დელ პოტრო შინ გაუშვეს
ორი უსენსაციო დღის შემდეგ, უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირზე მოულოდნელობა შეიძლება დაერქვას ერნესტ გულბისის გამარჯვებას არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროზე. უნიჭიერესმა ლატვიელმა, რომელსაც ერთ დროს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, გუშინდელი მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ეს უიმბლდონი, პრაქტიკულად, მისი კარიერის ბოლოს შანსია.

ბალტიისპირელმა პირველ წრეში ვიქტორ ესტრელია ბურგოსი დაამარცხა და ეს იყო მისი პირველი მოგება 2016 წლის ივნისის შემდეგ! ამ დროის განმავლობაში, მსოფლიოს ყოფილი მე-10 ჩოგანი და როლან გაროსის 2014 წლის ნახევარფინალისტი 589-ე ადგილამდე დაქვიეთდა. ამიტომაც ბევრს არ ეგონა, რომ გულბისი შეძლებდა დელ პოტროს დამარცხებას, მაგრამ ლატვიელმა სამ სეტში შეძლო მოგება - 6:4, 6:4, 7:6(3). გულბისი შეუდარებელი იყო საკუთარ მოწოდებაზე - პირველ ბურთზე მხოლოდ 11 ქულა წააგო, 25 ეისი შეასრულა და 44 "ვინერსი" დააგროვა.

გულბისის შემდეგი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელიც, როგორც ჩანს, რომ იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. გასულ კვირას ისტბურნის ტურნირის მოგების შემდეგ, სერბმა ძალიან დამაჯერებლად გაიარა უიმბლდონის ორი წრე. გუშინ, მან ჩეხი ადამ პავლაშეკი საათსა და 38 წუთში გაანადგურა - 6:2, 6:2, 6:1.

ჯერჯერობით, იოლად მიდის წინ როჯერ ფედერერიც. შვეიცარიელს მხოლოდ სტარტზე გაუჭირდა დუშან ლაიოვიჩის წინააღმდეგ, როცა ბრეიკი შეასრულებინა მეტოქეს, მაგრამ შემდეგ შეძლო თამაშზე კონტროლის დაწესება. როჯერმა საწყისი პარტიის ბოლო 12 ქულიდან 11 აიღო, სულ ოთხი ბრეიკი შეასრულა და 7:6(0), 6:3, 6:2 მოიგო. ფედერერის შემდეგი მეტოქე მიშა ზვერევი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:0-ს უგებს. შვეიცარიელმა გერმანელი ცოტა ხნის წინ, ჰალეს ტურნირზე დაამარცხა - 7:6(4), 6:4.

ქალების ტურნირზე პირველი ხმაურიანი სენსაცია მოხდა. მთავარ ფავორიტად მონათლულმა კაროლინა პლიშკოვამ მაგდალენა რიბარიკოვასთან წააგო - 6:3, 5:7, 2:6. არადა, სლოვაკი ორი ტრავმის გამო შვიდი თვე ვერ თამაშობდა, მაგრამ დაბრუნდა და რეიტინგში ლიდერობის შანსი მოუსპო პლიშკოვას. ამ უკანასკნელს მოგების რეალური შანსი ჰქონდა, რადგან მეორე სეტში ბრეიკით იყო დაწინაურებული და მატჩზე აწვდიდა, მაგრამ რიბარიკოვამ თამაშის ბედი თავის სასარგებლოდ შემოატრიალა და ორ საათსა და 17 წუთში შეძლო მესამე წრეში გასვლა. სლოვაკს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის შთამბეჭდავი პროცენტი ჰქონდა - ექვსიდან ხუთი, პლიშკოვამ კი 11 ასეთი შანსიდან მხოლოდ სამი გამოიყენა.

გუშინ კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩის მარცხი ამერიკელ ელისონ რისკესთან - 6:2, 4:6, 4:6.

მლადენოვიჩი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს - მოიგო სანკტ-პეტერბურგის ტურნირი, იყო შტუტგარტისა და მადრიდის ფინალში, როლან გაროსზე მოქმედი ჩემპიონი გარბინ მუგურუსა დაამარცხა და მეოთხეფინალამდე მიაღწია, მაგრამ რისკეს წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. ფრანგმა 47 "ვინერსი" შეასრულა, მაგრამ ბევრი უნებლიე შეცდომაც დაუშვა (34). რისკე კი ნაკლებად რისკავდა - 20 "ვინერსი" და 20 შეცდომა.

კაცები

II წრე

ჯოკოვიჩი (სერ, 2)-პავლაშეკი (ჩეხ) 6:2, 6:2, 6:1

ფედერერი (შვეიც, 3)-ლაიოვიჩი (სერ) 7:6(0), 6:3, 6:2

რაონიჩი (კან, 6)-იუჟნი (რუს) 3:6, 7:6(7), 6:4, 7:5

ტიმი (ავსტრია, 8)-სიმონი (საფ) 5:7, 6:4, 6:2, 6:4

ა. ზვერევი (გერ, 10)-ტიაფო (აშშ) 6:3, 6:4, 6:3

ბერდიხი (ჩეხ, 11)-ჰარისონი (აშშ) 6:4, 6:3, 6:7(8), 6:3

დიმიტროვი (ბულ, 13)-ბაღდატისი (კვიპ) 6:3, 6:2, 6:1

მონფილსი (საფ, 15)-ედმუნდი (ბრიტ) 7:6(1), 6:4, 6:4

ოფნერი (ავსტრია)-სოკი (აშშ, 17) 6:3, 6:4, 3:6, 2:6, 6:2

სელა (ისრ)-ისნერი (აშშ, 23) 6:7(5), 7:6(5), 5:7, 7:6(5), 6:3

რამოსი (ესპ, 25)-რუბლიოვი (რუს) 7:5, 6:7(6), 4:6, 6:3, 6:4

მ. ზვერევი (გერ, 27)-კუკუშკინი (ყაზ) 6:1, 6:2, 2:6, 3:6, 6:4

გულბისი (ლატ)-დელ პოტრო (არგ, 29) 6:4, 6:4, 7:6(3)

დონალდსონი (აშშ)-ლორენცი (იტა, 32) 6:4, 7:6(0), 6:7(0), 6:2

ფერერი (ესპ)-დარცისი (ბელ) 3:0 უარი

მანარინო (საფ)-სუგიტა (იაპ) 6:1, 5:7, 4:6, 7:6(2), 6:2

ქალები

II წრე

კერბერი (გერ, 1)-ფლიპკენსი (ბელ) 7:5, 7:5

რიბარიკოვა (სლოვაკ)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3) 3:6, 7:5, 6:2

ვოზნიაცკი (დან, 5)-პირონკოვა (ბულ) 6:3, 6:4

კუზნეცოვა (რუს, 7)-მაკაროვა (რუს) 6:0, 7:5

ა. რადვანსკა (პოლ, 9)-მაკჰეილი (აშშ) 5:7, 7:6(7), 6:3

რისკე (აშშ)-მლადენოვიჩი (საფ, 12) 2:6, 6:4, 6:4

მუგურუსა (ესპ, 14)-ვიკმაიერი (ბელ) 6:2, 6:4

ბაშჩინსკი (შვეიც, 19)-კუკოვა (სლოვაკ) 6:1, 6:0

ვანდევეგე (აშშ, 24)-მარია (გერ) 6:4, 6:2

კონტავეიტი (ესტ)-კასატკინა (რუს, 29) 6:3, 6:2

როჯერსი (აშშ)-საფაროვა (ჩეხ, 32) 6:7(4), 6:4, 6:3

კირსტეა (რუმ)-მატეკი (აშშ) 4:6, 7:6(4) უარი

ჰერცოგი (სლოვენ)-ლეპჩენკო (აშშ) 6:7(2), 6:2, 6:2

ცურენკო (უკრ)-გოლუბიჩი (შვეიც) 6:1, 2:6, 6:3

მარტიჩი (ხორ)-ალერტოვა (ჩეხ) 6:1, 6:4

დიასი (ყაზ)-როდიონოვა (ავსტრა) 6:4, 7:6(4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად