13-წლიანი ერთგულების შემდეგ, დედეს და დორტმუნდის გზები გაიყოფა

გერმანიის ჩემპიონობისთვის გამზადებულ დორტმუნდის „ბორუსიაში“ დიდი ერა მთავრდება. სამშაბათს, ვესტფალიურმა კლუბმა ოფიციალურად დადასტურა, რომ ბრაზილიელ მარცხენა მცველ დედესთან ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი და „ბორუსიას“ 13-წლიანი თანამშრომლობა დასასრულს უახლოვდება.

დედე „დორტმუნდში“ 1998 წელს, „ატლეტიკო მინეიროდან“ გადავიდა და მაშინ 20 წლის გახლდათ. გუნდში ახალი გადასული იყო, როცა თქვა, სამწლიან კონტრაქტს შევასრულებ და მერე აქედან წავალ, რადგან გერმანიაში ძალიან ცივა, მე კი სითბო მიყვარსო. მას მერე 13 წელი გავიდა და დედე დღემდე არსად წასულა. მეტიც: ბრაზილიელი მარცხენა მცველი დორტმუნდის პუბლიკის უსაყვარლესი მოთამაშე გახდა. ლეონარდო დე დეუს სანტოსი „ბორუსიასთან“ კონტრაქტს კონტრაქტზე აფორმებდა და დაცვის მარცხენა ფლანგზე წლების მანძილზე ენაგადმოგდებული დარბოდა. არადა, „ბორუსიას“ დატოვება არაერთხელ შეეძლო – განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გუნდი გაკოტრების პირას იყო მისული. დედე უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გახლდათ, რის გამოც მას მთხოვნელები არასდროს აკლდა. მაგრამ დედემ „ბორუსიას“ 13 წლის მანძილზე უერთგულა და ახლაც მხოლოდ იმიტომ ტოვებს, რომ ძირითადი შემადგენლობიდან სამუდამოდ ამოვარდა – ბრაზილიელი ახალგაზრდა მარსელ შმელცერს კონკურენციას ვერ უწევს, არადა, კიდევ 3-4 წლის მანძილზე სურს უმაღლეს დონეზე თამაში. და რაკი ეს „ბორუსიაში“ უკვე შეუძლებელია, 32 წლის დედე მიდის და სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდება.

პრესკონფერენციაზე, სადაც ოფიციალურად გაცხადდა, რომ ზაფხულში დედეს და დორტმუნდის გზები გაიყოფა, ბრაზილიელი სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკთან ერთად წარსდგა. მათ ერთმანეთი მხოლოდ აქეს, დედემ კი თქვა, რომ გული წყდება, „ბორუსიადან“ წასვლა რომ უწევს. გული წყდება ცორკსაც – განსაკუთრებით იმიტომ, რომ სპორტულ დირექტორად რომ დაინიშნა, დედეს ტრანსფერი მისთვის პირველი იყო.

„დორტმუნდიდან წასვლა ძალიან მიმძიმს, მინდოდა, რომ კარიერა აქ დამემთავრებინა, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, ფეხბურთის თამაში კიდევ 3-4 წლის მანძილზე მინდა. ვხვდები, რომ „ბორუსიას“ ჩემზე მეტად ახლა შმელცერი სჭირდება და არ მაქვს უფლება, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მოვითხოვო,“ - თქვა დედემ.

ბრაზილიელმა „ბორუსიას“ მაისურით ბუნდესლიგაში 319 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა. BVB-სთან ერთად, 2002 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა და იმავე წელს უეფას თასის ფინალშიც ითამაშა (2:3 ფეიენოორდთან). ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას გამოცდილი ბრაზილიელი. გამორიცხული არ არის, რომ გერმანიაშიც დარჩეს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა