"გოლდენ სტეიტს" სინამდვილეში ზაზა ფაჩულიას კონტრაქტი 3,5-ჯერ ძვირი უჯდება
The Mercury News ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო ცნობას აქვეყნებს ზაზა ფაჩულიას კონტრაქტთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, ქართველი ცენტრი დათანხმდა NBA-ს ჩემპიონის შემოთავაზებას და კიდევ ერთი წლით დარჩა ოკლენდში.

ზაზა თავისუფალი აგენტი იყო და კლუბმა გამოიყენა ის, რომ ლარი ბერდის წესი არ მოქმედებს მასზე და ქართველს შარშანდელ კონტრაქტზე 20%-ით უკეთესი გაუფორმა - 2017/18 წლების სეზონში ზაზა 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

როგორც ხედავთ, როგორც შარშან, ფაჩულიამ ამჯერადაც იმაზე წამგებიანი კონტრაქტი გააფორმა, ვიდრე მისი შესაძლებლობების ცენტრს შეუძლია NBA-ში.

თუმცა "გოლდენ სტეიტს" ეს კონტრაქტი გაცილებით ძვირი უჯდება - რადგან კლუბმა დიდი ხანია გადააჭარბა მითითებულ ბიუჯეტს და ახლა მისი კალათბურთელების კონტრაქტები ე. წ. ფუფუნების გადასახადის ნიხრით იბეგრება.

გამოცემის ცნობით, ზაზა ფაჩულიას 3,5-მილიონიანი კონტრაქტი "გოლდენ სტეიტს" გადასახდელებისა და ჯარიმების შემდეგ, ჯამში 12,4 მილიონი დოლარი უჯდება. ეს კი სამ-ნახევარჯერ მეტია.

ენის მოსაფხანად ერთი და იგივე მაკომენტარლები რა ტყუილად ანაგვიანებენ აქაურუბას, თუ არ იცით რა არის ლარი ბერდის წესი, მთელი დღე ინტერნეტში არ უკაკუნებთ კლავიატუარს? აკრიფეთ მაძიებლებში და გაიგებთ რაც არის, აქ ბოღმების ნთხევის მაგიერ, რაგოზინის ფაბრიკის გამწარებული ტროლებო.
თევდორე
რატომ უნდა შეიწუხოს თავი ჟურნალისტმა, ხელფასს ხომ იღებს. აი ხელმძღვანელს რომ ეთქვა სრულად აუხსენი მკითხველს საქმის ვითარება თორემ გაგაგდებ სამსახურიდან - მერე ინებებდა... ეტყობა ხელმძღვანელიც არაპროფესიონალია.
vato
ბევრმა ვიცით რაც არისლარი ბერდის წესი მაგრამ,ჩვენი სპორტული ჟურნალისტიკა რო მოიკოჩლებს ამაშია საქმე,დამერწმუნეთ ვინც ამ სტატიას წერს ალბათ თვითონაც არ იცის ამის განმარტება,აბა დავიჯერო მისი აზრით ეს ყველასთვის გასაგებია?სამცუხაროა რო ჩვენთან არცერთ სპორტს არ ასშუქებენ ძირეულად,ტუგინდ ზაზას შემთხვევა ავიღოთ,ითარგმნებოდა და იწერებოდა ის რაც იყო ამერიკულ გაზეთებში და ნბა საიტზე,შეიძლებოდა ჩემპიონობის შემდეგ ან მასთან ჩაეწერათ რამენაირად ვრცელი და ნორმალური ინტერვიუ,არა მგონია რო დაერეკათ ზაზას მათვის არ ეპასუხა და კომენტარი არ გაეკეთა ვრცლად ქართველი ქომაგისათის,ამას ყველაფერს მონდომება და პროფესიონალიზმი სჭირდება,წარმატებები კაპიტანო
ლუკა
ლელო, ოხ როგორ გეზარებათ მუშაობა! აი სტატიკუნა ხომ სხვა გამოცემიდან შეაკოწიწეთ, მაგრამ ეს ლარი ბერდის წესი მკითხველმა რატომ უნდა აგვიხსნას? რისთვის გვყავხართ ეს პატივცემული სპორტული ჟურნალისტები? ზაზა არის ღირსი გაცილებით მეტის, მაგრამ ის არის მენტალიტეტით რაინდი და არა ვაჭარი! აი ამიტომ დარჩა ის იქ სადაც ჩემპიონები არიან.
alexandre
რა ვერ გაიგეთ? რა თქმა უნდა დურანტის, კარის, იგუოდალას გამო გადააჭარბა ლიმიტს. შეეძლო უფრო იაფიანი ცენტრი აეყვანა და ბევრად ნაკლები დაუჯდებოდა, 1 მილიონს გადაუხდიდა და 3,5 დაუჯდებოდა. ზაზას კი თან გაუზარდა, ამიტომ უჯდება ამდენად ბევრი - 12,4 მილიონი.
ირაკლი
როგორც გავიგე, ბერდის წესი არის შემდეგი: გუნდს შეუძლია დაარღვიოს (ან დამატებით დაარღვიოს, რაც არის ამ შემთხვევაში) ხელფასის ჭერი (ლიმიტი ჯამურ ხელფასებზე), თუ თავისუფალი აგენტის (ანუ დურანტი, იგუადალა და/ან ზაზა) შენარჩუნება ხდება (ანუ იგივე გუნდში რჩება, სადაც წინა სეზონში თამაშობდა)
გერგეზი
ლარი ბერდის წესი რას ნიშნავს? ვინც იცის დაწერეთ, არ დაიზაროთ გაფიცებთ პატიოსან დედმამას
Baxt
ზაზას კი არა, კარის, დურანტის და იგუოდალას კონტრაქტების გამო გადააჭარბა ლიმიტს გოლდენმა.
givi
ზაზას გამო არავინ არ წასულ მსხვერპლზე-რა უაზრობაა მხოლოდ ზაზას ხელფასის გამო გადააჭარბა გოლდენსტეიტმა ლიმიტს? ცენტრად მე ხომ არ წამიყვანდნენ აბა, თუ უცენტროდ დარჩებოდნენ.
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები