შინკიოკუშინკაი კარატეში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება
შინკიოკუშინკაი კარატეში მსოფლიოს ჩემპიონატები ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობა და მასში მხოლოდ ის სპორტსმენები მონაწილეობენ, რომლებიც კონტინენტების ჩემპიონატებში ლიცენზიებს მოიპოვებენ. გასულ უქმეებზე მე-6 მსოფლიოს პირველობას ყაზახეთის დედაქალაქმა ასტანამ უმასპინძლა.

სასპორტო კომპლექს "დაულეტში" ქალ-ვაჟთა 4-4 წონით კატეგორიაში 40 ქვეყნის 193 სპორტსმენი იბრძოდა მედლებისთვის. მათ შორის საქართველოს ოთხი წარმომადგენელიც (დელეგაციის ხელმძღვანელი სპორტის სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე) იყო. ორმა მათგანმა მედალიც მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ევროპის ორგზის ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი ანდრო ზინჩენკო (65 კგ), ხოლო 2009 და 2011 წლების ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული, 2016 წლის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ წიკლაური (75 კგ) მესამე ადგილს დასჯერდა.

ზინჩენკომ ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია: ჯერ მასპინძელი ალიშერ ახმეტჟანი და იაპონელები - აცუში კავაზე და იოსეი ტადა დაამარცხა, ნახევარფინალში ყაზახი იერკებულან ბეისემბაიევი ჩამოიშორა გზიდან, გადამწყვეტი ორთაბრძოლა იაპონელ ჰარუტაკა ოკაზაკისთან დათმო და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ჩვენებური გამოდიოდა. მიხეილ წიკლაურმა სტარტზე ირანელ პოუია სალეხს აჯობა, მერე მის გზას გაუყენა ლუან და სილვა ვიეირა (ბრაზილია) და შუნსაკუ კავასე (იაპონია), ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ სალაჰათ ჰასანოვთან დამარცხდა და ბრინჯაო ერგო. აზერბაიჯანელმა ფინალში მაქსიმ სმოლიაკოვიც (რუსეთი) დაჯაბნა და ოქროს მედალი დაიმსახურა.

ამავე წონით კატეგორიაში გამოდიოდა ჩვენი გუნდის წევრი თენგიზ ბასტოიანი, რომელსაც მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა: პირველ ორ წრეში მან ხოსე გონსალესსა (კოსტა რიკა) და მატეუ აჰ ჩოუს (ავსტრალია) მოუგო, მეოთხედფინალში უკრაინელ ოლექსანდრ სვინარენკოსთან ვერაფერს გახდა და მე-5 ადგილს დაჰყაბულდა.

85 კილოში გამოდიოდა ლევან ველურიძე. სტარტზე იგი იაპონელ ტიმოჰიტო იუკავას შეხვდა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ არბიტრების აზრი გაიყო - 3;2 გამარჯვება ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელს მიანიჭეს და ველურიძე შეჯიბრებას გამოეთიშა.

ქალთა და ვაჟთა ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში მედლების რვა კომპლექტი გათამაშდა. ყველას იაპონელებმა აჯობეს - მათს სპორტულ ყულაბაში 15 მედალი აღმოჩნდა - 7 ოქროსი, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოსი. ერთადერთი ოქროთი მეორე ადგილი აზერბაიჯანელებს ერგოთ. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: ყაზახეთი (8=0+2+6), რუსეთი (3=0+2+1), საქართველო (2=0+1+1), ლიტვა (2=0+0+2) და უკრაინა (1=0+0+1).

- კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს ჩემპიონატები 1979 წლიდან იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ, - გვითხრა ირაკლი დოლაბერიძემ, რომელსაც ასტანაში შევეხმიანეთ. - ამ ხნის განმავლობაში ქართველ კარატისტებს არაერთ პირველობაში მოუსინჯავთ ძალები, მაგრამ მედლები პირველად მოვიპოვეთ, რაც ძალიან დიდი წარმატებაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას ასტანაში კარატეს საერთაშორისო ფედერაციის კონგრესიც ჩატარდა, რომელზეც გადაწყდა, რომ 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ვარშავა უმასპინძლებს, ხოლო ერთი წლით ადრე - 2020 წელს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.

კვარცხლბეკი

65 კგ.

1. ჰარუტაკა ოკაზაკი (იაპონია), 2. ანდრო ზინჩენკო (საქართველო), 3. იერკებულან ბეისემბაიევი, დმიტრი მოისეიევი (ორივე - ყაზახეთი).

75 კგ.

1. სალაჰათ ჰასანოვი (აზერბაიჯანი), მაქსიმ სმოლიაკოვი (რუსეთი), 3. მიხეილ წიკლაური (საქართველო), ოლექსანდრ სვინარენკო (უკრაინა), 5. თენგიზ ბასტოიანი (საქართველო).

85 კგ.

1. შოთა მაედა (იაპონია), 2. ნაზარ ნასიროვი (რუსეთი), 3. ვლადიმირ არტიუშინი (ყაზახეთი), დაიკი კატო (იაპონია).

+85 კგ.

1. იუჯი მიმამოტო, 2. კემბუ ირიკი (ორივე - იაპონია), 3. ილია იაკოვლევი (ყაზახეთი), ლუკას კუბილიესი (ლიტვა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
კიტეიშვილის საგოლე პასი - "შტურმი" "ზალცბურგთან" წაგებას გადაურჩა
22-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალი დაიწყო: სერიებში რუსთავი და ვსა დაწინაურდნენ
[VIDEO] ქამბექი 1:3-დან - "ფილადელფიამ" გადამწყვეტ მატჩში "ბოსტონ სელტიქსი" დაამარცხა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 გაგრა. გამარჯვება ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-2 დინამო (თბ). მოგება ადვილად არ მოდის...
კვარაცხელიას გარეშე - პსჟ "ლორიენთან" ფრეს დასჯერდა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 იბერია 1999. ბედოშვილის ბენეფისი
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცდომებს არ პატიობს - ქართველმა "ლევანტეს" გაუტანა
სალაჰი კვლავ ევროპაში - ეგვიპტელი თურქულ გუნდს სეზონურად 20 მილიონი ხელფასს სთხოვს
"მესისთან კონფლიქტი არასდროს მქონია" - პოჩეტინომ ლეოსთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს