ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელი აზერბაიჯანელი ფალავანი ზურაბ იაკობიშვილის კონკურენტია
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ აზერბაიჯანს ეკონომიურად ასე თუ გაუჭირდებოდა, ძნელად იფიქრებდა ვინმე. იქაური ჭიდაობის ფედერაცია ბოლო პერიოდში ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა, მაგრამ კრიზისსაც გააჩნია: ჯერ იყო და, ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირს ეს სტატუსი ჩამოაკლეს, ამ დღეებში ფინანსური კრიზისის გამო საერთოდ იუარეს აღნიშნული შეჯიბრების ჩატარება, ახლა კი ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელი ტოგრულ ასკეროვი (65) თურქმენეთში გაურბით.

ცნობა ამის შესახებ თავად ასკეროვმა გამოაქვეყნა თავის "ფეისბუქ-გვერდზე", რამაც აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებში ბომბივით იფეთქა. ფაქტზე განმარტება თავად სპორტსმენს არ გაუკეთებია, მაგრამ მედიასთან პრობლემებზე მისმა პირადმა მწვრთნელმა ელმან ასკეროვმა ისაუბრა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საკითხი ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი, თუმცა ის და მისი შეგირდი უკვე იყვნენ ჩასულები აშხაბადში და პირველი მოლაპარაკებაც გამართეს.

მწვრთნელმა გადასვლის მიზეზად ფინანსური პრობლემები და სპორტსმენისადმი უყურადღებობა დაასახელა. თურმე ნუ იტყვით და პირადად მას ნახევარი წელიწადია, ხელფასი არ მიუღია, ხოლო ასკეროვს ოპერაცია სჭირდება, მაგრამ ამაზე არავინ ზრუნავს. დამრიგებლის თქმით, ფალავანი აშხაბადიდან პირდაპირ თურქეთში მიფრინავს ოპერაციის გასაკეთებლად, საჭირო თანხას კი თავად იხდის. მწვრთნელი იმასაც ამბობს, რომ მისი შეგირდი ისლამიადაზე სწორედ ტრავმის გამო არ გამოვიდა, იმ დროს დისკვალიფიკაცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

"ტოგრული - ესაა სპორტსმენი, ვისაც კიდევ რამდენიმე ოლიმპიადაზე შეუძლია გამოსვლა. მას აქვს ორი ოლიმპიური მედალი, მაგრამ ახლა მასზე ფიქრი არავის უნდა. როგორ შეიძლება ასე? არ ვიცი, რაა ასეთი დამოკიდებულების მიზეზი, მაგრამ ამის გამო გადავწყვიტეთ თურქმენეთში გადასვლა, სადაც უკვე შევხვდით იქაური ჭიდაობის ფედერაციის მესვეურებს და მათგან მივიღეთ ხელსაყრელი წინადადებები. ჩვენ საბოლოო პასუხი ჯერ არ გაგვიცია, რადგან არ გვსურს სხვა ქვეყანაში გადასვლა" - განაცხადა ელმან ასკეროვმა.

შეგახსენებთ, რომ ტოგრულ ასკეროვი ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია 60 კილოგრამში და რიო დე ჟანეიროს თამაშების ვერცხლისმედალოსანი უკვე 65-ში. ახლახან მან ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო დოპინგის გამოყენებისთვის, თუმცა თავად აცხადებს, რომ აკრძალული პრეპარატი არასოდეს მიუღია, ხოლო ორგანიზმში საკამათო ნივთიერების მოხვედრის ერთ-ერთ გზად ინდოეთში მირთმეულ ხილს ასახელებს, სადაც ამ ზამთარს იქაურ "ოქროს ლიგაში" ჭიდაობდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და სხვა ქართველებთან ერთად.

ის და ხინჩეგაშვილი ახალგაზრდული ნაკრებიდან ერთად მოდიან და ასაკობრივ გუნდებში მძაფრი მეტოქეობაც ჰქონდათ: 2010 წელს აზერბაიჯანელმა მოუგო ჩვენებურს ევროპის ახალგაზრდული პირველობის ფინალი, თუმცა ხინჩეგაშვილმა იმავე წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში აუღო რევანში ასევე ფინალში.

ასკეროვს ზურაბ იაკობიშვილიც ჰყავს დამარცხებული ფინალში, ოღონდ - ჭაბუკებში, 2008 წელს.

დრომ და წონის მატებამ ხინჩეგაშვილისა და ასკეროვის გზები თუ საბოლოოდ გაყარა, აზერბაიჯანელი და იაკობიშვილი კვლავაც ერთ წონაში, ანუ კონკურენტებად რჩებიან. მისი თურქმენეთში გადასვლა ჩვენებურისთვის კარგია იმ მხრივ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ძლიერი კონკურენტი აკლდება, მსოფლიოსთვის კი ბევრი არაფერი იცვლება.

ოღონდ ცოტა გაუგებარია, რატომ მაინცდამაინც საჭიდაო სამყაროსთვის ჯერაც ყამირი თურქმენეთი და არა რომელიმე საჭიდაო ტრადიციების ქვეყანა? ევროპის ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონს უარს არავინ ეტყოდა. ეგ კი არა, საგანგებოდ ეცდებოდნენ მის გადაბირებას. მაგალითად, რა პრობლემა ექნებოდა თურქეთში გადასვლაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოდან ისრუტავს ძლიერ ფალავნებს (ასევეა ბულგარეთიც)? თურქებს ამ წონაში ევროპის ფინალისტი მუსტაფა კაია კი ჰყავთ, მაგრამ არა გვგონია, ასკეროვს მასთან კონკურენციისა შეშინებოდა.

თუმცა თურქმენულ ვარიანტზე ბევრად უფრო გასაკვირი თავად აზერბაიჯანელთა ფინანსური კრიზისია: აზერბაიჯანული "ატაჰოლდინგი" ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის გენერალური სპონსორია და წლიური დაფინანსება 5 მილიონი დოლარიდან 7-მდე გაზარდა, თუმცა ჩვენს მეზობლებს სხვებიც ბლომად ჰყავთ ფინანსურად მძლავრი კომპანიები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ქართველმა "თავისუფლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით და გუნდური მე-3 ადგილით დაასრულეს
ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია