ლეო თაფლობის თვიდან დაბრუნდება და 2021 წლამდე კლუბში დარჩება
სპეკულიაცია, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულებულია - როგორც ბოლო დღეებში ვიუწყებოდით, "ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლიონელ მესი კლუბს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა და მალე ხელსაც მოაწერს.

ლიონელ მესიმ ახლახან გადაიხადა დიდი ქორწილი როსარიოში, ახლა კი თაფლობის თვეც ეკუთვნის (არგენტინელმა ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში, როგორ ისვენებს ის ოჯახთან ერთად უცნობ სანაპიროზე). ასე რომ, ოფიციალურად ხელის მოწერის ცერემონიალი "ბარსასთან" ახალ კონტრაქტზე რამდენიმე კვირაში შედგება, როცა იგი კლუბის ბაზაზე სავარჯიშოდ გამოცხადდება.

"კლუბი ძალიან მოხარულია მესის ერთგულებით, რომელსაც ის კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერით. იგი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მხოლოდ ერთ კლუბში გაატარა. მან გუნდი წარმატებულ ერაში გადაიყვანა, ისეთში, როგორიც ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს", - ასეთი იყო "ბარსელონას" ოფიციალური განცხადება.

როგორც ესპანური მედია ამტკიცებს, მესის ახალი კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება (მედია 5-იანს ვარაუდობდა), თუმცა 2021 წელს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი. ამ ხნის განმავლობაში მესის გამოსასყიდი ფასი გაიზრდება და ის ასტრონომიულ თანხას მიაღწევს - 300 მილიონ ევროს!

ლეომ მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატარა, ახალი კონტრაქტი კი მისთვის რიგით მერვე იქნება "ბარსაში".

ლეო "ბარსელონაში" მე-14 სეზონს იწყებს (პირველ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა). ასე რომ, ჯამში, მას კლუბის მთავარ გუნდში 17 ან 18 სეზონი გამოუვა.

მის ანგარიშზე ლა ლიგის 8 ტიტულია, ჩემპიონთა ლიგის 4 ტიტული, 5-ჯერ მოიგო კოპა დელ რეი, 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ ევროპის სუპერთასი (ერთი თბილისში), ამდენჯერვე - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა. "ბარსას" "ათიანმა" კლუბში 583 მატჩში 507 გოლი გაიტანა! მან ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ მოიგო "ოქროს ბურთი", 4-4-ჯერ კი - "პიჩიჩი" და "ოქროს ბუცი".

ლეო ახლა 30 წლისაა, 2021 წლისთვის კი 34 წლის იქნება. მაშ, რა გამოწვევები ელის ფეხბურთელს, რომელმაც საკლუბო დონეზე პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო?

მესის შეუძლია, ისტორიაში ყველაზე მეტჯერ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა - მას მერე, რაც ევროპის ჩემპიონთა თასი ლიგად გადაკეთდა (1992 წ), 4-4-ჯერ აქვთ ლიგა მოგებული კლარენს ზეედორფს, ჩავის, სამუელ ეტო'ოს, ანდრეს ინიესტას, ჟერარდ პიკეს, კრიშტიანო რონალდოსა და, რა თქმა უნდა, მესის.

მესის შეუძლია გახდეს ლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი. აქაც მეტოქე რონალდოა, პორტუგალიელს 106 გოლი აქვს გატანილი, ხოლო არგენტინელს - 94, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მესი ორი წლით უმცროსია.

მესის შეუძლია, "მოესწროს" ახალ "კამპ ნოუს", რომლის აშენება 2021 წლისთვის იგეგმებოდა, თუ კონტრაქტის გახანგრძლივების პუნქტს გამოიყენებენ და კატალონიელები არ ჩამორჩებიან გეგმას (ეს უფრო პრობლემატურია), შეიძლება ლეომ ახალ სტადიონზე "ბარსას" მაისურით თამაში მოასწროს.

მესის შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს რონალდოსთან "ოქროს ბურთების" რაოდენობაში. "რეალის" ვარსკვლავი ფავორიტია და, ალბათ, ის მოიპოვებს მორიგ "ოქროს ბურთს", რომელიც მისთვის მეხუთე იქნება და ლეოს გაუთანაბრდება. მოკლედ, ორ სუპერვარსკვლავს შორის ბრძოლა თავიდან იწყება. მესი აქაც ფავორიტია, რადგან უფრო ახალგაზრდაა.

არც ერთს არ გაუკეთებია ის, რაც პეპ გვარდიოლას "ბარსამ" შეძლო - ერთ სეზონში 6 ძირითადი ტიტული მოიგო. მესის ამ რეკორდის გამეორება შეუძლია.

2021 წლამდე მესის შეუძლია, მოიგოს რომელიმე დიდი ტიტული არგენტინის ნაკრებთან ერთად. ჯერ კიდევ არის დრო მუნდიალის ან კოპას მოგების. ეს კი, ალბათ, დაასრულებს კამათს არგენტინელებში, თუ რომელი სჯობს, ლეო თუ დიეგო მარადონა.

ლეოს კონტრაქტის განახლებას გამოეხმაურა კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ.

"პირადად ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მესი ჩვენთან ახალ კონტრაქტს გააფორმებდა. ეს დიდებული სიახლეა არა მარტო "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის, არამედ, ზოგადად, ფეხბურთის ფანებისთვის. ის ფაქტი, რომ ლეო კიდევ ოთხი წელი ჩვენთან ითამაშებს, იმის ნიშანია, რომ ყველაფერი კარგადაა და კიდევ უფრო კარგად იქნება მომავალში. "ბარსელონას" დიდ ოჯახს ერთნაირად უხარია.

მესის ამბავი ლოიალურობისა და ერთგულების ისტორიაა. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც 13 წლის ასაკიდან "ბარსელონაშია". ის ჩვენთან გაიზარდა და უდიდეს წარმატებებს მიაღწია. ეს ლამაზი ისტორიაა "ბარსას" სიყვარულისა, რომელიც მას კარიერის ბოლომდე გაჰყვება".

მაშ ასე, "ბარსამ" 2021 წლამდე დაიტოვა საუკეთესო მოთამაშე. ამით კლუბმა შემტევი ტრიოს, MSN-ის (მესი, სუარესი, ნეიმარი) ერთად ყოფნა მომავალი ოთხი სეზონის განმავლობაში დაიბევა. რაც ეს ტრიო გაფორმდა (2014 წ), "ბარსელონამ" 13 შესაძლო ტიტულიდან 9 მოიგო.

მესის საკითხი გადაწყდა, ვინ იქნება შემდეგი? ესპანური მედია ანდრეს ინიესტას ასახელებს. ახლა სწორედ კაპიტნის შენარჩუნება იქნება მთავარი პრიორიტეტი. 33 წლის ნახევარმცველმა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას მეტი დრო სთხოვა, კონტრაქტზე გადაწყვეტილების მისაღებად. ანდრესს ახლაც ეპატიჟებიან მეიჯორლიგიდან, ჩინეთიდან, ყატარიდან, თუმცა 2010 წლის მუნდიალის გმირს ეს წინადადებები დიდად არ მოსწონს და უფრო დარჩენისკენ იხრება.

აბა, მესის და ინიესტასთან რა მოსაყვანია, მაგრამ ჟერემი მატიოს ამბავსაც ვიტყვით - ის ლისაბონში "სპორტინგის" რიგებში ვარჯიშობს. უფრო სწორად, ფრანგი მცველი სინჯებზეა (ცოტა უცნაურად კი ჟღერს - "ბარსელონას" ფეხბურთელი სინჯებზე) და მან პარასკევს "ბელენენსეშთან" ამხანაგურ მატჩში უნდა დაამტკიცოს, რომ "სპორტინგისთვის" საჭირო ფეხბურთელია.

მას მერე, რაც კლუბი ანდონი სუბისარეტამ დატოვა, გენერალური მენეჯერის თანამდებობა ვაკანტური იყო, თუმცა ის შეივსო - "ბლაუგრანას" ახალი მენეჯერი პეპ სეგურაა. აქამდე ის აკადემიის შეფი იყო. სწორედ მისი დამსახურებაა "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის რევოლუციური ცვლილება, გუნდი კი რანგით მეორე დივიზიონს დაუბრუნდა.

მან შეინარჩუნა ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები ხერარდ ლოპესი, გაბრი და კიკე ალვარესი. 1997-2005 წლებში სეგურა ასაკობრივ გუნდებში მწვრთნელად მუშაობდა. აი, სეგურას თანამდებობა კი ვაკანტური გახდა - ამბობენ, აკადემიაში კლუბის ერთ-ერთი ლეგენდა, ხოსე მარი ბაკერო ინიშნებაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა