ახალი მეპატრონე მილიონებით
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა გუშინ იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომავალი სეზონიდან "რომას" ახალი მფლობელი ეყოლება. სენსების ოჯახი დიდი ხანია ყიდის კლუბს და როგორც ჩანს, საბოლოო შეთანხმებას უკვე მიაღწია. ფორმალობებია მოსაგვარებელი და დედაქალაქური გუნდი ახალი პატრონის ხელში გადავა. ეს ახალი კი ტომას დი ბენედეტო გახლავთ, იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც დიდი ხანი ცდილობდა კალჩოში მოხვედრას და როგორც ჩანს, საწადელს მიაღწია კიდეც. რომაული დერბის შემდეგ ტომასმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ამ თამაშს დავესწარი და უდიდესი სიამოვნება მივიღე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფრანჩესკო ტოტი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და აუცილებლად უნდა გავუხანგრძლივოთ ხელშეკრულება. პირველ პირში კი იმად ვლაპარაკობ, რომ კლუბის სათავეში ჩემი მოსვლა გადაწყვეტილი ამბავია. წინ დიდი მიზნები გვაქვს, ფინანსებს ნამდვილად არ დავიშურებ იმისთვის, რომ "ჯალოროსი" განვითარების ახალ საფეხურზე ავიდეს. "რომას" გულშემატკივრები გაცილებით უფრო მეტს იმსახურებენ, ვიდრე აქვთ და ამაში დერბის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და არც სერია A-ში მისდის საქმე კარგად, ტიფოზებმა ბოლომდე დაუჭირეს მხარი ფეხბურთელებს. მინდა, რომ მათთვის რაღაც ახალი, დიდი საქმე გავაკეთო".

ტომას დი ბენედეტოს წარსულის და ბიზნესის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ბეისბოლის გუნდის, "ბოსტონ რედ სოქსის" მფლობელია და ამერიკულ სპორტულ სამყაროში მიღებული კაცია. თავის დროზე, უდიდესი ინვესტიცია ჩადო ბოსატონურ გუნდში და სავარაუდოდ, იგივეს გააკეთებს "რომაშიც". ლაპარაკია იმაზე, რომ ტომასი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს მიწვევას აპირებს. დიდია შანსი, პორტუგალიელმა სპეციალისტმა სეზონის ბოლოს მადრიდი დატოვოს და ასეთ სემთხვევაში, "ჯალოროსის" ახალი მფლობელი მის დაყოლიებას შეეცდება - წლიურ ჯამაგირს და სატრანსფერო ბიუჯეტს კი იმდენს მისცემს, რამდენიც თავად ჟოზეს გაეხარდება - ასე ამბობენ იტალიაში და ალბათ აქვთ კიდეც ამის საბაბი. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ვინჩენცო მონტელას გაუხანგრძლივონ ხელშეკრულება. ახალგაზრდა სპეციალისტის თავკაცობით, "ჯალოროსის" ჯერ არც ერთი თამაში არ წაუგია სერია A-ში - მართალია, საკუთარ მოედანზე ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა "პარმასთან", მაგრამ მთლიანობაში, მისი მუშაობა მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. მით უმეტეს, "რომამ" ყველაზე პრინციპული მეტოქე, "ლაციო" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაება. თავად მონტელას დიდი იმედი აქვს, რომ მომდევნო სეზონშიც "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს:

"ჩემამდეც მოვიდა ხმები ჟოზე მოურინიოს "რომაში" შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ნაკლებად მაღელვებს. პორტუგალიელი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელია, მე კი ჩემს საქმეს ვაკეთებ და კონკრეტული მიზნები მაქვს დასახული. აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ოთხეულში, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, ამასთან, იტალიის თასის ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. შესაბამისად, საქმეები თავზესაყრელად მაქვს და სხვებზე ფიქრისთვის არ მცალია. ისე კი, დიდი სურვილი მაქვს, რომ "რომაში" კიდევ დიდ ხანს ვიმუშავო მთავარი მწვრთნელის პოსტზე".

ამბობენ, რომ კლუბის ახალი მეპატრონე ფულის ხარჯვას ამ ზაფხულსვე შეუდგება და პირველ რიგში, მადრიდის "ატლეტიკოდან" დიეგო ფორლანის გადაბირებას შეეცდება. თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს საკმაოდ დიდი ფასი ადევს, მაგრამ დი ბენედეტო უკან დამხევი არ ჩანს. ამ ინფორმაციებმა თავად ფეხბურთელამდეც მიაღწია, რომელმაც იტალიელ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: "შეიძლება თუ არა ერთ მსვენიერ დღეს იტალიაში აღმოვჩნდე? - რატომაც არა, სერია A ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიო მასშტაბით, სადაც უამრავი ვარსკვლკავი ასპარეზობს. თუ საინტერესო წინადადება მექნება, სიამოვნებით განვიხილავ. თუმცა, მხოლოდ ფინანსური მხარე ჩემთვის არ არის საინტერესო, მთავარია, რომ გუნდი იყოს ძლიერი და მაღალი მიზნებისთვის იბრძოდეს. "რომა" შესანიშნავი გუნდია და თუ კიდევ უფრო გაძლიერდება, აუცილებლად იბრძოლებს უმაღლესი მიზნებისთვის. ვნახოთ, ჯერ წინადადებაც არ მიმიღია და ბევრს ვერაფერს გეტყვით".

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა