როჯერ ფედერერი უიმბლდონის რეკორდსმენი გახდა
შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა თითქმის უბრძოლველად გაიარა უიმბლდონის პირველი ბარიერი. საწყის წრეში როჯერი უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს ეთამაშებოდა. ფედერერმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, რის შემდეგაც, დოლგოპოლოვი გაჭირვებით, მაგრამ ინარჩუნებდა საკუთარ გეიმებს. თუმცა, მეცხრე გეიმში როჯერმა მეორე ბრეიკიც აიღო და სეტი 6:3 მოიგო.

მეორე სეტის დაწყებამდე, უკრაინელმა ექიმის დახმარებას მიმართა, რამაც ვერ უშველა და პარტიაში 0:3 ჩამორჩენის შემდეგ, თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. 42 წუთში ფედერერმა მოასწრო ეჩვენებინა თავისი საბრძოლო ფორმა - 10 ეისი ჩააწოდა, 18 "ვინერსი" ჰქონდა და ერთხელაც არ მისცა მეტოქეს ბრეიკ-პოინტის შანსი.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს იყო როჯერ ფედერერის 85-ე მოგება უიმბლდონზე. მან გაუსწრო ამერიკელ ჯიმი კონორსს და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ამ მაჩვენებლით. გარდა ამისა, როჯერს 10 004 ეისი დაუგროვდა. ის არის მესამე ჩოგბურთელი გორან ივანიშევიჩისა და ივო კარლოვიჩის შემდეგ, ვინც უიმბლდონზე 10-ათასიან ზღვარს გადააჭარბა.

ასევე დაახლოებით 40 წუთი დახარჯა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მეორე ნომრად განთესილმა 31 წუთში მოუგო პირველი სეტი მარტინ კლიჟანს, მეორეში 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც, სლოვაკმა ტრავმა მოიმიზეზა და თამაში მიატოვა. ჯოკოვიჩი მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს 136-ე ჩოგანი, ჩეხი ადამ პავლაშეკი იქნება.

სერბისთვის ეს იყო 234-ე მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე. მანაც ჯიმი კონორსს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა შესაბამის სიაში. ნოვაკზე წინ მხოლოდ ფედერერია 314 მოგებით.

სხვა მატჩებიდან უნდა აღვნიშნოთ მიშა ზვერევის ძალიან დამაჯერებელი თამაში ბერნარდ ტომიჩის წინააღმდეგ - 6:4, 6:3, 6:4 88 წუთი ბრძოლის შემდეგ. ზვერევის ანგარიშზე 41 "ვინერსი" (მათ შორის, 18 ეისი) იყო.

ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა მხოლოდ 14 ქულა დათმო საკუთარ მოწოდებაზე და საათსა და 55 წუთში მოუგო კანადელ ვასეკ პოსპიშილს - 6:4, 6:4, 6:3.

შარშანდელი ფინალისტი მილოშ რაიონიჩი, რომელიც წელს, ძირითადად, ტრავმებს ებრძვის, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს ხვდებოდა და სამ სეტში მოიგო - 7:6(5), 6:2, 7:6(4). კანადელმა 20 ეისი ჩააწოდა და პირველი მოწოდებით ქულების 70 პროცენტი აიღო.

ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა 32 "ვინერსის" წყალობით დაამარცხა არგენტინელი დიეგო შვარცმანი - 7:6(4), 6:2, 6:2.

კარიერაში 50-ე მატჩს ატარებდა ბალახის კორტზე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო. ის ერთ დროს ავსტრალიური ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავს ტანასი კოკინაკისს ეთამაშებოდა და ზუსტად სამი საათი მოანდომა მის დამარცხებას - 6:3, 3:6, 7:6(2), 6:4. დელ პოტროს ერთი რთული მომენტი მესამე სეტის სტარტზე ჰქონდა, როცა 1:3 ჩამორჩა, მაგრამ პარტია ტაი-ბრეიკზე მოიგო, მეოთხე სეტში კი მეშვიდე მატჩბოლიდან გაინაღდა მოგება.

ესპანელი დავიდ ფერერი პირველად არის განუთესავი "დიდი სლემის" ტურნირებზე 2005 წლის შემდეგ. და ამ რანგში მან, მოულოდნელად, ფრანგ რიშარ გასკეს სძლია - 6:3, 6:4, 5:7, 6:2. ვეტერანმა ესპანელმა ამ წარმატებას კარგი მოწოდების ხარჯზე მიაღწია - საკუთარი 20 გეიმიდან 19 მოგება აიღო.

ჩეხ ტომაშ ბერდიხს ორად ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა ფრანგი ჟერემი შარდის წინააღმდეგ, ორივე გამოიყენა და ამის წყალობით მოიგო პირველი და მეოთხე სეტები, კიდევ ერთი პარტია ტაი-ბრეიკზე აიღო და 2 საათსა და 22 წუთში მოიპოვა მეორე წრის საგზური - 6:3, 3:6, 7:6(4), 6:4. 2010 წლის ფინალისტის ანგარიშზე 47 "ვინერსი" იყო.

კაცები

I წრე

ჯოკოვიჩი (სერ, 2)-კლიჟანი (სლოვაკ) 6:3, 2:0 უარი

ფედერერი (შვეიც, 3)-დოლგოპოლოვი (უკრ) 6:3, 3:0 უარი

რაონიჩი (კან, 6)-შტრუფი (გერ) 7:6(5), 6:2, 7:6(4)

ტიმი (ავსტრია, 8)-პოსპიშილი (კან) 6:4, 6:4, 6:3

ა. ზვერევი (გერ, 10)-დონსკოი (რუს) 6:4, 7:6(3), 6:3

ბერდიხი (ჩეხ, 11)-შარდი (საფ) 6:3, 3:6, 7:6(4), 6:4

დიმიტროვი (ბულ, 13)-შვარცმანი (არგ) 7:6(4), 6:2, 6:2

მონფილსი (საფ, 15)-ბრანდსი (გერ) 6:3, 7:5, 6:4

სოკი (აშშ, 17)-გარინი (ჩილ) 6:3, 4:6, 7:6(4), 6:3

მანარინო (საფ)-ლოპესი (ესპ, 19) 5:7, 6:1, 6:1, 4:3 უარი

ფერერი (ესპ)-გასკე (საფ, 22) 6:3, 6:4, 5:7, 6:2

ისნერი (აშშ, 23)-ფრიტცი (აშშ) 6:4, 7:6(3), 6:3

რამოსი (ესპ, 25)-ტომპსონი (ავსტრა) 6:4, 6:4, 7:6(4)

მ. ზვერევი (გერ, 27)-ტომიჩი (ავსტრა) 6:4, 6:3, 6:4

დელ პოტრო (არგ, 29)-კოკინაიკისი (ავსტრა) 6:3, 3:6, 7:6(2), 6:4

იუჟნი (რუს)-მაუ (საფ) 6:2, 7:5, 6:4

რუბლიოვი (რუს-ტრავალია (იტა) 6:7(3), 6:3, 7:5, 1:6, 7:5

ოფნერი (ავსტრია)-ბელუჩი (ბრა) 6:2, 6:3, 6:2

ტიაფო (აშშ)-ჰაასე (ჰოლ) 6:3, 3:6, 7:6(5), 7:5

ბაღდატისი (კვიპ)-ჯ. უორდი (ბრიტ) 6:4, 6:4, 6:3

სელა (ისრ)-გრანოლერსი (ესპ) 4:6, 6:3, 1:6, 6:2, 6:1

კუკუშკინი (ყაზ)-დანიელი (იაპ) 4:6, 6:4, 7:6(4), 6:2

ლაიოვიჩი (სერ)-ციციპასი (საბ) 6:4, 6:4, 6:4

სიმონი (საფ)-ხარი (ჩილ) 7:6(4), 6:3, 6:3

დონალდსონი (აშშ)-ტიპსარევიჩი (სერ) 5:0 უარი

დარცისი (ბელ)-ბერანკისი (ლიტ) 4:6, 6:3, 2:6, 6:4, 6:3

ჰარისონი (აშშ)-ჩორიჩი (ხორ) 7:6(4), 6:4, 7:6(6)

ედმუნდი (ბრიტ)-ა. უორდი (ბრიტ) 4:6, 6:3, 6:2, 6:1

სუგიტა (იაპ)-კლაინი (ბრიტ) 7:6(5), 6:3, 6:0

გულბისი (ლატ)-ბურგოსი (დომ) 6:1, 6:1, 6:2

პავლაშეკი (ჩეხ)-ესკობედო (აშშ) 6:7(7), 6:1, 6:3, 6:1

ალბოტი (მაკ)-ბანისი (არგ) 4:6, 6:4, 7:6(9), 7:6(3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fraternity
"ის არის მესამე ჩოგბურთელი გორან ივანიშეივიჩისა და ივო კარლოვიჩის შემდეგ, ვინც უიმბლდონზე 10-ათასიან ზღვარს გადააჭარბა" აქ სადმე იკითხება რომ კარიერული მონაგარია? თუ ყავაში უნდა ჩავიხედოთ და ისე მივხვდეთ რა იგულისხმება
musenbezi
კარიერის მანძილზე აქვს 10004 ეისი!!!
fraternity
იმის მაგივრად სტატია გადაამოწმოთ და შეცდომა გაასწოროთ კომენტარებს ბლოკავთ. კარგი რა, სირცხვილია, ეს რა მიდგომაა?!
fraternity
რა სისულელეა. თქვენ თვითონვე წერთ რომ 85 მოგება აქვს როჯერს უიმბლდონზე. ამას დავუმატოთ მაქსიმუმ 10 წაგებული თამაში, ესეც მეტობით რომ ავიღოთ და სულ გამოდის 95 თამაში. და რა გინდათ თქვათ რომ ერთ თამაშში საშუალოდ 105 ეისზე მეტს აწვდის როჯერი? გადაიკითხეთ ხოლმე რასაც დაწერთ
nika
მტლიანად კარიერაში
besik61
ფედერერის 10004 ეისი უიმსლდონზე? არარეალური მაჩვენებელია...
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა