე მოვლენა შესანიშნავი ფურცელია გერმანული ფეხბურთის ისტორიაში. განსაკუთრებით გამახარა ახალგაზრდული ნაკრების ევროპულმა ტრიუმფმა. გაოცებული ვიყავი, როგორ აკონტროლებდა ჩვენი გუნდი თამაშს და როგორ გაანეიტრალეს ესპანელების ყველა კოზირი. არადა, ყველამ ვიცით, რომ ესპანელებს, ახალგაზრდებისა და ჭაბუკების დონეზე, ყოველთვის ძლიერი გუნდები ჰყავთ...

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იოახიმ ლიოვის გუნდმაც. ასე რომ, შეგვიძლია ვიამაყოთ - გერმანულ ფეხბურთს ტალანტები ჰყავს და დაახლოებით 5-10 წლის პერსპექტივაში, შეიძლება ითქვას, კარგად ვართ აღჭურვილები.

ლეონ გორეტცკას ტრანსფერზე...

- ალბათ, გესმით, რომ დღეს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი და არც არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რაც ყველამ ნახა - გორეტცკამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

გუნდის გაძლიერებაზე...

- თუ კარლო ანჩელოტი მეტყვის, რომ სატრანსფერო ბაზარზე მეტი აქტიურობა გვმართებს, შეიძლება მართალიც იყოს ამაში, მაგრამ მე ვფიქრობ, დღეს "ბაიერნი" საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული და აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია.

ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე...

- მართალი გითხრათ, ასე აქტიურად არ ვარ ჩართული სატრანსფერო საქმეებში. ჯერჯერობით, კარლ-ჰაინც რუმენიგეს არ უთქმას ჩემთვის, რომ ეს თემა "ცხელია".

მაღალ სატრანსფერო ფასებზე...

- ...თუ მეკითხებით 20-მილიონიან ანაზღაურებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის სრული სიგიჟე და "ბაიერნის" ფეხბურთელებისთვის წარმოუდგენელია.

რენატო სანჩესის პერსპექტივაზე...

- რთული თემაა... კარლო ანჩელოტი მუდმივი წნეხის ქვეშაა, რადგან მას სჭირდება შედეგი. ეს შედეგი კი მოდის იმ ფეხბურთელებისგან, ვინც კონკრეტულ მომენტში 100 პროცენტით არის მზად.

რა თქმა უნდა, რენატო სანჩესი ტალანტია და ეს არ არის საეჭვო, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ის ჩვენთან მოვიდა ევროპის ჩემპიონის რანგში, გადაღლილი, ემოციურად გამოფიტული, მერე იყო ტრავმები... მოკლედ, უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას და ვნახოთ, როგორი იქნება მისთვის ახალი სეზონი. კონტრაქტი 5-წლიანია და ჯერ ადრეა იმის თქმა, თითქოს ეს ტრანსფერი წარუმატებელი იყო.

კორენტენ ტოლისოს მაღალ ფასზე...

- გვიღირდა თუ არა ტოლისო იმ თანხად, რაც გადავიხადეთ, ამას ორ წელიწადში გეტყვით. ჯერჯერობით, მე მასზე ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს და მოუთმენლად ველოდები, როგორ ითამაშებს "ბაიერნის" მაისურით. მე არ ვარ მომხრე, როცა 27-28 წლის ფეხბურთელში 60-70 მილიონ ევროს იხდიან. ასე რომ, გვქონდა რისკზე წასვლის უფლება, ამიტომაც გადავიხადეთ 22 წლის ტალანტში 40 მილიონი ევრო და ჩემი აზრით, სწორადაც მოვიქეცით.

სებასტიან რუდიზე...

- მესმის კითხვის არსი და ასე გიპასუხებთ: მარტო ის ტრანსფერი არ არის წარმატებული, რომელშიც დიდი ფული გადაიხადე, არამედ ის, რომელმაც სასურველი შედეგი მოგცა. დარწმუნებული ვარ, სებასტიან რუდის მოსვლა "ბაიერნში" სასარგებლო იქნება როგორც თავად ფეხბურთელისთვის, ისე - კლუბისთვის.

კინგსლი კომანის პირად პრობლემებზე...

- მეკითხებით ფეხბურთელის პირად პრობლემებზე და თუ პირადია, მოდით, დავტოვოთ ეს პრობლემები კომენტარის გარეშე და ნუ გავხდით საჯაროდ. თუმცა ერთს კი გეტყვით - "ბაიერნში" არის ხალხი, ვინც ზრუნავს კომანზე და დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, ის არ არის მიტოვებული ბედის ანაბარა.

დუგლას კოშტას შესაძლო გაყიდვაზე

- უკვე ისე გაიწელა ეს პროცესი, მე მგონია, რომ ის დაბრუნდება გუნდში. ყოველ შემთხვევაში, მან იცის, რომ ბუნდესლიგა 18 აგვისტოს იწყება, მანამდე კი მზადების პროცესია... ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და ეს რუმენიგემაც იცის - თუ მსურველი კლუბი გადაიხდის იმ თანხას, რაც ჩვენთვის მისაღებია, დუგლას კოშტა წავა. ეს წმინდა ბიზნესის საკითხია.

ჯოშუა კიმიხზე...

- ის არის ბრწყინვალე მაგალითი იმისი, რომ უნდა გვქონდეს მოთმინების უნარი და თამამად მივცეთ შანსი ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოთამაშეს. ბედნიერი ვიყავი, როცა ანჩელოტიმ მითხრა, რომ კიმიხს დაცვის მარჯვენა ფლანგზე სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ მოიაზრებდა. აქედან მოდის საკუთარ ძალებში რწმენა და ამის შედეგიც ვნახეთ კონფედერაციათა თასზე.

ანჩელოტის თანაშემწედ ვილი სანიოლის დანიშვნაზე...

- სეზონის ბოლოს ნათელი იყო, რომ ანჩელოტის ახალი ასისტენტი ეყოლებოდა. ვფიქრობ, ვილი სანიოლი "ბაიერნისთვის" ზედგამოჭრილია.

ახალი სეზონის მიზნებზე...

- თუ ბუნდესლიგას მოვიგებთ, ძალიან კმაყოფილი ვიქნები. ჩვენ ტრანსფორმაციის ზღურბლზე ვართ და როცა ეს პროცესი დასრულდება, მერე სეზონში ერთი ტიტული აღარ დაგვაკმაყოფილებს.

ჩინურ ტურნეზე...

- არ შეიძლება, ილაპარაკო ინტერნაციონალიზაციაზე და არ წახვიდე იქ, სადაც ქომაგები გყავს და სადაც ყოველთვის გელოდებიან. თუ გვინდა, რომ ახალი ბაზრები ავითვისოთ, ჩინურ ტურნეშიც უნდა წავიდეთ. კმაყოფილი ვარ იმითიც, რომ სეზონის წინ ამხანაგური მატჩები გვექნება გერმანიის პერიფერიულ ქალაქებშიც - ვოლფრატსჰაუზენში, ერლანგენში... სწორედ ასეთი წარმომიდგენია "ბაიერნი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
ჰო,შენ მეგა ვარსკვლავები რეალს,ბარსელონას,მანჩესტერ იუნაიტედს,სიტის,ჩელსის,იუვენტუსს,პსჟ-ებს დაუთმე და კარლიტოს ბვრი ტიტულები მოსთხოვე...
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გერმანიის შსს მინისტრი ფიფას პრეზიდენტის გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა - ჰიონესი ინფანტინოთი აღშფოთებულია
"მათ ფული მაინც არ აქვთ" - "ბაიერნის" პრეზიდენტი "ბარსელონაზე"