არგენტინა. კლაუსურა. V ტურის მიმოხილვა
ჩიჩისოლას ლაფსუსი

კლაუსურას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - "რასინგმა" საწყისი 5 ტურიდან 4 მოიგო და 12 ქულით პირველია. ბოლო ტურში "რასინგმა" სტუმრად "კოლონს" შავი დღე აყარა - 4:0 მოუგო. დღეისათვის, ყველაზე ძლიერი არგენტინული კლუბი ობიექტურად ლიდერობს გათამაშებს, თუმცა ეს ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს - "ვერცხლისფერ ქვეყანაში" ჩემპიონატი მოკლე კია, მაგრამ მოვლენებით დახუნძლული. კლაუსურას დასრულებამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"რივერ პლეიტის" 20 წლის მეკარე ლეანდრო ჩიჩისოლამ პროფესიულ კარიერაში პირველი გოლი გაუშვა. ეს ოდესღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ველესელი სანტიაგო სილვას გოლს კურიოზულიც აღარ ეთქმის. ახალგაზრდა მეკარეს ბურთი ფეხით შეჰყავდა, როცა მოქნეული ბურთს ააცილა და იქვე მყოფმა სილვამაც იხეირა. სხვათა შორის, უკვე შემდეგ ტურში "რივერის" კარში ხუან პაბლო კარისო ჩადგება.

პრიმერაში ზედიზედ 13 მატჩი ვერ მოეგო "ინდეპენდიენტეს" - 10 ოქტომბრიდან დღემდე. ამ ხნის განმავლობაში "წითელმა ეშმაკებმა" მოიგეს კოპა სუდამერიკანა და გავიდნენ კოპა ლიბერტადორესის კვალიფიკაციაში, აი, ჩემპიონატში კი ვერადავერ ყოჩაღობდნენ. ეს უსიამოვნო სერია 40 წლის ანტონიო მოჰამედის გუნდმა "ნიუელს ოლდ ბოისის" განადგურებით (4:0) შეწყვიტა.

"ურაკანისა" და "ქილმესის" მატჩში სადებიუტო სამი ქულა ჩაიწერა მასპინძელთა თავკაცმა რობერტო პომპეიმ, ხოლო სტუმართა დებიუტანტმა მწვრთნელმა რიკარდო კარუსო-ლომბარდიმ მარცხი იგემა.

ტური ციფრებში

ტურში 21 გოლი გავიდა (2,1 საშუალოდ მატჩში), 11:10 მასპინძელთა სასარგებლოდ. დუბლები შეასრულეს "რასინგის" კოლუმბიელმა ფორვარდმა ტეოფილო გუტიერესმა, "ველეს სარსფილდის" შემტევმა სანტიაგო სილვამ და "ინდეპენდიენტეს" ნახევარმცველმა ნიკოლას კაბრერამ. კლაუსურას პირველ ჰეთ-თრიკს კი ჯერ კიდევ ველით.

ტურის გმირი

ნიკოლას კაბრერა (ინდეპენდიენტე): მან კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. უკვე მე-11 წუთისთვის "ნიუელსის" კარში დუბლი შეასრულა, შემდეგ კი თანაგუნდელების დახმარებაზე გადავიდა - ორი საგოლე პასი მიითვალა. სხვათა შორის, "ნიკო" 2008 წელს სწორედ "ნიუელსში" თამაშობდა.

ტურის გოლი

აურელიანო ტორესი (სან ლორენსო): მან ცენტრიდან დრიბლინგით "ბოკას" საჯარიმოს მისადგომებს მიაღწია და იქიდან გაისროლა.

არ შეიძლება სესარ ლუის მენოტის თემის გარეშე ტურის მიმოხილვის დასრულება. მოგეხსენებათ, ლეგენდარულ მწვრთნელს სიგარეტის წევის დამოკიდებულების გამო ფილტვებზე ოპერაცია დასჭირდა. როგორც ჩანს, 72 წლის მენოტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინამ მენოტის თავკაცობით მოიგო.

ოლიმპო-ოლ ბოისი 1:0

გოლი: 1:0 მაჯოლო (61)

გაძევება: ე. დომინგესი (90. ოლ ბოისი)

ტიგრე-ბანფილდი 1:2

გოლები: 0:1 კ. გარსია (23), 1:1 მორალესი (55), 1:2 ფერეირა (90)

გაძევება: ბუსტამანტე (70. ბანფილდი)

ლანუსი-ხიმნასია 0:0

სან ლორენსო-ბოკა ხუნიორსი 1:0

გოლი: 1:0 ა. ტორესი (66)

არხენტინოს ხუნ.-არსენალი 1:0

გოლი: 1:0 სალსედო (77)

ესტუდიანტესი-გოდოი კრუსი 0:1

გოლი: 0:1 დამონტე (61)

კოლონი-რასინგი 0:4

გოლები: 0:1 ლუგუერსიო (15), 0:2 ტ. გუტიერესი (41), 0:3 ტ. გუტიერესი (71), 0:4 აუჩე (84)

რივერ პლეიტი-ველეს სარსფილდი 1:2

გოლები: 0:1 ს. სილვა (35), 1:1 პავონე (48-პენ), 1:2 ს. სილვა (84)

ურაკანი-ქილმესი 2:1

გოლები: 1:0 სარატე (39), 2:0 კამპორა (67), 2:1 კაუტერუსიო (79)

ინდეპენდიენტე-ნიუელსი 4:0

გოლები: 1:0 კაბრერა (3), 2:0 კაბრერა (11), 3:0 სილვერა (24), 4:0 კასტილიო (79)

თ მ ფ წ ბ ქ

1. რასინგი 5 4 0 1 11-5 12

2. სან ლორენსო 5 3 1 1 8-3 10

3. ოლიმპო 5 3 1 1 12-9 10

4. ბანფილდი 5 3 1 1 7-5 10

5. ესტუდიანტესი 5 3 0 2 5-3 9

6. რივერი 5 2 2 1 4-2 8

7. ველესი 5 2 2 1 7-6 8

8. არსენალი 5 2 1 2 7-5 7

9. გოდოი 5 2 1 2 10-9 7

10. ლანუსი 5 2 1 2 7-6 7

11. არხენტინოსი 5 1 4 0 3-2 7

12. ტიგრე 5 2 1 2 4-5 7

13. კოლონი 5 2 1 2 7-10 7

14. ურაკანი 5 1 3 1 7-8 6

15. ინდეპენდიენ. 5 1 2 2 6-6 5

16. ხიმნასია 5 1 2 2 5-7 5

17. ოლ ბოისი 5 1 1 3 2-6 4

18. ბოკა 5 1 1 3 2-6 4

19. ნიუელსი 5 1 1 3 6-11 4

20. ქილმესი 5 0 0 5 3-9 0

ბომბარდირები: 5 - ესეკიელ მაჯოლო (ოლიმპო), ესტებან ფუერტესი (კოლონი), ტეოფილო გუტიერესი (რასინგი); 4 - დიეგო ვალერი (ლანუსი).

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ