ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური
პორტუგალიასთან წაგების შემდეგ ჩვენებს სხვა გზა არ რჩებოდათ - მხოლოდ მოგება! ასეთივე დღეში იყო შვედეთი. მაგრამ პირველი წუთებიდან ქართველმა ჭაბუკებმა ისეთი მონდომებითა და აგრესიით შეუტიეს, მე-3 წუთზე მეტოქეს ძალიან უხეში შეცდომა დააშვებინეს - სკანდინავიელთა ფლანგის ნახევარმცველის, მაქს სვენსონის გადაცემა გიორგი კოხრეიძემ ჩაჭრა, საჯარიმოში ორ მცველს გასცდა და ბურთი "ცხრიანში" დააჭედა - 1:0.

ამის შემდეგ თამაში ჩვენების უპირატესობით წარიმართა და 25-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძეს, უსწრაფესი შეტევის შემდეგ, ანგარიშის გაორმაგება შეეძლო, მაგრამ მეკარე მარკო იოჰანსონმა ახლოდან დარტყმული აუღო.

თუმცა დინამოელმა მომდევნო შანსით მაინც ისარგებლა. ეს კი მისი თანაკლუბელის, გიორგი კუციას შესანიშნავი თამაშის დამსახურებაა. მან მოედნის ცენტრში დუშან იაჯიჩს აართვა ბურთი, ბესანდ საბოვიჩს ფეხებშუა გაუტარა და ასე გააყოლა ჩაკვეტაძეს, რომელიც მატიას ანდერსონს დაუსხლტა და ბურთი რიკოშეტით ჩაეშვა შორეულ კუთხეში - 2:0.

თავის გამოჩენა მალე გიორგი არაბიძეს შეეძლო, რომელიც ნიკა მალიმ ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ შვედები მეკარე იოჰანსონმა გადაარჩინა.

ამის შემდეგ შვედები გააქტიურდნენ და ჩვენს კარს ორჯერ დაემუქრნენ - ჯერ იესპერ კარლსონი და შემდეგ - ვიქტორ დიოკერეში, მაგრამ გიორგი ჩოჩიშვილი საიმედოდ იდგა.

42-ე წუთზე ძალიან ეფექტურად ითამაშა ლუკა ლაკვეხელიანმა, რომელმაც შეტევა გიორგი ქოჩორაშვილს გაუგრძელა, მის "გასროლას" კი მეკარე გადაეღობა.

მეორე ტაიმი შვედების შეტევებით დაიწყო და მალე ანგარიშიც შეამცირეს: ანტონ კრალის პასით კარის წინ მარტო დარჩენილმა დიოკერეშმა ზუსტად დაარტყა ახლო დაბალ კუთხეში - 2:1.

ამის შემდეგ დაიწყო თამაშის ყველაზე რთული და დაძაბული ნაწილი. შვედები მთელი ძალებით უტევდნენ, ჩვენებს კი ნელ-ნელა დაღლა დაეტყოთ. მართალია, მეორე ნახევარში შეტევების ორგანიზება შედარებით გაგვიჭირდა, მაგრამ რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა მაინც წამოვიწყეთ. კოხრეიძეს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. მერე კი ჩაკვეტაძე-შოუ ვიხილეთ - დინამოელმა 50 მეტრი ირბინა, გზად ყველა ჩამოიშორა და კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ... მეკარეს ვეღარ აჯობა.

ამის შემდეგ სამჯერ ძალიან სახიფათოდ შემოგვიტია კარლსონმა და ჩოჩიშვილს კლასის დემონსტრირება მოუხდა. გადავრჩით ისაკ ლიდბერგის დარტყმის შემდეგაც.

საბოლოოდ, ჩვენებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს, მაყურებელი უზომოდ გაახარეს და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

საინტერესო დეტალია - ორივე გოლი იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, რომელთა თამაშიც ტრავმის გამო სათუო იყო. ზოგადად კი, ქართველების თამაში იმის მაგალითად გამოდგება, თუ რა მოაქვს მონდომებას, ჟინსა და ერთსულოვნებას.

A ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთს შორის შაბათს, 8 ივლისს, "მიხეილ მესხზე", 20 საათზე დაიწყება. შვედეთთან მატჩს 8500-მდე მაყურებელი ესწრებოდა და დარწმუნებულები ვართ, ნაკრებს ქომაგი არც გადამწყვეტ მატჩში მოაკლდება.

არის თამაშები, რომელსაც შეუძლია, გადატრიალება მოახდინოს და მაყურებელი სტადიონისკენ შემოაბრუნოს. თუნდაც ეს ბიჭები სავსე ტრიბუნების წინ თამაშსაც ნამდვილად იმსახურებენ!

მატჩის შემდეგ

- გიორგი ყიფიანი: ჩვენ რობოტები არ გვჭირდება!

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური

05.07. თბილისი. "მიხეილ მესხი"

საქართველო-შვედეთი 2:1

გოლები: 1:0 კოხრეიძე (3), 2:0 ჩაკვეტაძე (31. კუციას პასით), 2:1 გიოკერესი (47. კრალის პასით)

საქართველო (4-3-3): ჩოჩიშვილი - მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი - ქოჩორაშვილი (70. საღრიშვილი), კუცია, სამურკასოვი (88. ხუბაშვილი) - ჩაკვეტაძე (86. არველაძე), არაბიძე, კოხრეიძე.

სათადარიგოები: გუგეშაშვილი, კახიძე, კვანტალიანი, ჩოგაძე

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

შვედეთი (4-4-2): მ. იოჰანსონი - კოლი, ანდერსონი, იშერვუდი, კრალი - სვენსონი (80. აჰმედოძიჩი), კ. იოჰანსონი (46. ლიდბერგი), იაჯიჩი, საბოვიჩი (32. ადრიანი) - კარლსონი, დიოკერეში.

სათადარიგოები: ვ. იოჰანსონი, ვებერგი, ბერგკვისტი, კესი

მწვრთნელი: კლას ერიქსონი

გაფრთხილება: დიოკერეში (23), საბოვიჩი (28), ქოჩორაშვილი (38), ლიდბერგი (54), სამურკასოვი (64), კრალი (65), ლაკვეხელიანი (74), არველაძე (90)

არბიტრი: ს. იოვანოვიჩი (სერბეთი).

05.07. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"

ჩეხეთი-პორტუგალია 2:1

გოლები: 0:1 ჯუ (35), 1:1 გრაიციარი (40), 1:2 რუი პედრო (75)

მომდევნო მატჩები

8 ივლისი, შაბათი

თბილისი. "მიხეილ მესხი"

ჩეხეთი-საქართველო 20:00

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

პორტუგალია-შვედეთი 20:00

B ჯგუფი

6 ივლისი, ხუთშაბათი

თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)

ინგლისი-ჰოლანდია 17:30

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

გერმანია-ბულგარეთი 20:00

9 ივლისი, კვირა

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"

ინგლისი-გერმანია 20:00

1/2-ფინალი

12 ივლისი, ოთხშაბათი

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"

B1 - A2 17:00

თბილისი. "მიხეილ მესხი"

A1 - B2 20:00

ფინალი

15 ივლისი, შაბათი

თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურა
10-15 წელია სტადიონზე არ ვყოფილვავ და საერთოდ ფეხბურთელების გინების მეტი არაფერი მიკეთებიადა და ძლივს ქართული ფეხბურთი ვნახე, წინ მოძრაობაში გააზრებულად კათებული პასი არასდროს არ გაუკეთებია დიდ ნაკრებს, კომბინაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამ ბავშვებმა 100 პროცენტით დაიმსახურეს დიდ ნაკრებში თამაში, მთლიანი გუნდი უნდა შეიცვალოს, მოაშოერეთ ის სირები ფეხბურთს და ხალხიც ივლის სტადიონებზე
irakli81-jajas
მე არც უაზრო ამბიციებს ვემხრობი და არც გადაჭარბებულ პესიმიზმს. ბიჭებმა მაგრად ითამაშეს, ესეთი კაი ფეხბურთუ ქართველების შესრულებით დიდი ხანიია არ მინახავს. რომ გაგიმართლოს იქამდე საქმეს მიყვანა უნდა. პირველი გოლის დროს ჩვენებს წნეხსი რომ არ ჰყოლოდათ მეტოქე და პრესინგი არ ეთამაშათ, მეტოქე შეცდომას არ დაუშვებდა. მომენტს კიდე შესსრულება უნდა. კოხრეიძემ ორი შვედი ჩამოიცილა და აუღებელი დაურტყა. მეორე გოლის დროს სანამ ცოტა გამართლებით ბურთი კარშში ჩაეშვებოდა ძან მაგარი და სწრაფი კომბინაცია გაითამასეს. ამბიჭებს კლასი ეტყობათ, იმედია კიდე უფრო მოუმატებენ და დიდ ფეხბურთს ითამაშებენ.
c
ქება და ქებაა ბიჭებს, მწვრთნელებს და ყველას.. შემდეგი ჩეხეთია, გავავსოთ სტადიონიიიიიიი .!!!
რბ
ჯაჯა სააღოლ იმენა ფეხბურთის პროფესიონალი ექსპერტი ხარ, ის თუ გითხრეს რომ ფეხბურთი მომენტებია და არა ზუსტი მეცნიერება მათემატიკასავით.:დდდდ

ჯაჯა-ს კომენტარი წავიკითხე და გამეცინა რა თქმა უნდა. მარადონას ხელით რომ არ გაეტანა ინგლისისთვის, მსოფლიო ჩემპიონი ვერასოდეს გახდებოდა. ბაბუას ბებიასთან რომ ის არ ექნა შვილიშვილი საიდან გაჩნდებოდა და ა.შ. რამდენი ნაღდი საგოლე ვერ გაიტანეს იმისთვის თვალი არ მოგიკრავს ალბათ. ვინც უტევს ის იტანს ნაღდსაც და შემთხვევით გოლებსაც. ეს ფეხბურთია და არა სამოყვარულო კრივი სადაც შეიძლებოდა მთელი მატჩის განმავლობაში დარტყმა არ გაგეშვა და არც შეგეტია ისე მოგეგო შეხვედრა.

მე კი ვერ მომინელებია პორტუგალიასთან მსაჯის მიერ ძალით წაგებული თამაში და სხვისი არ ვიცი. ძალიან ბევრი ხარვეზია კარის ჩარჩოში ბურთის მოხვედრებაზე, თორემ ახლა ნახევარფინალში უნდა დავლოდებოდით მეტოქეს. ძალიან ტექნიკურები არიან ყველა მცველების ჩათვლით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თითქოს ეზარებათ ზედმეტი ნაბიჯის გაკეთება და უმეტესწილად ამის გამო იქმნება სახიფათო სიტუაციები ჩვენს კართან, ამის დასტური არის გუშინდელი უაზროდ გაშვებული გოლი შვედებისგან, რომელიც შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს თუ ჩეხებს ვერ მოვუგეთ. არადა ხომ შეიძლებოდა ჩვენ უფრო მშვიდად ვყოფილიყავით ვიდრე ჩეხები. ყველანი მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ მე თუ ოდნავ ფეხბურთის მაინც მესმის, ვიტყვი რომ სამურკასოვი ძალიან მაგარ და დიდ ფეხბურთს ითამაშებს თუ რა თქმა უნდა თვითონ მოინდომებს. ასეთი ჭკვიანი ფეხბურთელები სანთლით საძებარი არიან.
jaja
გოლებში გაუმართლათ. პირველი გოლი-აუტიდან ჩვენიანს მისცა. მეორე წინ გაექცა ბურთი, მაგრამ მეკარის მოგერიებული უცნაური ტრაექტორიით შევარდა კარებში. რომ არა ეს ორი დუშაშა გოლი, ესენი მომგებები არ იყვნენ. ჩეხებთან თუ არ გაგვიმართლა ზუსტად ასე, ვერ მოვიგებთ.

ყველანი კარგები არიან, თავში არავარდნისა და მცირე იღბლის შემთხვევაში ყველამ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, განსაკუთრებით კუციამ, ჩაკვეტაძემ და არაბიძემ
gia
8 -ში ყველანი სტადიონზე, საქართველო ასე ახლოს წარმატებასთან არასდროს ყოფილა. მადლობა ბიჭებს....
gulshematkivari
გილოცავთ სამწვრთნელო შტაბსა და მთელს გუნდს! გაიხარეთ ასეთი თამაშისთვის, ასეთი ერთსულოვნებისა და მონდომებისთვის, თქვენ ხართ პატრიოტები და ვაჟკაცები! სულ რაღაც 1 წლის წინ ნაკრები ნაკრებს არ გავდა, არეულობა და დაბნეულობა იყო ტამაშEბშI. დღეს კი ამ გუნდმა იმედი ჩაგბისახა, რომ ქართული ფეხბურთი ცოცხალია, რომ ჩვენ შეგვიია მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს ღირსეულად შევენრძოლოთ და გავიმარჯვოთ კიდევაც. ეს ყველაფერი კი გიორგი ყიფიანის დამსახურებაა! ყიფომ გააკეთა ის, რაც ძალიან ბევრი ხანი ვერ შეძლო ბევრმა ადამიანმა. ფედერაციამ ყიფიანის ნაირი მწვრთნელები უნდა დააფასოს და მისი გამოცდილება აუცილებლად უნდა გამოიყენოს!
დათო
ავტოტჯან არ გვინდა რა ,,გასოლა" ნუ ამახინჯებთ ქართულს ,,დარტყმა" ჯობია, კომენტატორისა არ იყოს ,,არ დაგიმალავთ და...." რაა არ გყოფნით სიტყვის მარაგი აბა რა ჟურნალისტები ხართ.
llcl
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას, ღმერთმა სულ გამარჯვებულები გატაროთ ქვეყნის გასახარად. მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია და მას რაგბი ვერასოდეს ჩაანაცვლებს, უბრალოდ არ მესმის, არც რაგბში, არც კალათბურთში ჩვენი ბიჭები არ იღლებიან და ფეხბურთელებს რა ჭირთ? ნამდვილი ტალანტია ჩაკვეტაძე, არაბიძე, მაგრამ სუპერკლუბებს ჭირდება მოთამაშე, რომელიც 120წთ-ს ითამაშებს და არა 65, იმედია ეს ბიჭები თავის ნაკლს გამოასწორებენ და ეროვნულ ნაკრებშიც ძალიან ხშირად გაგვახარებენ
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
გიორგი კუცია კარიერას "რაბოტნიჩკიში" გააგრძელებს
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
ცნობილი გახდა ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი
კოხრეიძე, გერმანელი ნახევარმცველი და ახალგაზრდა მეკარის დაბრუნება - "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვამცნო
გიორგი კოხრეიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
"ქართველებო, რასაც დღეს აკეთებთ, გმირობაა!" - კუციამ უკრაინული კლუბის მეშვეობით, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მიმართვა გაავრცელა
ლევან კობიაშვილი: ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
დინამო(თბ)-საბურთალო 2:0 - "დინამოს" კომპლექსი? [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ჩიქოვანი "უოტფორდში" დაბრუნდა და ჩაკვეტაძესთან ერთად ითამაშებს
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
რატომ არ იყო ჩაკვეტაძე განაცხადში და რატომ გადაიდო მატჩი?
U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
სანქცია: უეფამ საქართველო აშკარად დაინდო!
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა საქართველოს 33 მლნ ლარი მოუტანა!
ელიო სოუზა: ამისთვის მადლობა უეფას და ქართულ მხარეს
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
უეფამ გიორგი არაბიძე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებში შეიყვანა
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
"სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია" - გიორგი კოხრეიძე
ოფიციალურად: გიორგი კუცია "რაბოტნიჩკის" ფეხბურთელია
საფრანგეთში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა
მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
კუცია და ჩხეტიანი თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
U19. საქართველო-რუსეთი 1:0 - კიდევ ერთი! [VIDEO]
ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო